"დათვები კი არა, რაჭველები ვართ "წითელ წიგნში" შესაყვანი"
03-10-2016
"დათვები კი არა, რაჭველები ვართ "წითელ წიგნში" შესაყვანი"
"მოგვხედონ, სანამ დათვებმა ერთიანად არ გადაგვჭამეს" - მაღალმთიანი რაჭის თემები დახმარებას გარემოს დაცვის სამინისტროს სთხოვენ

"მეგობრის ბებია-ბაბუას დათვი­ დღისით დაადგა თავზე ყანაში"


საქართველოს მაღალმთიანი რეგიონე­ბისთვის დიდ პრობლემად იქცა მტაცებელი­ ცხოველების თავდასხმა. როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამანევის მკვიდრი გოგა ჭელიძე გვწერს, ნადირი ისე გათამამდა, ადამიანსაც აღარ ერიდება და დათვები დღისით-მზისით ეზოებში იჭრებიან, ანადგურებენ სამეურნეო სავარგულებს, სკებს, თხილის ნარგავებს. მაღალმთიანი რაჭის თემები დახმარებას გარემოს დაცვის სამინისტროს სთხოვენ.

"სოფლები დაიცალა, არც მოძრაობაა,­ არც
ტექნიკის ხმაური, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ სოფლებს ნადირი­ შემოესია. დათვებმა არ დატოვეს სოფელი­ და ოჯახი, სადაც არ მიუკითხავთ. რასაც მისწვდნენ, ყველაფერი გააჩანაგეს, საქონელი გადაჭამეს... სოფელ თხმორში, შუა სოფელში, მეგობრის ბებია-ბაბუას დათვი­ დღისით დაადგა თავზე ყანაში. მოსახლეობას ძაღლები ჰყავთ დაბმული სახლებს შორის, იხმაურებს და ნადირი
დაფრთხებაო, მაგრამ... რაჭაში­, ძირითადად, მურა დათვია შემოჩვეული. როგორც კი დაბინდდება, ტყიდან გამოდიან, თუმცა ბოლო დროს დღისითაც ხვდე­ბიან ხალხს.

თხმორში დათვი სამ ბიჭს დაესხა თავს, რომ არ ეყოჩაღათ და არ გაესწროთ, ვინ იცის, რა დატრიალდებოდა? იყო სხვა შემთხვევებიც, საბედნიეროდ, მსხვერპლით არ დასრულებულა. დათვის მოკვლა არ არის იოლი, ეს ყველას­ არ შეუძლია, ნადირობას თავისი წესები აქვს, მაგრამ თავის დაცვის უფლებაც რომ არა გვაქვს? გარემოს დამცველი ჩამოივ­ლის და გიხსნის, არ მოკლა, არ ესროლო, დაჯარიმდებიო... სად არ მივედით - გამგეობაში, გუბერნატორთან, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრთანაც მივიდა, მაგრამ ჩვენი საშველი არ არის. მთიან რაჭაში მობინადრე ცხოველები "წითელ წიგნში" ჰყავთ შეტანილი.­ დათვები კი არა, რაჭის მოსახლეობა ვართ "წითელ წიგნში" შესაყვანი. მოგვხედონ, სანამ დათვებმა ერთიანად არ გადაგვჭამეს. დათვი უფრო მნიშვნელოვანია თუ ადამიანი?" დათვები მთის ყველა სოფელში - ნიკო­რწმინდის თემში, პატარა ონში, თხმორ­ში - ყველგან შედიან, ხალხის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სოფლებიდან რეკავენ,­ მოსახლეობა შველას ითხოვს"

კარლო ამირგულაშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი:
- ჩვენი სპეციალისტი, ნადირთმცოდნე ჩავა ამბროლაურში. დათვი "წითელ წიგნშია" შეყვანილი და ამიტომ საჭიროა, სამინისტრომ მოამზადოს განკარგულების პროექტი, რომლის საფუძველზეც (თუკი დადასტურდება, რომ ნამდვილად თავს ესხმის ადამიანებს) მუნიციპალიტეტს დაევალება მტაცებელი ცხოველის ლიკვიდაცია. ჩვენ ვალდებული ვართ ყველაფერი ადგილზე გადავამოწმოთ. ამბროლაურში არა მარტო დათვების, მგლებისა და ტურების თავდასხმების შემთხვევებიც ყოფილა. კანონი საშუალებას იძლევა, თუკი ნადირი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, იჭრება მის კარ-მიდამოში და უნადგურებს ტერიტორიას, მოკლას. როგორც ჩანს, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული. ჯარიმა წესდება მაშინ, თუ ვინმე მისი ინიციატივით წავა და მოკლავს დათვს.

- მაგრამ ყველას არ შეუძლია დათვის მოკვლა. ასეთებმა როგორ დაიცვან თავი?

- თუ თავდასხმისას ადამიანს თავდა­ცვის საშუალება არა აქვს, მთავრობის დადგენილებით მუნიციპალიტეტს ვანიჭებთ­ უფლებამოსილებას, დაიქირაოს მონადირეთა ჯგუფი ნადირის სალიკვიდაციოდ. გარდა ამისა, სამინისტროს დავალებით ყველა მუნიციპალიტეტმა გამოყო საკონტაქტო პირები და ვიწყებთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით მათი, ვინც ტყის სიახლოვეს ცხოვრობს, ინფორმირებას. გლეხების, ფერმერებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ჩატარდება ტრენინგები, როგორ იმოქმედონ თავდასხმის შემთხვევაში, ვის მიმართონ, რა არის დაშვებული და რა - აკრძალული.

- რისი ბრალია ნადირის მომრავლება?

- მაღალმთიან აჭარაში­ მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები არა აქვს შემოღობილი, თანაც ნაკვეთები, ფაქტობრივად, ტყეშია შეჭრილი. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ნადირს ღობეც გადაუნგრევია. ხშირად მოსახლეობის­ დაუდევრობის ბრალიც არის. როცა სოფლებში პირუტყვი იკვლება, მოსახლეობა ნარჩენებს, ლეშს სოფლის განაპირას ყრის, რაც გარეულ ცხოველებს იზიდავს, ისინი ეჩვევიან ამ ტერიტორიებს და მერე გადადიან თავდასხმაზე.

- ცხოველთა თავდასხმებით რომელი მუნიციპალიტეტები შედის "ცხელ წერტილებში"?

- ყაზბეგი, თელავი, გურჯაანი, ჩხორ­ოწყუ, ზუგდიდი, ხობი, მაღალმთიანი­ აჭარა - ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, რაჭაში­ - ამბროლაური... ამ რეგიონებში ფიქსირდება როგორც მგლის, ასევე დათვის და ტურის თავდასხმები, მაგრამ მაღალმთიან აჭარაში, ძირითადად, დათვი ჭარბობს. ამბროლაურში გვაქვს დათვის თავდასხმის სამი ფაქტი. საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევა ფატალური შედეგით არ დასრულებულა.

ნანა ფიცხელაური
ლელა
29 ოქტომბერი 2016 01:24
კი დათვმა ქვემო რაჭის სოფელ ხიმშიც რამოდენიმეჯერ დააგემოვნა ჩვენი ვენახების ყურძნები...
ძალიანაც მოწონებია...
გაუგია რომ,ამ სოფლის ღვინოს თურმე სტალინი მიირთმევდა და მე ყურძნად მაინც დავაგემოვნებო.
თემური
14 ოქტომბერი 2016 12:46
ზოგადად ფლორისა და ფაუნის დამცველთა მხარეს ვარ,მაგრამ როდესაც ადამიანის საზიანოდ ხდება ცხოველთა დაცვა,ვფიქრობ არასწორია.ისედაც დაცარიელებულ ჩვენ სოფლებში დათვისა და მგლების საკვებად თუ უნდა იშრომოს გლეხმა,რა სამართლიანობაზეა საუბარი. და კიდევ,შემოღობოსო,რომ ამბობთ, რომელი ღობე დააკავებს დათვს და საძოვარზე გაშვებულ სიმწრით გაზრდილ საქონელს რომ შეუჭამს ნადირი, ვის ვიცავთ მაშინ?
ლანა
14 ოქტომბერი 2016 09:24
ესენი ვერ არიან რაა ვინც მაღლა კომენტარი დადო. რას ჰქვია არ მოკლა? იოალია ხო აქედან სეირის ყურება კიარა წარმოდგენაც თუ გაქვთ დათვის თავდასხმაზე. ადამიანს წამებში ანადგურებს და არ მოვკლა იმის გამო,რომ ტურისტმა დათვი ნახოს და ფული გაკეთდეს? აზროვნებთ საერთოდ? იმის მაგიერ რომ იყოს დაცული ტერიტორიები და რღაც ალტერნატიული გზები გამოიძებნოს,არც დათვი დაზარალდეს და ადამიანი-მითუმეტეს,დემაგოგობთ აქ. რა ნაკვეთი შემოღობოს გაჭირვებულმა გლეხმა,რომელსაც არაფერი აბადია შრომის და წვალების მეტი.ეს მთავრობაც მაგარია,თუ თავს დაესხა და არ აქვს თოფი და იარაღი,გამოგვიძახოს ჩვენო. და თქვენი სანამ ტქვენი გრიგადა იარღა აისხამ და მივა ,დათვი დაგელოდებთ ხო?!

რედაქტორის რჩევით