"გთხოვთ, ვიცოცხლებ... დედიკოს დაბადების დღემდე"
10-10-2016
"გთხოვთ, ვიცოცხლებ... დედიკოს დაბადების დღემდე"
ამბავი, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა

ეს წერილი რუს ინტერნეტმომხმარებელს, რომან პლატონოვს ეკუთვნის. მან "ფეისბუკში" გამოაქვეყნა­ პოსტი, რომელსაც ათასობით გაზიარება, უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა.­ ამბობენ, რომ ეს წერილი გამოფხიზლებაა დღევანდელი საზოგადოებისთვის. ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!

- დეიდა, თუ შეიძლება, არ მოვკვდები რა, ხომ არ მოვკვდები? - თმაგაცვენილი­ ბიჭი, რომელსაც სახეზე მწვანე ფერი დასდ­ებია, ფანტომასს წააგავს ფრანგული კომედიიდან, თუმცა ეს კომედია როდია. ეს ტრაგედიაა და რეალობაა!
ბიჭუნას ყოველ დანახვაზე 60 წელს გადაცილებულ
სანიტარს სიმწრით აჟრჟოლებს,­ ამდენი წელია მედმუშაკია და მსგავს სცენებს ვერაფრით შეეჩვია. არც არის გასაკვირი - ის ადამიანია, ადამიანი კი ამას ვერასდროს შეეჩვევა.

- რას ამბობ, ჩემო პატარა, რას ჰქვია­ მოკვდები, რა დროს შენი სიკვდილია?! - ამშვიდებს ბიჭუნას და თვალები ცრემლით ევსება.

- დეიდა, იცი, რაშია
საქმე? შაბათს დედიკოს დაბადების დღეა, ეს საჩუქარი მე თვითონ გავუკეთე, არავინ დამხმარებია, ძალიან მინდა, გავახარო და დაბადების დღე მივულოცო, ამიტომაც მინდა, შაბათამდე არ მოვკვდე. თუ მოვკვდები, საჩუქარს ვეღარ ვაჩუქებ, გეხვეწები, შეიძლება, არ მოვკვდე? არ მოვკვდები, რა?

...არავინ გაბედოს თქმა, რომ ცხოვ­რებაში ამაზე საშინელი რამ აქვს ნანახი...
ამ ბავშვს არაფერი უნდა, მას ვერაფ­ერი უშველის, მისი ერთადერთი სურვილი­ დედის დაბადების დღემდე მიღწევაა. ის მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს - დედიკოს თავისი ხელით გაკეთებული საჩუქარი აჩუქოს, უბრალო, მუყაოსგან დამზადებული, მაგრამ ის მისი საყვარელი დედიკოსთვის ყველაზე ძვირფას ნივთად იქცევა.

ღმერთო, უშველე დედამისს, დაეხმარე, როგორმე გადაიტანოს ეს სიმწარე, დაეხმარე, რომ ჭკუიდან არ შეიშალოს...
ჩვენ გვაქვს აიფონები, ახლა უფრო მაგარი - IPhone 6 თუ IPhone 7. ჰო, IPhone 7 ბოლო მოდელია, ძალიან მაგარი. გვაქვს­ ოქროს უნიტაზები, მაცივარში­ ჩამ­ონტაჟებული MP3 ფლეიერები, კოსმოსშ­ი მეცნიერები კი არა, უკვე ტურისტები დაფრინავენ, აღარ იციან, რა მოიგონონ - სილამაზის ინსტიტუტები, ნაოჭების საწინააღმდეგო მეცნიერებაც კი იქმნება. XXI საუკუნეა, ხალხო, ჩვენ კი შიდსი და კიბო ვერ დაგვიმარცხებია! განა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ არ გვინდა!!!

მეცნიერები იმაზე ფიქრობენ, როგორ გაძღნენ ადამიანები ისე, რომ არ გასუქდ­ნენ და ამაში იხარჯება დრო და ფული.
ყველა ოცნებობს ბევრ ფულზე, ახალ ტე­ლეფონზე, ლამაზ სხეულზე... სიმსივნით დაავადებული ადამიანი კი მხოლოდ კიბოს დამარცხებაზე ოცნებობს...

დარწმუნებული ვარ, ჩემი ნაცნობების­ 97% ამ წერილს არ გაიზიარებს, თუმცა­ 3% ამას იმ ადამიანებისთვის გააკეთებს,­ ვინც კიბოს ებრძვის, ვინც ღირსეულად­ იბრძოლა, მაგრამ მასთან ჭიდილში დამა­რცხდა.­ გაიზიარებს იმისთვის, რომ მხარში ამოუდგეს სიმსივნესთან მებრძოლ ყველა ადამიანს!"

გადაარჩინე სიცოცხლე!

ამ პატარებს არ გაუმართლა... თუმცა ჩვენი თანადგომით, შევძლებთ დავეხმაროთ სურვილების ასრულებაში... დავ­უბრუნოთ უდარდელი და ღიმილიანი ბავშვობა, მშობლებს კი მივცეთ საშუალება, იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით შვილებთან ერთად...

სწორედ ამიტომ ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ოქტომბრის ნომრის რეალი­ზ­აციიდან შემოსული თანხა სრულად გა­და­ირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელ­ო­ბის ფონდში, რომელიც ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ პატარებს­ ეხმარება.

"ოჯახის მკურნალის" შეძენა შეგიძ­ლიათ პრესის გავრცელების ჯიხურებსა­ და წიგნის მაღაზიებში.
გადადგი ნაბიჯი ქველმოქმედებისკენ! ჩვენ, ყველას, ერთად შეგვიძლია თუნდაც რამდენიმე სიცოცხლის გადარჩენა!
#ქველმოქმედებამარტივია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით