"ქალს, რომელიც შვილებზე გიჟდებოდა, ისიც კი არ ახსოვს, რომ დედაა"
10-10-2016
"ქალს, რომელიც შვილებზე გიჟდებოდა, ისიც კი არ ახსოვს, რომ დედაა"
"მე თუ შემიძლია შვილის გაზრდა, სახელმწიფომ ამაში ფული სხვას რატომ უნდა მისცეს და შვილები რატომ უნდა დამაშოროს, იმ სხვას ჩემი შვილები ჩემზე მეტად ეყვარება?!"

ოთხი თვის წინ ბათუმში­ როლანდ აბაშიძესა და თინათინ ხიმშიაშვილს ტყუპი ვაჟი გაუჩნდათ - საბა და შოთა. ძმებს შინ უფროსი დაიკო, 4 წლის ლილე ელოდებოდა.­ ოჯ­ახის სიხარულს საზღვა­რი არ ჰქონდა, მაგრამ ბედისწერამ ყველაფერი­ შეცვალა­ - მამა შინ ტყუ­პთან ერთად დაბრუნდა, ცოლი კი საავადმყოფოში უგონოდ დატოვა...

როლანდ აბაშიძე:
- მე და თინიკო სიყვარულით დავქორწ­ინდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ახლა გონდაკარგულს რომ ვუყურებ, აღარ ვიცი, რა ვქნა, მისი საცო
დაობით ვიწვი. ცალკე შვილებსა და დედაჩემზე ვდარდობ. დედას დღე-ღამეში 2 საათიც­ არ სძინავს,­ ხან ერთი ბავშვი ტირის და ხან მეორე... არაფერი დამიშურებია, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელები დაბადებულიყვნენ და მშობიარობას მშვიდობიანად ჩაევლო. ექიმი გვამხნევებდა,­ - ყველაფერი კარგად არისო.

- მშობიარობა რატომ გართულდა?

- თავიდან ყველაფერი კარგად­ იყო. ექიმმა გვითხრა, - ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ, დედა ნარკოზიდან მალე გამოვაო. ლოდინში ერთი საათი რომ გავიდა და ექიმი აღარ გამოჩნდა, მოვითხოვეთ, მოსულიყო. გვითხრა, - მშობიარემ პირველი ბავშვის დაბადების შემდეგ შემოგვჩივლა, ცუდად ვარო, ამიტომ ნარკოზი დავუმატეთ. დაელოდეთ და გამოვაო. გავიდა 3 საათზე მეტი. მშობიარის ნახვა კატეგორიულად მოვითხოვეთ. ჩემი ცოლი საოპერაციო მაგიდაზე უგონოდ იწვა და ცივი იყო. გამოვიძახეთ რეანომობილი, რომელმაც კრიტიკულ მდგო­მარეობაში მყოფი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანა.

- ანუ უკვე ძალიან დამძიმებული იყო იმ დროისთვის...

- იმ საავადმყოფოს პერსონალმა, რომელშიც გადავიყვანეთ, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლაზე უარი თქვა, მაგრამ გამოჩნდა ორი ექიმი და თინიკოს გულის ამუშ­ავება დაიწყეს. სასწაული მოხდა და თინიკოს გული ამუშავდა, მაგრამ რამდენიმე კვირა აპარატზე იყო შეერთებული. ბოლოს აპარატიდან მოხსნეს, გულიც დამოუკიდებლად ამუშავდა, მაგრამ კომაში დარჩა. რამდენიმე კვირის შემდეგ თვალიც გაახილა, თუმცა გონება არ დაუბრუნდა, ქალს, რომელიც შვილებზე გიჟდებოდა, ისიც კი არ ახსოვს, რომ დედაა... რომ გაჩვენათ, ლილე რა სიყვარულით ექცევა თავის პატარა ძმებს. მეცოდება მოხუცი სიდედრი, რომელიც­ გათიშული შვილის შემხედვარე დღედაღამ ტირის. დედაჩემიც მებრალება - ტყუპის გაზრდა ხანდაზმულს კი არა, ახალგაზრდას უჭირს ღამენათევი ძლივს დადის. მეზობლები ბავშვების ტირილს რომ გაიგონებენ, მორბიან და ვიდრე დედაჩემი საკვებს გაუმზადებს,­ ართობენ პატარებს. მე კი დაღამებამდე საავადმყოფოში ვარ, მუშაობასაც ვერ ვახერხებ.

თინიკოს შინ მოყვანა არ შეიძლება, რადგან ყელში სტომა აქვს ჩადგმული. ამასობაში საავადმყოფოს ვალი 40.000 ლარზე მეტი გახდა. აქედან 15.000 ლარი ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევამ დააფინანსა, ნაწილიც იმ საავადმყოფომ გადაიხადა, სადაც თინიკომ იმშობიარა, დანარჩენს რა ვუყო, ან მკურნალობის შემდგომი თანხები როგორ გადავიხადო?

- ბავშვების საკვებს რა თანხით­ ყიდულობთ?

- ჯანმრთელობის სამინისტრომ დაგვაფინანსა 2.000 ლარით, თუმცა, მალე გათავდება და ამის შემდეგ რაღას ვიზამთ, არ ვიცი.
სახელმწიფომ შემოგვთავაზა, - ბავშვებს მინდობით აღზ­რდაში გადავიყვანთო, მაგრამ დედაჩემი კინაღამ გაგიჟდა, - როცა მოვკვდები, ბავშვები მაშინ წაიყვანოს სხვამ გასაზრდელად, თუ სახელმწიფოს დახმარ­ება უნდა, ეგ ფული ჩვენ მოგ­ვცეს, ძიძას დავიქირავ­ებთ, რომელიც ბავშვებს ჩვენთან ერთად გაზრდისო. ვფიქრობ, რომ დედაჩემი მართალია. მე თუ შემიძლია შვილის გაზრდა, სახელმწიფომ ამაში ფული სხვას რატომ უნდა მისცეს და შვილები რატომ უნდა დამაშოროს, იმ სხვას ჩემი შვილები ჩემზე მეტად ეყვარება?!

P.S. პატარა აბაშიძეები თითქოს ობლები არ არიან, მაგრამ მაინც ობლები არიან. არავინ იცის, დედიკო ოდესმე გაუღიმებთ თუ არა. ბავშვების ბებიას კი ძალა ელევა, ოჯახს - ფული... ამ დროს მაშველი, წესით, სახელმწიფო უნდა გახდეს, რომელსაც ამ საგანგებო შემთხვევის დამარეგულირებელი კანონმდებლობა არ გააჩნია.

აბაშიძეები კი, ყველაფრის მიუ­ხედავად, მაინც უნდა გაიზარდონ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ­ მათ ანგარიშს - თუკი ვინმეს მცირე საშუალება გაქვთ ამ ანგელოზების დასახმარებლად, იქნებ ხელი გაუწოდოთ. ასეთი სიკეთე ხომ უკვალოდ არასოდეს იკარგება.

თიბისი ბანკი

ანგარიში:

GE22­TB­780­0745062100001


მიმღები როლანდ აბაშიძე
ტ. 568-76-81-00

ეთერ ერაძე
26 ოქტომბერი 2016 10:13
gmerti paravdet.
yvelas gtxovt gadavuricxot visac ra sashvaleba gvaqvs.
ეკა
25 ოქტომბერი 2016 12:33
დედას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და პატარებს ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალს, მამას გამძლეობას..

Tamila
25 ოქტომბერი 2016 11:09
გული დამეწვა. ღმერთო გამოაჯამრთელე ეს დედა.

რედაქტორის რჩევით