მედიცინის დიდი ცნობარი თითოეული ოჯახისთვის სამაგიდო წიგნი გახდება! - კვირის პალიტრა

მედიცინის დიდი ცნობარი თითოეული ოჯახისთვის სამაგიდო წიგნი გახდება!

"მედიცინის დიდი ცნობარის" ორივე ნაწილი 800-გვერდიანია, მას ახლავს სარჩევი და საძიებო გვერდი, რომელიც სამედიცინო განათლების არმქონე პირსა თუ მედიკოსს სასურველი ინფორმაციის მოძიებას მაქსიმალურად გაუმარტივებს. საერთოდ, ჟურნალი "მკურნალიც" და შესაბამისად, "მედიცინის დიდი ცნობარიც" ნებისმიერი პროფესიის ადამიანზეა მორგებული - ყველას შეუძლია მისთვის სასურველ დეტალებში, ყოველგვარი ზედმეტი სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე, მარტივად გაერკვიოს

ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ყველაფერთან ერთად, მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაცაა, რომელიც საზოგადოების განვითარების ძირითად პირობას წარმოადგენს. მართალია, ადამიანურ ფასეულობათა იერარქიაში ჯანმრთელობა პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ხშირად ჩვენთვის საცხოვრებელი გარემოს მოწყობა, სანუკვარი ავტომობილის შეძენა თუ სხვა მატერიალური მიზნები გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე ექიმთან დროული ვიზიტი. ეს "სენი" განსაკუთრებით ქართველებისთვისაა დამახასიათებელი, რასაც ობიექტური სოციალური მიზეზები აქვს. ალბათ, ბევრი თქვენგანი ხშირად სხვადასხვა დაავადებაზე, ვირუსებსა თუ სხვა სამედიცინო საკითხებზე ინფორმაციის "ამოკრეფას" ინტერნეტიდან ცდილობს. მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, მაგრამ იმ ვებგვერდების, რომლებიც კონკრეტულად სამედიცინო მიმართულების არ არიან, სამედიცინო რჩევებს არასოდეს ვითვალისწინებ. მიზეზიც მარტივია - ხშირად სხვადასხვა ვებგვერდზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა განთავსებული, რის გამოც საბოლოო არჩევანის გაკეთება რთულია, საკითხავია, რომელი მათგანი შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს? ამ ინფორმაციულ ქაოსში, შესაძლოა, საბედისწერო შეცდომაც კი დაუშვათ. მით უმეტეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. ასე რომ, ადამიანის ანატომიასა და დაავადებებზე ინფორმაციის მისაღებად სამედიცინო ინტერნეტ თუ ბეჭდვითი ჟურნალების გარდა სანდოა და რეკომენდებული სამედიცინო ლიტერატურა... გამომცემლობა "პალიტრა L" გრანდიოზული პროექტის - "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ოცეულის" ფარგლებში "მედიცინის დიდი ცნობარის" ორტომეულს გთავაზობთ, რომელშიც სამედიცინო სფეროში ნებისმიერ მიმართულებაზე ინფორმაციას სრულად ამოიკითხავთ.

ამ წიგნის შექმნაზე ცნობილი ქართველი პროფესორები და ექიმები მუშაობდნენ, ამიტომ ის გავრცელებული დაავადებების შესწავლასა და მათი პრევენციისთვის ნამდვილად გამოგადგებათ. მართალია, ენციკლოპედია ექიმს ვერ შეგიცვლით, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია.

"მედიცინის დიდი ცნობარის" ორტომეული ნებისმიერ თქვენგანს ჯანმრთელი ცხოვრებისთვის სანდო, კომპეტენტურ და აუცილებელ მეგზურობას გაგიწევთ.

დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" ენციკლოპედიის ერთ-ერთი ავტორი, ჟურნალ "მკურნალისა" და "მედიცინის დიდი ცნობარის" რედაქტორი თამარ მამაცაშვილი საუბრობს: - როდესაც ენციკლოპედიაზე მუშაობა დავიწყეთ, იმდენად მოცულობითი და სრულყოფილი ინფორმაცია შევკრიბეთ, რომ გადავწყვიტეთ, პროექტ "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ოცეული"ს" ფარგლებში მედიცინის დიდი ცნობარი ორ ნაწილად გაგვეყო, რადგან წარმოუდგენელი იყო ამხელა მასალის ერთ წიგნში ჩატევა. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყველა დეტალს დიდი დატვირთვა აქვს, შესაბამისად, ჩვენც თავს ვერ მივეცით უფლება, რომელიმე თუნდაც მცირე დეტალი ცნობარიდან ამოგვეღო. საბოლოოდ, "მედიცინის დიდ ცნობარში" მაქსიმალურად განვავრცეთ ჩანართები, რომლებიც ჟურნალ "მკურნალთან" ერთად ყოველთვიურად იბეჭდებოდა.

"მედიცინის ცნობარის" ორივე ნაწილი 800-გვერდიანია, მას ახლავს სარჩევი და საძიებო გვერდი, რომელიც სამედიცინო განათლების არმქონე პირსა თუ მედიკოსს სასურველი ინფორმაციის მოძიებას მაქსიმალურად გაუმარტივებს. საერთოდ, ჟურნალი "მკურნალიც" და შესაბამისად, "მედიცინის დიდი ცნობარიც" ნებისმიერი პროფესიის ადამიანზეა მორგებული - ყველას შეუძლია მისთვის სასურველ დეტალებში, ყოველგვარი ზედმეტი სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე, მარტივად გაერკვიოს. ბუნებრივია, ენციკლოპედია მედიკოსებისთვისაც სამაგიდო წიგნია, რადგან როგორც გითხარით, მასში ყველა ტიპის ინფორმაცია სამედიცინო სფეროზე სრულყოფილადაა წარმოდგენილი - დაავადებები, სიმპტომები, დაავადების მართვისთვის აუცილებელი უნარები და ა.შ.

- საინტერესოა, რა ჯგუფი მუშაობდა ენციკლოპედიის შექმნაზე?

- ენციკლოპედიაზე მხოლოდ ცნობილმა და პროფესიონალმა ექიმებმა იმუშავეს. ამ ზღვა მასალის თავმოყრა და სისტემაში მოყვანა კი "მკურნალის" ექიმი-ჟურნალისტის, "მედიცინის დიდი ცნობარის" ერთ-ერთი ავტორის, ნინო ჩარგეიშვილის დიდი დამსახურებაა. მოგეხსენებათ, ჟურნალ "მკურნალზეც" სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსები მუშაობენ, რაც ჩვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ყოველგვარ ლაფსუსს გამორიცხავს. ჩვენ ვაგებთ თითოეულ დეტალზე პასუხს როგორც ექიმები და არა როგორც ჟურნალისტები. თითოეული მკითხველი ამ პასუხისმგებლობას წიგნის პირველივე გვერდების გადაშლისას იგრძნობს. ""მედიცინის დიდი ცნობარი" მართლაც თითოეული ოჯახისთვის სამაგიდო წიგნი უნდა გახდეს.

მართალია, XXI საუკუნეში, შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ უნდა შევიძინოთ წიგნი, როდესაც არსებობს ინტერნეტი და გუგლი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი სასურველი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა სწორედ აქ უნდა იყოთ ფრთხილად."მკურნალის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას ექიმები ვიღებთ, თუმცა არაერთი პორტალია, სადაც აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ფაქტები შუქდება. შესაბამისად, მათი რჩევების გათვალისწინებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ, ვის ნამუშევარს კითხულობთ. თანაც, ნებისმიერი ადამიანისთვის ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ღირებულებაა, ამიტომ აუცილებელია მის მართვაზე ინფორმაცია მაქსიმალურად გვქონდეს. ან თუ რაიმე ტიპის პათოლოგია გაწუხებთ, მასზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ჩვენი ენციკლოპედიიდან შეგიძლიათ და შესაბამისად, მის მართვასაც ადვილად შეძლებთ. მერწმუნეთ, ექიმთან ვიზიტის პარალელურად, დაავადებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

რუსუდან შელია