თქვენ შეიძლება სახლში ნამდვილი ოქროს მონეტა გაქვთ, თუმცა, ჯერ არ იცით!
17-10-2016
თქვენ შეიძლება სახლში ნამდვილი ოქროს მონეტა გაქვთ, თუმცა, ჯერ არ იცით!
იძებნება ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი

გაზეთი, რომელშიც ოქროს მონეტა იდო, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობმა მკითხველმა ნამდვილად შეიძინა, თუმცა, შესაძლოა, თვითონაც ვერ მიხვდა, რომ მესამე ადამიანი იყო, რომელსაც გამომცემლობისგან 16-გრამიანი ნამდვილი ოქროს მონეტა ერგო!

"კვირის პალიტრის" მეორე იღბლიანი მკითხველი პროფესიით ისტორიკოსი, სამტრედიელი მიხეილ სულაქველიძეა


ძვირფასო მკითხველო, თუ 19 სექ­ტემბერს "კვირის პალიტრა" შეიძინე, რომელშიც ქართული მო­ნეტების­ ოქროს კოლექციის მე-4 მონ­ეტა - ალექსანდრე მაკედონელის სტატ­ერი იდო, შეიძლება ის ნამდ­ვი­ლი 16-გრამიანი ოქრო იყოს. დიახ, გა­მომცემლობა
"პალიტრა L"-ი უნიკალური პროექტის - "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" ფარგლებში მესამე გამარჯვებ­ულს ეძებს, რადგან მისი გამოვლენა აქამდე­ ვერ მოხერხდა - გაზეთი­, რომელშიც ოქროს მონეტა იდო, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობმა მკითხველმა ნამდვილად შეიძინა, თუმცა, შესაძლოა, თვით­ონაც ვერ მიხვდა,­ რომ მესამე ადამიანი იყო, რომელსაც გამომცემლ­ობისგან 16-გრამიანი ნამდვილი ოქროს
მონეტა ერგო!

შეგახსენებთ, გათამაშება დაახლოებით ერთი თვეა, მიმდინარეობს. ორი იღბლ­იანი 16-გრამიანი ნამდვილი ოქროს მფლ­ობელი უკვე გამოვლინდა, ახლა კი მესამე გამარჯვებულის პოვნის დრო დადგა! შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში, 19 სექტემბრიდან, კოლექციის მეოთხე მონეტის შეძენისას მკითხველს საშუალება მიეცა, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი გამხდარიყო! "შენ, შესაძლოა, ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდე!" - ამ მაცდურმა წინადადებამ უკვე რამდენიმე თვეა, ჩაითრია ქართველი მკითხველი. ისტორიული პროექტი -  "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" წიგნ-ალბომსა და პერიოდულად გამოსული მონეტებისგან შეგროვებულ კოლექციას აერთიანებს. პროექტი ეროვნული მუზეუმისა­ და "პალიტრა L"-ის მიერ ხორციელდება. წიგნი-ალბომის მთავარი დანიშნულება მონეტების შეგროვებაა. ქართული ისტორიული მონეტების მეტალის ასლები თვეში ერთხელ ქრონოლოგიური პრინციპით გამოდის და ილუსტრირებული ალბომის სპეციალურ განყოფილებაში კოლექციად გროვდება. პროექტის ფარგლებში უკვე სამი მონეტაა გამოსული.
პირველი გამარჯვებული, რომელმაც გაზეთ "კვირის პალიტრაში" ნამდვილი ოქროს მონეტა აღმოაჩინა, თბილისელი დიასახლისი გაიანე გოგავაა. როგორც 16-გრამიანი ნამდვილი ოქროს მონეტის მიღებისას განაცხადა, მისთვის ისტორიულ მონაპოვარს ოჯახურ რელიკვიად შეინახ­ავს: "ამ პროექტის შესახებ საგაზეთო ჯიხურში მისულმა გავიგე. გადავწყვიტე, მონეტები შემეგროვებინა და სამი ცალი შევიძინე. მერე შევიტყვე, რომ ოქროს მონეტაც თამაშდებოდა და სხვადასხვა ადგილას ვიყიდე ხუთი ცალი. ერთ-ერთი იღბლიანიც აღმოვჩნდი. 16-გრამიანი მონეტა­ მართლაც ბედის საჩუქარია, რომელსაც ოჯახის რელიკვიად შევინახავ.­ ყველას ვურჩევ, სცადოს, შეაგროვონ, რადგანაც იღბალი ყოველთვის გამართლებაზეა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გად­ავუხადო პროექტის ავტორებსა და გამომცემლობა "პალიტრა L-"ს, რომ ასეთ წარმატებულ პროექტს ახორციელებენ და ადამიანებს ასე ახარებენ... იმედი მაქვს, ის მესამე იღბლიანიც მალე გამოვლინდება და ჩემსავით გაიხარებს. ძალიან მიხარია, რომ მონეტების ასეთი კარგი კოლექცია მექნება".

"კვირის პალიტრის" მეორე იღბლიანი მკითხველი სამტრედიელი მიხეილ სულაქველიძეა. ბატონი მიხეილი პროფესიით ისტორიკოსია. მუშაობს სამტრედიის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად და მოსწავლეებს საქართველოს ისტორიის სიყვარულს უღვივებს: "მონეტებიც ისტორიაა, მით უმეტეს, ალექსანდრე მაკედონელის მონეტა, კოლხური მონეტის შემდეგ, ერთ-ერთი უძველესია საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ დიდია მისი ღირებულება და ისიც, რომ ის საქართველოშია აღმოჩენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აქტიური კავშირი ჰქონდა იმ სამყაროსთან და კერძოდ, მაკედონიის სახელმწიფოსთან. მიხარია, რომ გამიმართლა და მონეტა სწორედ მე მხვდა წილად. გაზეთ "კვირის პალიტრას" მისი დაარსების დღიდან ვკითხულობ, 90-იანი წლებიდან. არც ერთ ნომერს არ ვტოვებდი. ერთადერთი გაზეთია, რომელიც კვირიდან კვირამდე ჩემი სულიერი საკვებია და ეს ქათინაური არ არის. მონეტა კი ჩემთვის ძალზე ძვირფასი ისტორიაა... აქ საქმე 16 გრამი ოქრო არ არის. ეს არ არის ჩვეულებრივი­ მონეტა, რომელსაც შეაფასებ. მოკლედ, ეს ჩემი მეოთხე მონეტა გახლავთ. ვაპირებ იმ ალბომი-წიგნის შეძენას, რომელშიც 24-ვე მონეტას შევინახავ. ეს ყველაფერი საჩვენებლად, თუნდაც, მოსწავლეებისთვის, შესანიშნავი რამ არის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გამომცემლობა "პალიტრა L"-ს ასეთი კარგი იდეის განხორციელებისთვის."

რუსუდან შელია


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით