მაღალი სართულებიდან გადავარდნილი ბავშვების თავზარდამცემი სტატისტიკა
17-10-2016
მაღალი სართულებიდან გადავარდნილი ბავშვების თავზარდამცემი სტატისტიკა
"ეს შესაძლოა დეველოპერებმა და სამშენებლო კომპანიის მესვეურებმაც გაითვალისწინონ"

2013 წლის 21 ივნისს ფალიაშვილის ქუჩაზე, კორპუსის მე-5 სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა...
2013 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში ოთხი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა...
2014 წლის 13 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა...
2015 წლის 27 იანვარს ბათუმში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულიდან სამი წლის გოგონა გადმოვარდა...
2016 წლის 6 ივლისს რუსთავში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა...

გასულ
კვირას გლდანის მეორე მიკრორაიონში კოპალიანების ოჯახში მომხდარმა­ ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. წლინახევრის ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოვარდა, შემდეგ კი ფანჯრიდან ბავშვის დედაც გადახტა... ორივე გარდაიცვალა.
ეს თავზარდამცემი სტატისტიკაა!

იყო შემთხვევები, რომლებიც იღბლიანად­ დასრულდა. 2012 წლის 25 დეკემბერს ექვსი­ წლის ნიკოლოზ ღაჭავა მე-9 სართულიდან­ გადმოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა(?!).
"ჯერ ჩვენი ფანჯრის წინ სარეცხის თოკებს მოვეჭიდე, შემდეგ ხელები დამეღალა და გავუშვი. დაბლა სართულზე მიშენება­ იყო, სადაც მეზობლებმა ლეიბები დამიფინეს. ჯერ ნაძვის ხეზე დავეცი, შემდეგ - ლეიბზე" - იხსენებს ნიკოლოზი. 2016 წლის 26 მარტს ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადავარდა და ისიც სასწაულებრივად გადარჩა...

და მაინც, რა განაპირობებს ამგვარი შე­მთ­ხვევების მატებას და დაცულია თუ არა კორპუსების დაპროექტებისას უსაფრთხოების წესები?! ამის შესახებ არქიტექტორების აზრით დავინტერესდით.

ლევან სალარიძე, არქიტექტორი: - უსაფრთხოების ნორმებს არქიტექტორი თავიდანვე ითვალისწინებს, მაგალითად, მოაჯ­ირის სიმაღლე 80 სანტიმეტრიდან ერთ მეტ­რამდე მერყეობს, თუმცა, უბედური შემთხვ­ევის გამორიცხვა არ შეიძ­ლება. ბავშვმა შესაძლოა, სკამი მიაყუდოს­ და ისე გადავარდეს... ძველ კორპუსებს მეტწილად გისოსე­ბიანი აივნები აქვს. ადრე ამ გისოსებს შორის დაცილება უსაფრთხოების^ ნორმებს შეესაბამებოდა. ძირითადად, ეს არის, რაც გათვალისწინებული იყო და ახლაც არის.

ბოლო დროს ხშირად ვხედავ მაღალ სართულებზე რკინის ჟალუზებს, რასაც, ალბათ­, ბავშვების დასაცავად აკეთებენ, თორემ ქურდი ამ სიმაღლეზე ვერ შეფრინდება.

- რა საშუალებები არსებობს, რომ აივნები­ უფრო დაცული იყოს?

- საზღვარგარეთ აივნებისთვის ხშირად­ გამოიყენება დასაკეცი კარები. არსებობს აივ­ნის შემინვის ისეთი ხერხიც, როცა გორგოლაჭებით მინა მოაჯირზეა დამონტაჟებული. ამგვარად მისი დახურვა და გაღება­ შეიძლება. თუმცა საქართველოში ეს იშვიათად მინახავს, რადგან ძვირია. შეიძლება მოაჯირებზე გისოსებიანი კონსტრუქციის დაყენებაც. ასეთი საკითხების გადაწყვეტა­ ინდივიდუალური დიზაინის შემუშავებით უნდა მოხდეს და თუკი ცვლის ფასადის დიზაინს, მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობაა საჭირო.

- იოლად გაიცემა ასეთი ნებართვები?

- მთავარია, წარადგინო ფოტომონტ­აჟი, რომელიც კორპუსის გარე დიზაინს მიე­სადაგება. შესაძლოა, დევ­ელოპერებმა და სამშენებლო კომპანიების მესვეურებმა გაითვალისწინონ მომხმარებ­ელთა მო­თ­ხოვნა­ და მათ თავიდანვე შესთავაზონ დაცვის მექანიზმები. არქიტექტურის სამსახ­ურს ვერ მოვთხოვთ,­ ასეთი საკითხები უსაფრთხ­ოების სავალდებულო ნორმად ჩათვალოს.
შეიძლება თუ არა, სამშენებლო კომპან­იებმა საცხოვრებელი კორპუსების დაპრო­ექტებისას მომხმარებლებს ფანჯრებსა და მოაჯირებზე

დაცვის მექანიზმების გათვალ­ისწინება შესთავაზონ? "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის არქიტექტორი ლუკა გოგლიძე ესა­უბრა:

- ჩვენ უსაფრთხოების ნორმებს ზრდ­ა­სრული ადამიანებისთვის ვითვალისწინ­ებთ... არქიტექტურის შეცვლა (მოაჯირებზე­ გისოსები, დასაკეცი კარები ან შემინვა) არასწორად მიმაჩნია. მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი მოთხოვნით მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართოს, მაგრამ მეეჭვება, ასეთი მოთხოვნა დაუკმაყოფილონ.

ეკა ასათიანი
ნეკა
18 ოქტომბერი 2016 09:29
დედაჩემი მესამე სართულზე ცხოვრობს და ერთხელ რომ დაუტოვე ბავშვები მეორდ უკვე დამახვედრა გისოსები ფანჯრებზე, ბავშვები არიან და მეშინია არ მივადუნო ყურადღებაო. გირჩევთ ყველას რომ მითუმეტეს პატარების მშობლებს გისოსები დააყენეთ თანაც კლეტკისებური რომ დაცული იყოთ თქვენც და ბავშვებიც. რას აკეთებს მშობელი ბევრი იტყვის ერთხელ ვაპილასოსებდი და ფანჯარა გამოცაღე და წამებდი ავიდა ჩემი ტახტზე და ფეხით დავიჯირე ფანჯარაში გადაყუდებული მეექვსედან
lela
17 ოქტომბერი 2016 14:21
დასაკეცი ჟალუზის სისტემატური გახსნა-დახურვა ზარმაცს დაეზარება, ყოველდღე მომბეზედაო იტყვის(თან ძვირი ყოფილა და თუ ცხოვრებაში არ გატარდება რად გვინდა ასეთი დაგეგმარება?) და უყურადღებოდ მიტოვებული პატარა ისევ საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
ჯობია, მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ხოლო ბავშვის პატრონმა ასაცოცებლად სკამი და მისთანები არასოდეს დატოვოს იქ ,სადაც ამის საშიშროებაა. ა რ ა ს ო დ ე ს ! და არა მხოლოდ ''ყურადღებით იყოს''.

რედაქტორის რჩევით