"საქართველოს ისტორიაში ორი პაატაა ცნობილი - ერთს თავი მოჭრეს, მეორემ კი თავისით მეიჭრა" - საარჩევნო ფოლკლორი - კვირის პალიტრა

"საქართველოს ისტორიაში ორი პაატაა ცნობილი - ერთს თავი მოჭრეს, მეორემ კი თავისით მეიჭრა" - საარჩევნო ფოლკლორი

საარჩევნოდ საგანგებოდ გამოწყობილა ერთი წითელტრუსებიანი მოქალაქე და კანდიდატის შესარჩევად ფიქრს მიცემულს საგანგებო პოზაც მიუღია...

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა პარლამენტის ახალ მესვეურებთან ერთად, რამდენიმე სახალისო ფოტო, პოსტი, ფრაზა თუ ბიულეტენის ნიმუში დაგვიტოვა. ჯერ ყველაზე ცინცხალ გამონათქვამებს შემოგთავაზებთ, რომელიც რამდენიმე დღეა, ოჯახიდან-ოჯახში, უბნიდან-უბანში და ქალაქიდან-ქალაქში მოგზაურობს და სულ უფრო პოპულარული ხდება:

"საქართველოს ისტორიაში ორი პაატაა განსაკუთრებით ცნობილი - ერთს თავი მოჭრეს, მეორემ კი თავისით მეიჭრა".

"შალვა ისევ ნათელში დარჩა".

"ბურჭულაძე ბიულეტენებმაც მიატოვეს".

"იშშ... ტაში, ქალებო, ირმა ბიცოლა ცეკვავს".

ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად საგანგებოდ გამოწყობილი ბაბუა გამოცხადებულა, რომელსაც რეგისტრატორისთვის ყვავილების თაიგული მიურთმევია. საგანგებოდ გამოწყობილა ერთი წითელტრუსებიანი მოქალაქეც და კანდიდატის შესარჩევად ფიქრს მიცემულს საგანგებო პოზაც მიუღია...

ლოტკინელი ბებო კი მაჟორიტართა გრძელ სიაში თავის გვარს ეძებდა...

ერთ უბანზე რეგისტრატორებს ისეთი ცეკვა-თამაში ჰქონდათ ატეხილი, "სუხიშვილებს" შეშურდებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვადასხვაგვარად გაფორმებული ბიულეტენების ფოტოებიც. მათ შორისაა ფრიად ზრდილობიანების, ქოქოლამიმყრელების, ცნობილ სახეებზე შეყვარებულების, უბრალოდ შეყვარებულების, გაავებულებისა და სხვათა მიერ შევსებული ბიულეტენებიც.

ეკა სალაღაია