"საქართველოს ისტორიაში ორი პაატაა ცნობილი - ერთს თავი მოჭრეს, მეორემ კი თავისით მეიჭრა" - საარჩევნო ფოლკლორი
17-10-2016
"საქართველოს ისტორიაში ორი პაატაა ცნობილი - ერთს თავი მოჭრეს, მეორემ კი თავისით მეიჭრა" - საარჩევნო ფოლკლორი
საარჩევნოდ საგანგებოდ გამოწყობილა ერთი წითელტრუსებიანი მოქალაქე და კანდიდატის შესარჩევად ფიქრს მიცემულს საგანგებო პოზაც მიუღია...

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა­ პარლამენტის ახალ მესვეურებთან ერთად, რამდენ­იმე სახალისო ფოტო, პოსტი, ფრაზა თუ ბიულეტენის ნიმუში დაგვიტოვა. ჯერ ყველაზე ცინცხალ გამონათქვამებს­ შემოგთავაზებთ, რომელიც რამდენიმე დღეა, ოჯახიდან-ოჯახში, უბნიდან-უბანში და ქალაქიდან-ქალაქში მოგზაურობს და სულ უფრო პოპულარული ხდება:

"საქართველოს ისტორიაში ორი პაა­ტაა განსაკუთრებით ცნობილი - ერთს თავი მოჭრეს, მეორემ კი თავისით მეიჭრა".

"შალვა ისევ ნათელში დარჩა".

"ბურჭულაძე ბიულეტენებმაც მიატოვეს".

"იშშ... ტაში, ქალებო, ირმა ბიცოლა ცეკვავს".


ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად საგანგებოდ გამოწყობილი ბაბუა­ გამოცხადებულა, რომელსაც რეგისტრატორისთვის ყვავილების თაიგული მიურთმევია. საგანგებოდ გამოწყობილა ერთი წითელტრუსებიანი მოქალაქეც და კანდიდატის შესარჩევად ფიქრს მიცემულს საგანგებო პოზაც მიუღია...

ლოტკინელი ბებო კი მაჟორიტართა გრძელ სიაში თავის გვარს ეძებდა...

ერთ უბანზე რეგისტრატორებს
ისეთი ცეკვა-თამაში ჰქონდათ ატეხილი, "სუხიშვილებს" შეშურდებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვადასხვაგვარად გაფორმებული ბიულეტენების ფოტოებიც. მათ შორისაა ფრიად ზრდილობიანების, ქოქოლამიმყრელების, ცნობილ სახეებზე შეყვარებულების, უბრალოდ შეყვარებულების, გაავებულებისა და სხვათა მიერ შევსებული ბიულეტენებიც.

ეკა სალაღაია
QABATO
26 ოქტომბერი 2016 20:31
სასაცილოდ კი არა სატირლად გვაკვს საკმე ,მაგრამ გულიანად მახარხარა--ბიულეტინებზე გაკეთებულმა მინაწერებმა!!!--რა მაგარი ღლაბუცა ხალხიც გვყავს-!! "ნასვამი ვარ--""ოოო-თქვენთვის არ მცალია ""-ო!!!
tazo
26 ოქტომბერი 2016 10:19
წითელტრუსებიანი ამომრჩეველი სხვა ,,კინო,,-დანაა,მეზღაპრე!!!
ასმუკა ტურაშვილი
26 ოქტომბერი 2016 09:52
კომენტარი გააკეთეო, წერთ ბოლოს ამ ტრაგიკომედიის მერე. აბა რა კომენტარი გავაკეთო, ვიცინი სიმწრის ცრემლებით და ვწყევლი ჩემს და დანარჩენი ქართველების შეგნებული ნაწილის სიზარმაცეს რომ არ აგვევსება მოთმინება და არ გავყრით ამ ფარისევლებს აქედან და კვლავ და კვლავ ვაგრძელებთ საკუთარ ჩაძირვას.

რედაქტორის რჩევით