საშიში ატრაქციონები
24-10-2016
საშიში ატრაქციონები
"მატარებელი, მართალია მსუბუქად, მაგრამ დროდადრო დენს არტყამდა და იმდენად გაუმართავი იყო, რომ ვერ გააჩერეს და მშობელს ფეხზე გადაუარა.­.."

"საქანელა ჩაწყდა და ჩამოვარდა..." "ეს ატრაქციონი დენს არტყამს" - სამწუხაროდ,­ ეს ფრაზები ყველა ბავშვის მშობლისთვის ნაცნობია. ატრაქციონების უსაფრთხოების საკითხი საქართველოში პრობლემურია. ვითარება განსაკუთრებით სავალალოა საკურორტო ზონებში. იქ არსე­ბული რეალობა საბჭოთა კავშირში დაგაბრუნებთ.

"თამარ ბახტაძე, მშობელი:
- ბავშვთა ატრაქციონების უსაფრთხოების საკითხი მოუგვ­არებელია ბაკურიანში, ზოგიერთი სასტუ­მროს კომპლექსში და თითქმის ყველა პარკში. ჩემი 3 წლის
ბიჭი ბატუტზე თოკებით დააბეს და ისეთ სიმაღლეზე აისროლეს, ბოძს მიეხეთქა. თავი დაუზიანდა, ჭრილობიდან სისხლი მოსდიოდა. პრეტენზია რომ გამოვთქვი, მითხრეს, ასეთი რამ აღარ განმეორდებაო
და იმ ბატუტზე ისევ სვამდნენ ბავშვებს... წელს ასეთ ფაქტსაც შევესწარი: სასტუმროს ეზოში ატრაქციონი იყო დამონტაჟებული. მატარებელი, მართალია, მსუბუქად, მაგრამ დროდადრო დენს არტყამდა და იმდენად გაუმართავი იყო, რომ ვერ გააჩერეს და მშობელს ფეხზე გადაუარა.­.. გარდა ამისა, დენის­ შეუფუთავი სადენები­ ისეთ ადგილას ეყარა, სადაც ბავშვები­ დადიოდნენ.­ ადმინისტრაციას მოვთხოვეთ, აეღო ატრაქციონი, მაგრამ... ბატუტიც და საშიში მატარებელიც ისევ იქ დგას...

გაცილებით უკეთესი ვითარებაა თბილ­ისში. მუშთაიდის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძე: - გარდა იმისა,­ რომ ჩვენ ვამოწმებთ­ და უსაფრთხოება დაცულია, ვატარებთ ტრენინგებსაც, წელიწადში ორჯერ გვამოწმებს­ სახელმწ­იფო ორგანიზაცია, სამწუხაროდ, არ მახსოვს დასახელება, აი, საქანელების შემოწმებისა და უსაფრთხოების სამსახური რომ არის, ისეთი. ადრე ეკონომიკის სამინისტროში შედიოდა.

"დამუხრუჭებისას ბავშვი ცხვირით მიეხეთქა საჭეს"


რუსო კობერიძე: -
მუშთაიდში ბავშვი მანქანაზე დავსვი და მეც გვერდით მივუჯექი. მანქანა რომ დავამუხრუჭე, ბავშვი­ ცხვირით მიეხეთქა საჭეს, დაბმული არ იყო, იმიტომ, რომ მანქანას არა აქვს ღვედი... ზაფხულობით სურამში ვისვენებთ და პარკში ატრაქციონებს არ ვეკარებით, კომ­უნისტების დროინდელი ატრაქციონებია, ჩემი ბავშვობის დროინდელი საქანელები­ და რა მომენტში რა ნაწილი უმტყუნებს, ვინ იცის.

ატრაქციონების ინსპექტირება სახელმწიფო ტექნიკური და უსაფრთხოების სააგენტოს მოვალეობაა. 2012 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, კერძო ორგანიზაციები, რომლებიც გაივლიან დეტალურ აკრედიტაციას, ინსპექტირების ფუნქციას ითავსებენ. "სი-ეი-ინთერნეიშენალი" სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2016 წელს მიიღო სახელმწიფო აკრედიტაცია ინსპექტირების ჩატარების უფლებაზე.

"სი-ეი-ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორი სანდრო შელია:


- ატრაქციონები­ ყოველ მეორე წელს უნდა შემოწმდეს, ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეს - ღვედები, დამცავი მექანიზმები, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ვატარებთ ინსპექტირებას და წარვადგენთ შედეგებს, სადაც ვაფიქსირ­ებთ ყველა შეუსაბამობას სტანდარტებთან.­ თუ აღმოვაჩენთ კრიტიკულ შეუსაბამობას, 48 საათის განმავლობაში უნდა ვაცნობოთ სააგენტოს და შემდეგ ის­ გადაწყვეტს სანქციების­ დაწესებას. ობიექტების უმეტესობა - ატრაქციონები, ლიფტები და სხვა ტიპის ობიექტები აშენებული და დამონტაჟებულია საბჭოთა დროს, ზოგი ჯერ კიდევ კარგია,­ ზოგიც არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.

ნინო წიფურია
tamai
14 ნოემბერი 2016 06:56
ყოველ დგე ც უნდა შემოწმდეს და ყოველ ორ საატში ერტხელაც . დრწმუნებული ვარ ამერიაკასჰი და ევროპულ ქვეყნებში ასე არის ტორემ სიკვდილიანობის შემტხვევები ატრაქციონებზე უპრო მეტი იქნებოდა.
lali
13 ნოემბერი 2016 11:41
2 წელიწადში კი არა ყოველდღე უნდა მოწმდებოდეს.თითო ატრაქციონს თავისი დამხმარე მეთვალყურე ჯგუფი უნდა ყავდეს,რომელიც მუდმივად იქნება ადგილზე.რაც შეეხება შემოწმებას რას ეძახიან2წელიწადში ერტხელ არ ვიცი.ეგ იგივეა დაქოქო მანქანა და 2 წელი აღარ შეამოწმო. ყოველატრაქციონს ტექნიკური ჯგუფი მუდმივად უნდა ამოწმებდეს

რედაქტორის რჩევით