"ჩვენში პური იღებება!"
31-10-2016
"ჩვენში პური იღებება!"
"ბევრჯერ დამიპირისპირდნენ მეწარმეები, გინდა ხალხი დააშინო და პური აღარავინ­ იყიდოსო, მაგრამ ვერ გავჩუმდები!"

ამ დღეებში ინტერნეტსივრცეში ხშირად კამათობდნენ - იღებება თუ არა პური საქართველოში და მავნებელია თუ არა ის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სპეციალისტებს მივმართეთ. სააგენტოში განგვიმარტეს: - 2015 წლიდან ამოქმედებულია რეგლამენტი, რომელიც ფქვილის უვნებლობას ამოწმებს, მიმდინარეობს პურ-პროდუქტების კონტროლი უვნებლობის მაჩვენებლებზე, თუმცა პურის ხარისხი მაინც მეწარმეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ამჟამად მათი ბოლომდე კონტროლი შეუძლებელია. შემუშავების პროცესშია ახალი რეგულაციები, რომლებიც
მეწარმეს პასუხისმგებლობას აიძულებს, პურზე ძირითადი დარღვევები კი ეტიკეტირების წესშია გამოვლენილი, რაც იმას გულისხმობს, რომ დახლზე გამოტანილ პროდუქტს წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ ახლავს"...

სპეციალისტების აზრით, "ძაღლის თავი" სწორედ ამ ინფორმაციაშია დამარხული - უნდა ეწეროს, შეიცავს თუ არა პროდუქტი ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს, რის შესახებაც გამუდმებით ლაპარაკმა
საზოგადოებაში შიში დანერგა. ზოგიერთი მეწარმე დაუფარავად ამბობს, რომ რადგან ხარისხიანი შავი ფქვილის შემოტანა ძვირი­ ჯდება (კილოგრამი 4 ლარი), შეუძლებელია, ჩვენთან იმდენი შავი პური გამოცხვეს, რამდენზეც მოთხოვნა არსებობს. ამდენად ე. წ. შავი პურის 90% შეღებილია. ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკს დამოუკიდებელი ლაბორატორიების თანამშრომლები გაურბიან, თუმცა ფაქტს პირად საუბარში­ ყველა ადასტურებს. სამაგიეროდ, არსებობს დასკვნები, რომლებიც ლაბორატორიებმა კერძო პირებს პურის შესწავლის შემდეგ გადასცეს.

პურ-პროდუქტების ანალიზი რამდენჯ­ე­რმე ჩაატარა სოფლის მეურნეობის აკად­ემი­ის აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა.­ ამბობს, რომ დასკვნების გასაჯაროების გამო მეწარმეებისგან წინააღმდეგობა შეხვდა.

- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მეწარმეთა ნაწილი მოსახლეობას სრულ სიბნელეში ამყოფებს და ისეთ პურს აჭმევს, რაც ორგანიზმისთვის დამანგრეველია. ბევრჯერ დამიპირისპირდნენ მეწარმეები, გინდა ხალხი დააშინო და პური აღარავინ­ იყიდოსო, მაგრამ ვერ გავჩუმდები. მით უფრო, რომ შეგვიძლია გვქონდეს ტრადიციული ხორბალი და ტრადიციული პური, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებას ემსახურებოდა და არა შემოკლებას.

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არაფერი იცის იმის შესახებ, რომ პროდუქტი, რომ­ელიც კვების რაციონის 60%-ს შეადგენს­, ქიმიური დანამატებით არის სავსე.

უცხოეთიდან შემოტანილი ფქვილის­ 80% ქიმიურ დანამატებს შეიცავს. არ ვამბობ, რომ ეს დანამატები მაშინვე­ კლავს, მაგრამ მას ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს, ილექება და გარკვეული დროის შემდეგ დაავადებებად იქცევა. მათ შორისაა ე. წ. ჰიდრირებული, ანუ გამყარებული ცხიმი, რომელსაც ფქვილს დასარბილებლად უმატებენ და ორგანიზმში არ იშლება, ქოლესტერინის სახით ილექება სისხლძარღვებში.

ამასთან, მაღალი ტექნოლოგიით დაფქულ (მტვრის სახის) ფქვილს გამოცლილი აქვს ყველა ის სიკეთე, რასაც ხორბლის ჩენჩო შეიცავს. ის მკვდარი რაფინირებული ფქვი­ლია და საზიანოა ორგანიზმისთვის. ეს ასე შეგვიძლია ვთქვათ, - მარცვლეული ცოცხალი სხეულია, მისი დაბერება დაფქვისთანავე იწყება, ჩვენთან კი იმდენი ხნის დასაწყობებული ფქვილი შემოდის, ორგან­იზმს სასარგებლოს ვერაფერს შესძენს. სწორედ ამიტომაც აცხობდნენ ჩვენი წინაპრები­ ახალი და მსხვილად დაფქული ხორბლისგან პურს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ
პურის ყველაზე სახიფათო ფაქტორი მაინც საფუარია, რომელსაც მეწარმეთა უმეტესობა ტომრობით აყრის ფქვილს. ეს არის ე. წ. სწრაფი საფუარი, გამოყვანილი იმ ბაქტერიებით, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ორგანიზმის ბაქტერიებისგან და არ მონაწილეობს­ ნივთიერებათა ცვლაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში შხამად ილექება და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. ყოვლისმომცველი პრობლემაა პურის შეღებვაც. ცალსახად ვიტყვი - რასაკვირველია, ჩვენში პური იღებება! ქვეყანაში იმდენად ცოტა ჭვავის ფქვილი შემოდის, სხვა­ნაირად შეუძლებელია.

- პურის საღებავებიც მომწამვლელია?

- პირველ რიგში, სასტი­კად ტყუვ­დება­ ადამიანი,­ რომელიც ფიქრობს, რომ ჯა­ნმრთელობისთვის ძვირს იხდის (ჭვავი მარ­თლაც­ ითვლება დიეტურ და რიგი დაავადებების, მათ შორის გულისა და სიმსივნურ დაავადებათა პროფილაქტიკურ საშუალებად) და ვითომ ჭვავის პროდუქტს ყიდულობს, რეალურად კი იმავეს იძენს, რაშიც­ სხვა იაფს იხდის. დღემდე ვერავინ შეძლო უსინდისო მეწარმეების გაკონტროლება... რაც შეეხება საღებავის შემადგენლობას, ეს ნივთიერებები ე.წ. ნორმის ფარგლებშია, თუმცა კიდევ საკითხავია, ვისთვის არის ნორმა და რას იწვევს მისი დაგროვება. მაგალითად, დამწვარი შაქრით შეღებილი პური დიაბეტიანებისთვის ნამდვილად ვერ იქნება ნორმა. საკონდიტრო ნაწარმის საღებავები კი რეალურად შხამია.

სტრატეგიული კვლევებ­ისა და განვითარების ცენტრის წამომადგენელი ლია თოდუა­ პურის ყველაზე გავრცელებული საღებავის - კოლერის შესახებ გვესაუბრა.

- შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენს ბაზარზე გამოტანილი პური ნამდვილად იღებება. მომხმარებელთა თხოვნით ე.წ. შავი პურის შემოწმებისას არაერთხელ დადგინდა, რომ პური იღებება ე. წ. შაქრის კოლერით, ანუ დამწვარი შაქრით, თუმცა ამ საღებავის გამოყენება დაშვებულია. ყველა ცივილიზებული ქვეყანა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროდუქტებში, რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად მოიხმარს, საღებავები არ უნდა იყოს, ევროპულმა ქვეყნებმა პურის შეღებვა აკრძალეს.

- როგორ უნდა მოიქცნენ, მაგალითად, დიაბეტიანები, რომელთაც ექიმები მხოლოდ შავ პურს ურჩევენ, ან ჭარბწონიანები?

- სანამ ბაზარზე რეგულაციები არ შემუ­შავდება და პროდუქტზე არ გაჩნდება­ ეტიკეტი, რომლის მიხედვითაც ჭვავის პური იქნება ჭვავის პური და არა უბრალოდ­ გაშავებული ხორბლის პური, არაფერი გვეშველება... შესაძლოა, ამ დროს დახლზე­ კოლერით შეღებილი პურიც გამოჩნდეს­, თუ მომხმარებელს მისი ყიდვა მოესურვება, ეცოდინება, რომ შეღებილ პურს ყიდულობს. ვიმეორებ, თუკი მოესურვება! ამ რეგულაციებზე წლებია ლაპარაკია, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ ჩანს.

ეთერ ერაძე
lali
08 ნოემბერი 2016 20:31
საზღვარგარეთ ერთ ნაჭერ პურს რომ შეჭამ აღარ გინდა მეორე,იმდენად ნოყიერია..და აწერია ყველა პურს შემადგენლობა და ყველაპერი ...აქ 100დან99 ატყუებს ხალხს..იმიტომაა ამდენი დაავადებები...2,3 საუკუნის წინ იყო მეფის მიერ დადგენილი კანონი..თუ უხარისხო პურს გამოაცხობდა და გაყიდიდა მეპურე,ან სიკვდილით სჯიდნენ ან ციხეში უკრავდნენ თავს,ხოლო მისი ქონება ღარიბებს ურიგდებოდა...შემოიღეთ ასეთი კანონი და მერე ვნახოთ ვინ გაბედავს..ასევე რაიმე საკვები პროდუქტის უხარისხოდ დამზადების და გაYიდვისას უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს ,ასევე წამლის დამზადება გაყიდვისას...მერე კი დაეცYობოდა ყველაპერი
ნანი
07 ნოემბერი 2016 16:30
რაც შეეხება ორი ფერის ერთმანეთში შერეულ პურს , ამაზე ერთხელ დავწერე ლომენტარი და იკე გავიმეორებ. ეს არის სპეციალურად გაკეთებული,რადგან არსებობს პურის ასეთი სახეობა და ეს არ არის იმისი ბრალი რომ ვითომ მოზელვა დავიწყდათ ან დააკლდათ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რომ ზუსტად ასეთი პური იყიდება სხვა ქვეყავაშიც და მე პირადად ბევრჯერ მიყიდია. სარებავსაც ყველგან ურევენ და ეს არ არის ტანსაცმლის საღებავი. ეს საკონდიტრო საღებავია ისეთი რასაც ნამცხვრებშიც ურევენ. საფუარზე ვერაფერს ვიტყვი რამდენს ურევენ რადგან არ ვიცი მაგრამ ის ფაქტი რომ საფუარი ქიმიურია და არც სასარგებლო არ არის ვიცით მაგრამ მე მგონი სახლში გამომცვარ პურს და ცომეულასაც იგივე საფუარით აცხობენ, ასევე ქიმიური ნივთიერებაა ის რიტაც ყველს აკეტებენ. სამწუხაროდ სახლში დამზადებულ საფუარს აღარავინ ხმარობს და არც ყველის დასამზადებელ საშუალებას.
მარიკელა
07 ნოემბერი 2016 14:08
საფუარს უკეთებენ ალბათ ბევრს. მეც ეს შევეკითხე ერთ მცხობელს, რატომაა რეზინივით თონის პურითქო და ასე მითხრა, სხვები ბევრ საფუარს უკეთებენ და იმიტომაა ასეთი მაგარიო.. მგონი ამარანტი ყველას ჯობია

რედაქტორის რჩევით