განახლებული ბატონის ციხე მნახველებს ელის...
31-10-2016
განახლებული ბატონის ციხე მნახველებს ელის...
პროექტში მნიშვნელოვანი­ დეტ­ალები შეიცვალა. დაემატა საგამოფენო სივრცე, ბეტონისგან ჩამოსხმული ორნამე­ნტ­ები თიხის ფიგურებით შეიცვალა, კედლების­ გასალესად გაჯის ნაცვლად გამოყენებულ­ია კირი, აღმოჩენილი­ არტეფაქტები ადასტურებს, რომ სასახლის მშენებ­ლობისას კედლების გასალესად სწორედ კირი გამოიყე­ნეს. დერეფნები და დარბაზის იატაკ­ები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა

რამდენიმე დღის წინ თელავს ვესტუმრე. სიღნაღის მერე ამ ქალაქში თავს ყველაზე­ უკეთ ვგრძნობ და რაც მთავარია, წარსულში ვმოგზაურობ. საყვარელი ადგილი­ - ქალაქის ცენტრი. თელავის სავიზიტო ბარათი - უზარმაზარი ჭადარი, ცხენზე ამხედრებული
ერეკლე მეორის ძეგლი და იქვე - ბატონის ციხე. გვიან ფეოდალური საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო, წლების განმავლობაში არავის გახსენებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მნახველს ყოველთვის აოცებდა სასახლე, კარის ეკლესია და აბანო... აქ 1720 წლის 7 ნოემბერს უფლისწული ერეკლე დაიბა­და და
1798 წლის 11 იანვარს, 77 წლისა, აქვე აღესრულა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რეზიდენცია დაკეტილი იყო სარესტავრაციო სამუშაოების გამო...
27 ოქტომბერი. გალავანს მიღმა დიდი ფუსფუსია. ხელოსანი მეუბნება, რომ სასახლის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა და 29 ოქტომბრიდან ბატონის ციხე დამთვალიერებლებს მიიღებს. ვთხოვ, შიგნით შემიშვას და სასახლე დამათვალიერებინოს, მაგრამ უარს მეუბნება და გახსნაზე მეპატიჟება...

არქიტექტურული კომპლექსი 29 ოქტო­­მბერს საზეიმოდ გაიხსნა. ახლა ყველას შეუძ­ლია, რესტავრირებული ძეგლი პირვანდელი სახით ნახოს. ის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. მთავარი ნაგებობა ერეკლეს სასახლეა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ბატ­ონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასუ­ლი საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ არ დაუცავთ­ საერთაშორისო სტანდარტები...

ძეგლის ავთენტურობა ირღვეოდა


არქიტექტურული კომპლექსის რეაბილ­იტ­აცია 2012 წელს დაიგეგმა, თუმცა პრ­ოე­­ქტი არ იყო შეთანხმებული კულტურუ­ლი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საა­გენტოსთან და მისი განხორციელების შემთ­ხვევაში ძეგლის ავთენტურობა ირღვეოდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე: - საჭირო გახდა პროექტის შეცვლა და შესაბამის უწყებებთან დეტალების დაზუსტება.­ ყველაზე რთული ვიტრაჟებთან დაკავშირებული სამუშაო იყო. ძველ პროექტში­ ვიტრაჟების მხოლოდ ერთი ფენა იყო გათვალისწინებული, ძეგლის ავთენტურობის დასაცავად კი საჭირო გახდა მეორე ფენის დამატება... ცდომილება იყო მოცულობაშიც. ჩვენი პროექტის მიხედვით, შეიცვალა მოსაპირკეთებელი მასალაც."ბატონის ციხის კონსერვაციის სამოქმედო გეგმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 2013 წელს შეიმუშავა.

"ეს პროექტი საამაყოა"

რეგიონული განვითარებისა და ინფრ­ას­ტ­რუქტურის სამინისტროში აცხადებენ,­ რომ პროექტში მნიშვნელოვანი­ დეტ­ალები შეიცვალა. დაემატა საგამოფენო სივ­რცე, ბეტონისგან ჩამოსხმული ორნამე­ნტ­ები თიხის ფიგურებით შეიცვალა, შენა­რჩ­უნებულია სახურავის თაღის ავთენტურობა, კედლების­ გასალესად გაჯის ნაცვლად გამოყენებულ­ია კირი, აღმოჩენილი­ არტეფაქ­ტები ადასტურებს, რომ სასახლის მშენებ­ლობისას კედლების გასალესად სწორედ კირი გამოიყე­ნეს. დერეფნები და დარბაზის იატაკ­ები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა.

ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე: - თელავი და მთელი კახეთი ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე - უცხოელებისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად კი სწორედ ბატონის სასახლე იქცევა. ეს პროექტი საამაყოა. ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განახლდა და მომავალშიც არაერთი ძეგლი აღდგება."

ბატონის ციხის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს მუზეუმის რეაბილიტაციაც. ამოყვანილია კედლები და დაწყებულია გადახურვა. სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სასახლის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე მცირე ნაგებობა დარჩა, რომელთა რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება, სამუშაოს დასრულების შემდეგ კი ეზოც კეთილმოეწყობა. პროექტის ღირებულება 5.000.000 ლარს აღწევს.

"თელავის აყვავება ერეკლე მეორის სახელს უკავშ­ირდება"


ერეკლეს II სასახლის (ბატონის ციხე) აღდგენის ქვეპროექტი 1980-იან წლებში სარესტავრაციო სამუშაოების დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებასაც გულისხმობს.

ვაჟა კიკნაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:
- ბატონის ციხე ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც ვფიქრობთ, ამ კომპლექსს­ მეფე არჩ­ი­ლის (ვახტანგ-V შაჰნავაზის ძე) დროს ჩაეყარა საფუძველი,­ მაგრამ ერეკლემ 1744 წლიდან დაიწყო გალავნისა და ბურჯების, მათ შორის - გალავანს გარეთ მოქცეული საზარბაზნე ბურჯის მშენებლობა. თელავის აყვავება უკავშ­ირდება ერეკლე მეორის სახელს. 1762 წლიდან, როდესაც ქართლ-კახეთი გააერთიანა, უფრო მეტად იზრუნა მის გამშვენიერებაზე. სასახლე მთელ საქართველოში კულტურული­ ცხოვრების კერაც გახდა. გალავანთან ერთად, აუცილებელია მთელი კომპლექსის რეაბილიტაცია, რათა შეიქმნას ერთიანი კომპლექსი, როგორც ეს იყო მრავალი წლის განმავლობაში. ბატონის ციხე მნახველებს ელის. იმედი მაქვს, მომავალ წელს მთელი კომპლექსის რესტავრაცია დასრულდება და კახეთს კიდევ ერთი განახლებული კულტურული ძეგლი შეემატება.

ბატონის სასახლე სამეფო რეზიდენცია იყო


ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან 1801 წლამდე, რუსეთის იმპერიის ბატონობის დასაწყისში, ბატონის სასახლე სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა - ბარაკებად, სურსათის საწყობად, საჯინიბოდ... XIX საუკუნის 60-იან წლებში ნაგებობა გადაეცა წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას. მისი თავმჯდომარის, ანა ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ინიციატივით და არქიტექტორ ზალცმანის პროექტით იმ წლებში განხორციელდა სასახლის რეკონსტრუქცია.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით