როგორ ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს ქართველი ცნობილი ქალები
07-11-2016
როგორ ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს ქართველი ცნობილი ქალები
"მკაცრი დიეტის გამო რამდენჯერმე შეუძლოდ გავხდი"

მარიამ როინიშვილი ცდილობს, სწორი კვების რეჟიმი შეიმუშაოს, რამაც ნაყოფიც გამოიღო, თუმცა ზუსტად რამდენს იწონის, არ იცის.
- ბოლო დროს დიეტას ვიცავ, მაგრამ არ ვიცი, რამდენი დავიკელი, აღარ ვიწონები, არ მინდა, ნერვები ამეშალოს. თვალის ზომითა და ტანსაცმლით ვხვდები... ძირითადად, სწორი კვებით დავიკელი, ვიდრე დიეტით. ხანგრძლივ და ძალიან მკაცრ დიეტას უკვე აღარ ვიცავ - რამდენჯერმე შეუძლოდ გავხდი და მივხვდი, ძალიან რთული დიეტები არ უნდა დავიცვა. მოკლედ,
ბოლო პერიოდში 6 საათის შემდეგ აღარ ვჭამ, არც პურს და ცომეულს, ტკბილეულიც შევზღუდე. გაზაფხულის შემდეგ შესამჩნევად დავიკელი და ძალიან მიხარია.

"დიეტას მე თვითონ ვიგონებ, ჩემი ჩარჩო­ებში მოქცევა ძალიან ძნელია..."


თუ წვეულებაზე მიდიხართ და სასურველი კაბა გიჭერთ, ლიზა ბაგრატიონს დაუჯერეთ.

- მთელი ცხოვრება ვიცავდი დიეტას და
ყველანაირი გამომიცდია, ბევრიც დამ­იკლია და ცოტაც. 24 კილოგრამი დავი­კელი მშობიარობის შემდეგ. დიეტას მე თვითონ ვიგონებ, რადგან ჩემი ჩარჩო­ებში მოქცევა ძალიან ძნელია. ყველაზე ხანმოკლე (3-დღიანი) და ეფექტიანი დიეტა რძე (ან მაწონი) და ბანანია. მე რძეს ვერ ვსვამ და ვისაც ჩემსავით არ უყვარს, ორი ქილა მაწონი და 4 ბანანი ჭამოს დღის განმავლობაში. ამ დიეტით სამ დღეში 2-3 კილოგრამს იკლებ. დავუშვათ, მივდივართ წვეულებაზე და რაღაცის ჩაცმა გვინდა, რომელიც არც ისე კარგად გვადგას ტანზე, ამ შემთხვევაში მაწონი და ბანანი 3-დღიანი, მძიმე, მაგრამ ძალიან ეფექტიანი დიეტაა.

"მშობიარობის შემდეგ 25 კილოგრამი დავიკელი"


4 შვილის დედა, ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი 54 კილოგრამს იწონის.

- მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ, სულ ექსპერიმენტებს ვატარებ, მაგრამ ბოლო დიეტამ გაამართლა - ყველაზე კარგად დამაკლებინა. ეს არის 6-დღიანი დიეტა, თუ ზუსტად დაიცავ, 4,5 კილოგრამს იკლებ.

პირველი დღე: 6 ცალი მოხარშული კვერცხი; მეორე დღე: 500 გ ხაჭო; მესამე დღე: 750 გ მოხარშული ქათმის ფილე; მეოთხე დღე: 200 გ ბრინჯი; მეხუთე დღე: 6 ცალი მოხარშული კარტოფილი; მეექვსე დღე: ვაშლი შეუზღუდავად.
შეგიძლიათ მიირთვათ ყავა, ჩაი, აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყალი... მშობიარობის შემდეგ ამ დიეტით 25 კილოგრამი დავიკელი.

"არა მაქვს სიმსუქნისკენ მიდრეკილება"


საქართველოდან წასვლის შემდეგ ქეთა თოფურია საგრძნობლად გახდა. მომღერალს უკვე მრავალი წელია საკუთარი კვების რეჟიმი აქვს შემუშავებული.
- დიეტას არასდროს ვიცავ, არა მაქვს სიმსუქნისკენ მიდრეკილება. ვცდილობ, ჯანსაღი კვების რაციონი მქონდეს და დღის განმავლობაში ბევრი წყალი დავლიო. მშობიარობის შემდეგაც ასე დავიკელი.

"ყველაზე ბევრი, 18 კილო მაქვს დაკლებული"


თიკა ჯამბურია მუდმივად ებრძვის წონას. ყველაზე ეფექტიანად სუხიშვილების დიეტა მიაჩნია.
- ძალიან ბევრი დიეტა მაქვს გაკეთებული. ბოლოს სუხიშვილების დიეტაც ვცადე. სამი დღე არაჟანს ვჭამდი, სამი დღე ბოსტნეულს, სამი დღე ხილს და 9 კილოგრამი დავიკელი.
პერიოდულად ყოველთვის ვიცავ დიეტას. ყველაზე ბევრი,­ 18 კილოგრამი მაქვს დაკლებული, მაგ­რამ მერე ისევ ვსუქდები, შემდეგ ისევ ვიწყებ დიეტას, ვიკლებ და ა.შ.

ნინო წიფურია
866
29 ნოემბერი 2016 15:36
ვის სჭირდება ამათი კილოგრამები.

რედაქტორის რჩევით