"მძიმე სანახაობა იყო... მაყურებელმაც ისეთ დღეში ჩაგვაგდო, საშინელება გავიარეთ"
07-11-2016
"მძიმე სანახაობა იყო... მაყურებელმაც ისეთ დღეში ჩაგვაგდო, საშინელება გავიარეთ"
"მცდარია დამკვიდრებული აზრი, რომ ბავშვისთვის ჩვილობაში ყურის გახვრეტა უვნებელია"

31 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "დღის შოუს" მშობელთა სკოლას სტუმრობდნენ ანი ჭუმბურიძე და მისი ქალიშვილი. გადაცემის პროდიუსერებთან შეთანხმებით, ანიმ 5 თვის გოგონასთვის ყურის გახვრეტა პირდაპირ ეთერში გადაწყვიტა. ამ პროცედურას ბავშვის გულამოსკვნილი ტირილი ახლდა, რაც 4 წუთს გაგრძელდა. გადაცემის დასრულებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ვიდეო 8100-მა ადამიანმა გააზიარა, გალანძღეს გადაცემის წამყვანები და მშობელი.

ვცადე, ანი ჭუმბურიძეს დავკავშირებოდი, მაგრამ ვერ მოხერხდა. მისმა მეგობრებმა
თქვეს, საზოგადოებისგან კრიტიკის გამო ანი კომენტარებს არ აკეთებს­. გთავაზობთ მის განცხა­დებას­, რომელიც "ფეისბუკის" პირადი გვერდის გაუქმებამდე გაავრცელა:

"სპეციალურად არ შევდივარ და არ ვნახულობ კომენტარებს, ყველას სათითაოდ მაინც ვერ ავუხსნი... თავის­ სამა­რთლებელიც არაფერია! სანახაობა რომ ცუდი იყო, ამას ვაღიარებ, მაგრამ ჩემი შვილისთვის რომ არაფერი დამიშავებია­, დარწმუნებული
ვარ! ზოგი ყურის გახვრეტის მომხრეა და ზოგი არა! ეგ არავის საქმე არ არის"...

"დღის შოუს" პროდიუსერებმა ბავშვისთვის პირდაპირ ეთერში ყურის გახვრეტის დაგეგმვამდე კონსულტაცია გაიარეს სპეციალისტთან და პროცედურის სამართლებრივ საკითხებშიც გაერკვნენ. არაერთ მშობელს მიჰყავს პატარა სალონში ყურის გასახვრეტად. შესაბამისად, პროცედურა მშობლის სურვილით და თანხმობით დაიგეგმა.

"მთელმა­ შემოქმედებითმა ჯგუფმა ძალიან ინერვიულა"


ნანიკო ხაზარაძე, "დღის შოუს" წამყვანი:
- ჩვენთან პატარას უპირებენ ყურის გახვრეტასო, რომ გავიგე, მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია - ჩემი შვილიც ძალიან პატარა იყო, ყური რომ გაიხვრიტა და პროცედურამ ჩაიარა ტირილის გარეშე, ბავშვი ვერც მიხვდა, რა მოხდა. მეგონა, სტუდიაშიც ასე იქნებოდა.

ჩვენს სტუდიაში რაც მოხდა, სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო, მთელმა­ შემოქმედებითმა ჯგუფმა ძალიან ინერვიულა. კადრში ჩანს, რომ ბავშვი ყურის მომზადების დაწყებამდე იწყებს ტირილს. ყურის გახვრეტის შემდეგ მალევე დამშვიდდა. მძიმე სანახაობა იყო, მაგრამ მაყურებელმაც ისეთ დღეში ჩაგვაგდო, საშინელება გავიარეთ.

- გქონდათ კონსულტაცია პედიატრთან ამ პროცედურის მავნეობასთან დაკავშირებით?

- ერთნი ვარაუდობენ, რომ სამ წლამდე ყურის გახვრეტა არ შეიძლება. ესპანეთში, მაგალითად, დაბადებისთანავე უხვრეტენ ყურებს და კანონი ამას არ კრძალავს... თემა ისეთია, რომ არანაირი კანონი, მუხლი და კონვენცია არ იცავს. რა თქმა უნდა, თუ სტუდიაში მშობელი იტყ­ოდა, შევწყვიტოთ პროცედურაო, გავჩერდებოდით, ჩვენ არავისთვის დაგვიძალებია, მშობელი იყო თანახმა.

"ნებისმიერი ჩხვლეტა ბავშვს ცუდ ემოციას აღუძრავს"


5 თვის ნუცა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ვნებს თუ არა ბავშვს ჩვილობაში ყურის გახვრეტა, პედიატრი ნინო კამკამიძე­ გვიპასუხებს:
- ნებისმიერი მანიპულაცია, ნებისმიერი ჩხვლეტა ბავშვისთვის არასასურველია და საკმაოდ ცუდ ემოციას აღუძრავს პატარას, თუ უფრო რთულ და სერიოზულ ცვლილებებს არ განვიხილავთ, რაც მის ფიზიოლოგიაში უხეშ ჩარევას ნიშნავს.
სალონებში ხშირად არწმუნებენ მშობ­ელს, რომ ჩხვლეტის დროს ნერვული დაბოლოებები არ ზიანდება და საჩხვლეტი წერტილი სწორად არის შერჩეული. ეს სწორი არ არის. ბავშვმა ყური არ უნდა გაიხვრიტოს. ეს შეიძლება გააკეთოს ზრდასრულმა, რომელიც თავად ირჩევს სხეულზე განსაკუთრებული ზიანის მიყენებას კოსმეტიკური თვალსაზრისით.

ვიმეორებ, მცდარია დამკვიდრებული აზრი, რომ ბავშვისთვის ჩვილობაში ყურის გახვრეტა უვნებელია. პროცედურა კანონით არ იკრძალება და მშობლის სურვილისამებრ ნებისმიერ დედას აქვს უფლება, მიმართოს შესაბამის დაწესებულებას ყურის გასახვრეტად, მაგრამ ვიდრე მას დაგეგმავთ, გირჩევთ, ჯერ პედიატრს ან ბავშვთა ფსიქოლოგს გაესაუბროთ.

ნინო წიფურია
........nnn
05 იანვარი 2017 15:14
Ram gadagriat,es bavshvis survilit unda xdebodes da ara mshoblis,ara seriozuli xalxi xart,
ava
30 ნოემბერი 2016 18:57
ესპანეთში გააჩნია რომელ რეგიონში. კანონით აკრძალული არ არის მაგრამ არც დაშვებულია სამშობიაროში შეიძლება ვერავინ ნახოთ ვინც ამას გააკეთებს ინფექციის ან გართულების შემთხვევაში სამუშაოს დაკარგვა არავის უნდა.
რეზო
17 ნოემბერი 2016 17:48
შტერები...

რედაქტორის რჩევით