ფრთხილად! საშიში გამათბობლები!
07-11-2016
ფრთხილად! საშიში გამათბობლები!
"ეკონომიის მიზნით, ბევრი იაფფასიან გამათბობლებს ამონტაჟებს­ გასაქირავებელ ბი­ნებში და ამით უცხო ადამიანებს აგდებს საფრთხეში"

"მოწყობილობა წვისთვის 60%-ს ჰაერ­იდან ისრუტავს ჟანგბადის სახით... ამიტომ საცხოვრებლებში აუცილებლად უნდა დაიდგას ორკამერიანი, ანუ­ ჟანგბადის გარ­ედან შემწოვი დანადგარები"


ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაცვა­ლებამ (ე.წ. ტკბილმა სიკვდილმა) ჩვენს ქვეყანაში კატასტროფულად იმატა. ბუნებრივი­ აირით მოწამვლისას ადამიანი სიკვდილის საფრთხეს ვერ გრძნობს, სხეული ტკბილ ძილს ითხოვს­ და "იძინებს" კიდეც. ჩაძინებულ­ები გონს მოუსვლელად იღუპებიან. მოსახლეობა კი სიცოცხლისთვის საშიში­ გამათბობ­ლების გამოყენებას განაგრძობს -
ასეთი მოწყობილობები აქტიურად იყიდება, რადგან არალიცენზირებული ლიცენზირებულზე იაფია.

წლევანდელი სეზონის დადგ­ომას უკვე ლეტალური შემთხვევა მოჰყვა: როცა ახალგაზრდა კაცმა ტელეფონზე აღარ უპასუხა,­ ნათესავებმა მოიკითხეს და... ეს ამბავი ჩემს ახლობელს "ყაზტრანსგაზის" წარმ­ო­მ­ა­დ­გენელმა მაშინ უამბო, როცა მასთან გეგმურ­ შემოწმებაზე მივიდა და ე.წ. კალ­ონკა დაულუქა, რადგან სიცოცხლისთვის საში­შად­ ჩათვალა.
საბედნიეროდ, ჩემს ახლ­ო­ბელს ეყო მოთმინება, ახალი გამაცხელებ­ლის­ შეძენამდე ლუქი არ აეგ­ლიჯა... საუბედუროდ, ჩვენში ასე იშვიათად ხდება - "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელი სახლიდან გასულიც არ არის, რომ მობინადრე ლუქს გლეჯს და მოწყობილობის მოხმარებას განაგრძობს...

"კვირის პალიტრა" სპეციალისტს ესაუ­ბრა, რომლის თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა,­ რასაც ხელს მემონტაჟეთა უმრავლესობ­აც უწყობს გამათბობელი საშუალებების­ არასწორი მონტაჟით, პასუხს კი არავინ სთხოვს.

ენერგეტიკოსი გიორგი ბლიაძე:
- ბუნებრივი აირით გაგუდვას იწვევს­ არალიცენზირებული, ე.წ. ერთკამერიანი­ გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები, რომლებიც წვისთვის საჭირო ჟანგბადს არა გარედან, ჰაერიდან, არამედ­ ბინიდან იღებენ და ასევე ამ საშუალებების არასწორი მონტაჟი. ეს მემონტაჟემაც იცის და კლიენტმაც,­ თუმცა საფრთხეზე­ არც ერთი არ ლაპარაკობს,­ ან თავს იმართლებენ, ლიცენზირებული გამათბობლები ძვირიაო.
ეკონომიის მიზნით, ბევრი იაფფასიან გამათბობლებს ამონტაჟებს­ გასაქირავებელ ბი­ნებში და ამით უცხო ადამიანებს მიზანმიმართულად აგდებს საფრთხეში.

შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა­ ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები­ აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და... იმავე დღეებში დიდუბეში ძმებს, რომელთაგან უმცროსი 17 წლის იყო, მთელი დღე ჰქონდათ ჩართული ისეთი გამათბობელი, რომელიც ჟანგბადს ოთახიდან იწოვს. საღამოს შინ მისულ მამას ბიჭები დახოცილი დახვდა, დედა უცხოეთში იყო წასული სამუშაოდ...

ამ დროს აზრად არავის მოსდის, პას­უხი აგებინოს მემონტაჟეს, რომელმაც საფრთხის შესახებ იცოდა და დამონტაჟებაზე­ მაინც არ თქვა უარი. სამართლებრივი სახელმწიფო რომ გვქონდეს, მსგავსი ქმედება კანონით უნდა ისჯებოდეს...

- ასეთ შემთხვევაში, კანონით ბაზარზეც უნდა იკრძალებოდეს საფრთხისშემცველი მოწ­ყობილობების შემოტანა.

- რასაკვირველია. თუმცა, კანონი­, სამ­წუხაროდ, არც ბიზნესს ზღუდავს.­ ერთ­კამერიანი დანადგარების ისეთ ადგი­ლებში­ დამონტაჟება, სადაც ჟანგბადის საც­ხოვ­რებლიდან შეწოვა არ ხდება, დასაშვებია, საცხოვრებლებში კი აუცილებლად უნდა დაიდგას ორკამერიანი, ანუ­ ჟანგბადის გარ­ედან შემწოვი დანადგარები, რომ­ელთა წვა ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადის­ ხარჯზე­ არ ხდება. უფრო გასაგებად რომ ვთ­ქ­ვა,­ მოწყობილობა წვისთვის 60%-ს ჰაერ­იდან ისრუტავს ჟანგბადის სახით. ამიტომაც­ არის, რომ სარდაფებში, სადაც ჰაერი ჟანგბადით­ ცუდად არის გაჯერებული,­ ზოგჯერ გაზის ღუმელი არც ირთვება. არადა, დედაქალაქის­ ნახევარსარდაფებში უამრავი ადამიანი თბება­ კუსტარული დანადგარებით, სადაც ღია წვა მიმდინარეობს და დანადგარი მთელ ჟანგბადს ისრუტავს. ამ ადამიანებს ის შველით, რომ ეშინიათ და ფანჯრებს ხშირად აღებენ, მაგრამ თუ მობინადრემ ეს არ იცის, უბედურებაც ხდება­.

არასოდეს დამავიწყდება - ყმაწვილ კაცს მსგავს მოწყობილობაზე აგური დაედო "სითბოს დასაგროვებლად", აგურზე­ - ჩაიდ­ანი. ალბათ, წყლის ადუღების მოლოდინში­ სავარძელში ჩამჯდარიყო, ჩასძინებოდა­ და გარდაცვლილიყო.
სხვათა შორის, ოთახის განიავება მაშინაც აუცილებელია, თუ იქ ყოველმხრივ გამართული გამათბობელი დგას. რადგან რაც მეტად ცხელდება ბინა, მით უფრო იკლებს ჰაერის ტენიანობა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ტვინის მუშაობის შენელებასა და იმუნიტეტის დაცემასთან. შესაძლოა, ამ დროს ადამიანს მაშინვე არაფერი მოუვიდეს, მაგრამ, საბოლოოდ, უჰაეროდ ყოფნა მის ჯანმრთელობაზე დადებითად ვერ აისახება.

არაკვალიფიციურმა მემონტაჟემ შესაძლოა, სრულიად გამართული გამათბობელიც გახადოს საშიში, თუ ხვრელი, რომელშიც გამათბობლის მილია გაყოფილი, ბოლომდე არ არის ამოლესილი - ნამწვი უკან ამავე ხვრელით დაბრუნდება და უბედურებაც მოხდება.
ყველაზე მეტად მაღიზიანებს და აღმაშფოთებს ეს უსულგულობა და უვიცობა - წყლის გამაცხელებლის აბაზანაში, კორპუსის სავენტილაციო ხვრელში დამონტაჟება. ამ შემთხვევაში ერთი მობინადრე მეორეს სასიკვდილოდ ისე სწირავს, ეს უკანასკნელი აზრზეც არ არის, რომ აბაზანის ხვრელიდან სიკვდილი გამოდის, აქ მდგომარეობას ბანაობისას გამოყოფილი ორთქლიც ამძიმებს. სხვათა შორის, ერთი ცნობილი მომღერლის დედა სავენტილაციო მილში მეზობლისგან დამონტაჟებუ­ლი წყლის გამაცხელებლის ნამწვით გაიგუდა...

"ყაზტრანსგაზი" ამტკიცებს, რომ რეგულარულად ამოწმებს­ მოსახლეობის გამათბობლების უსაფრთხოებას. მე კი არ ვფიქრობ, რომ ეს მართალია. ამის დასადგენად რომელიმე რაიონის რომელიმე კორპუსი ჩამოვიაროთ და ვნახოთ, რამდენი იტყვის, რომ მათი გამათბობელი შემ­ოწმდა... თუმცა, ერთიც არის: თუ ამ კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანადგარს ლუქი დაადო და მოხმარების აკრძალვაზე აქტიც შეადგინა, ბევრი აქტს სპეციალისტის წასვლისთანავე ნაგავში ისვრის, ლუქს გლეჯს და დანადგარის მოხმარებას განაგრძობს. სწორედ ამიტომაც არის ამ თემაზე კანონი მისაღები, რისთვისაც "ყაზტრანსგაზმა" უნდა მიმართოს პარლამენტს.
როცა ბინაში გამათბობელი აბაზანის სავენტილაციო მილშია თავშეყოფილი, რასაკვირველია, ის მეპატრონეს უნდა ჩამ­ოერთვას, მაგრამ ასეთი კანონის მიღებაზე იქ ფიქრობენ, სადაც თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნავენ. ჩვენს გარემოში კი ეს არ იგრძნობა.

ეთერ ერაძე
ეკა
24 ნოემბერი 2016 15:07
მე მოვიწამლე მასე წლების წინ აბაზანაში ჯდომისას. ძლიერი დაღლილობა ვიგრძენი და მხოლოდ აბაზანიდან ამოსვლა მოვასწარი, მერე აღარაფერი მახსოვს. ჩემმა მშობლებმა იატაკზე დაცემის ხმა გაიგნოეს და გონდაკარგული მიპოვეს.გამოძახებულმა ექიმმა გვითხრა 3 წუთი კიდევ რომ დარჩენილიყავი აბაზანაში იქ გაიგუდებოდიო. მერე დავადგინეთ მიზეზი:მეზობელს შეერთები თავისი "კალონკის" მილი ჩვენს გამწოვზე და იქიდან შემოსულა გაზი
GIVI
24 ნოემბერი 2016 12:07
თქვე ოჯახ აშენებულებო რატომ აძლევს სახელმწიფო არა სელთიფიცირებული გაზ გამათბობლის და წყალ გამაცხელებლის შემოტანა გაყიდვაზე თუ რეალურად ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე არა მოჩვენებით

რედაქტორის რჩევით