"ილია II" - ოთხტომეული დღის სინათლეს მალე იხილავს
07-11-2016
"ილია II" - ოთხტომეული დღის სინათლეს მალე იხილავს
ოთხტომეულს - "ილია II" "პალიტრა L"-ი გამოსცემს და მკითხველს მისი შეძენა 19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეეძლება

ოთხტომეული საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით წლების განმავლობაში იქმნებოდა. "კვირის პალიტრა" პროექტის ავტორსა და შემდგენელს, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივის დირექტორს, ქალბატონ მზია კაცაძეს ესაუბრა.

- როგორ გაჩნდა ამ ნაშრომის შექმნის იდეა?
- უპირველესად მადლობა­ ღმერთს, რომ მარგუნა ამ ნაშრომის გამოცემის ბედნიერება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უკვე 26 წელია, საპატრიარქოს არ­ქივს
ვხელმძღვანელობ. ოთხტომეულის­ შექმნის იდეა დაახლოებით 10-15 წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ ვერ გავბედე. პატრიარქის აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოვეცი 500-გვერდიანი წიგნი-ალბომი "პატრიარქი".

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მშობლები: გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილი და ნატალია კობაიძე

- ოთხტომეულში მხოლოდ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს­ არქივის მასალაა თავმოყრილი?
- დიახ. მასალა დაახლოებით 25 ათასამდე
დოკუმენტიდან შევარჩიე. ძალიან გამიჭირდა, რადგან თითოეული მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მუშ
აობის პროცესში თავს ვიიმედებდი, რომ მომავალი თაობა მიუბრუნდება ამ მეტად საპატიო საქმეს. ოთხტომეულში შევიდა მოწაფეობისა და სტუდენტობის პერიოდების მასალები. საინტერესოა მშობლების წერილები უწმინდესისადმი, რომელიც თავისივე ხელით აქვს აკინძული პატრიარქს.­ პატრიარქის აღსაყდრების შესახებ მასალებში მკითხველი დაწვრილებით გაეცნობა, იმ დროს რა მძიმე მდგომარეობაში იყო დიდი წარსულის მქონე საქართველოს ეკლესია - ტაძრები დახურული და ქვეყანა ათეიზმით მოცული... უწმინდესის უდიდესი ძალისხმევით, როგორ თანდათანობით მოხდა­ ეკლესიისაგან გაუცხოებული ქართველი ერის სულიერი ფერისცვალება, დახურული ეკლესიების გახსნა, ახალაშენებული ტაძრებით როგორ მოიქარგა საქართველო. საგულისხმოა უწმინდესის მიმართვითი ხასიათის წერილები, სადაც ასახულია მისი ბრძნული და ჯანსაღი პოზიცია თანამედროვე პერიოდში ეკლესიის წინაშე მდგარი პრობლემებისადმი, როგორი შეუვალია ჩვენი პატრიარქი, როდესაც საქმე სამშობლოს და ეკლესიის ბედს ეხება.

- უნდა ელოდოს თუ არა მკითხველი ამ წიგნებიდან რამე ისეთს, რაც აქამდე უცნობი იყო საზოგადოებისათვის?

- რა თქმა უნდა, არის ისეთი საკითხებიც, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობია. კერძოდ, მსურს შევეხო უწმინდ­ესის ურთიერთობას შვილგარდაცვლილ ოჯახებთან, რამაც არაერთი ადამიანი გადაარჩინა თვითმკვლელობას და უფლის გზაზე დააყენა. აქედან ჩაეყარა საფუძველი შვილგარდაცვლილი დედების ერთობას, ეს კავშირი უკვე 27 წელიწადია არსებობს. როგორც უწმინდესი ბრძანებს: ეს ერთობა ერთადერთია მსოფლიოში ქრისტიანობის ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე... თითოეული მათგანი თუ დარჩა დედად დანარჩენი შვილებისთვის, ოჯახისთვის და საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, ეს უწმინდესის უდიდესი ღვაწლის შედეგია. მეც ერთ-ერთი იმათგანი, შვილებგარდაცვლილი დედა გახლავართ...

სამეუფო გზა გოლგოთაზე გადის; ამდენად, ძალიან მძიმეა პატრიარქის ჯვარი, რომელსაც ის უდრტვინველად ატარებს. წარსულის პატივისცემით, დღევანდელობაზე ზრუნვით და მომავლის რწმენით 40 წელიწადია, მუხლჩაუხრელად წინამძღვრობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მსურს, თქვენი გაზეთის მეშვეობით, შვილობრივი მოკრძალებით, ვუსურვო უწმინდესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კიდევ მრავალი წელი მხნეობა და ჯანმრთელობა.

პატრიარქი ნათლიის შესახებ:

"ჩემი ნათლია დედა ზოილე (დვალიშვილი) მეტად სათნო, განათლებული და წიგნიერი პიროვნება იყო. განსაკუთრებით აკაკი წერეთელი უყვარდა. მისი ბევრი ლექსი ზეპირად იცოდა. მახსენდება, ბავშვობაში მასთან ერთად ვესწრებოდი საერთო ლოცვას. ამის შემდეგ იგი სენაკში განმარტოვდებოდა ხოლმე და პირად ლოცვებს კითხულობდა, მაგრამ ამას მე არ მიმხელდა. მეტყოდა ხოლმე: ახლა დავწვეთ, დავისვენოთო - თითქოს თავადაც იძინებდა. ბევრჯერ გამღვიძებია და მინახავს, დედა ზოილე მუხლმოდრეკილი როგორ ლოცულობდა".

ამონარიდი ბავშვობის მოგონებიდან:

"ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისთვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა. ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა-ლოცვაზე დასწრების ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე..."

თორნიკე ყაჯრიშვილი
გიორგი
10 ნოემბერი 2016 12:36
ღმერთმა ჯანმრთელად და დიდხანს ამყოფოს პატრიარქი.
luxo
09 ნოემბერი 2016 10:39
დითხანს გვიცოცხლოს ღმერთმა პატრიარქი
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
მე რაც არ ვიცი, თავის ქებად თუ არ ჩამითვლით,
ძლიერ ბევრია და ჩამოთვლაც გამიჭირდება,
და ის რაც ვიცი, მადლობელი თუ ვარ ამისთვის,
და რაც არ ვიცი, რომ ვიცოდე არცა მჭირდება.
-რადგან მსუქან ხარს, კვალში უდგას ხროვა მშიერი.
ცოტა მინახავს ბევრის მცოდნე და ბედნიერი.

რედაქტორის რჩევით