ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე
14-11-2016
ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე
განაახლეთ თქვენი ბიბლიოთეკა "მაკულიტერატურის" დახმარებით

სამუშაო კვირის შემდეგ დასვენების დღე მთლიანად საოჯახო ბიბლიოთეკის დალაგება-დასუფთავებაში გავატარე, ეს ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია - ეხები წიგნებს და მოგონებებიც­ ნიაღვარივით მოდის. აქ არის პირველი­ წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე,­ რა თქმა უნდა, ეგზიუპერის "პატარა უფლისწულიც" ამშვენებს თაროს, ასევე კაფკა, ცვაიგი, ბულგაკოვი, დოჩანაშვილი - ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეუცვლელი მეგზურობა გამიწია მათმა შემოქმედებამ... თუმცა, როდესაც წიგნების თაროებიდან გადმოლაგება დავა­სრულე და შემდეგ თითოეული მათგანის კუთვნილ ადგილზე დაბრუნება
დავაპირე,­ გაოგნებული დავრჩი - ჩემი საამაყო ბიბლი­ოთეკიდან არაერთი წიგნის­ გადაგდება მომინდა. მხოლოდ რჩეულები უძლებენ დროს,"ერთჯერადად"წასაკითხი წიგნებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა კი მუდმივად განახლებას საჭიროებს. მინახავს სრულიად უსარგებლო და დაფლეთილი წიგნებით გავსებული თაროებიც, მახსოვს, ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარს ვეწუწუნებოდი - როდის უნდა განაახლოთ ბიბლიოთეკა-მეთქი.

ახალგაზრდა თაობას ნამდვილად გაუმართლა -
გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკებში საბჭოთა პროპაგანდისტული ლიტერატურის გადმონაშთები აღარ გვხვდება,­ პროექტ "მაკულიტერატურის" დახმარებით უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ძველი, არაღირებული წიგნების ნაცვლად ახალი, კლასიკად ქცეული თუ თანამედროვე ლიტერატურა მიიღოთ.

პროექტ "მაკულიტერატურის" ფარგლებში შეგიძლიათ ძველი წიგნები ახალზე გადაცვალოთ და უსარგებლოსგან სასარგებლო მიიღოთ. ჩემი ბიბლიოთეკის უსარგებლო წიგნებს თანამედროვე ლიტერატურაზე აუცილებლად გადავცვლი.

პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო გორის საჯარო ბიბლიოთეკამ და ჩამოწერილი წიგნების ნაცვლად ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით განაახლა კიდეც.

ნანა აბრამიძე, გორის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი: - "მაკულიტერატურა" არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ჩვენთვის და ის თითოეულმა ბიბლიოთეკამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

წლების განმავლობაში უამრავი ჩამოწერილი წიგნი დაგვიგროვდა, რომელთა ჩაბარება, ფულის სანაცვლოდ, ძალიან მენანებოდა - მიზერულ თანხას იხდიან, რომლითაც ვერაფერს შევმატებდი ბიბლიოთეკას. "მაკულიტერატურის" საშუალებით წიგნების უმრავლესობა განვაახლეთ. 21 წელია, ვმუშაობ და მსგავსი კარგი საქმე ამ ბიბლიოთეკისთვის არასოდეს გაკეთებულა.

პროექტში ჩართულია ზუგდიდის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მადონა მაქაცარიაც, რომელმაც 20 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩააბარა და თითქმის მთლიანად განაახლა ბიბლიოთეკა.

მადონა მაქაცარია, ზუგდიდის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი: - იმ დღიდან, რაც "მაკულიტერატურის" დაწყების შესახებ განცხადება
წავიკითხე, პროექტში აქტიურად ვარ ჩართული. უკვე 20 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩავაბარე და ბიბლიოთეკები ახალი წიგნებით განვაახლე. სოფელ-სოფელ დავდიოდი და მაკულატურას ვაგროვებდი. საბედნიეროდ, უამრავი თანამოაზრე და მხარდამჭერი გამომიჩნდა, რომელთაც ასევე ბიბლიოთეკების თანამედროვე ლიტერატურით გამდიდრებაში დავეხმარე. სოფლის ბიბლიოთეკებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და ჩამოწერილი წიგნების ნაცვლად, 100-150-მდე ახალი წიგნი მიიღეს. ვფიქრობ, "მაკულიტერატურა" ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ამ სფეროში შექმნილა. ბიბლიოთეკებმა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.
ლუკა თევდორაშვილი, "მწვანე­ ციკლის" დირექტორი: - "მაკულიტ­ერა­ტუ­რა"""პალიტრამედიის" უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც უკვე რამდენიმე­ წელია, წარმატებით გრძელდება. წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი­ მოჭრილი ხე ბუნებისთვის დიდი დანაკა­რგია. ქაღალდის წარმოება კი მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი. "პალიტრამედიამ" ამ პროექტის წამოწყებით რამდენიმე მიზანი დაისახა: პირველი - შევინარჩუნოთ გარემო. უამრავი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება­ ოჯახებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. მეორე - წიგნის მოყვარულებს მიეცეთ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში.
პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მს­ურველს შეუძლია ჩააბაროს და სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღ­ოს. ბიბლიოთეკების ჩართვა პრო­ექტში განსაკუთრებით მისასალმებელია, რადგან ჩვენ მათ ლიტერატურის განახლებასა და გამდიდრებაში მაქსიმალურად დავეხმარებით.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით