"როცა 12 წლის გოგონაა დამხვრჩალი, ჭირ­ისუფალს ვერ ეტყვი, ახლა სტანდარტები უნდა დავიცვაო..."
20-11-2016
"როცა 12 წლის გოგონაა დამხვრჩალი, ჭირ­ისუფალს ვერ ეტყვი, ახლა სტანდარტები უნდა დავიცვაო..."
"რაც ამ სამსახურში ვარ, მესამე ოპერაცია გავიკეთე, ვინ მოთვლის, რამდენჯერ და რა არ ვიმკურნალე... მაგრამ
ეს რა მოსატანია იმასთან, როცა გადარჩენილი ადამიანის თვალებს ჩახედავ"


ჩვენ ერთ თოკზე ჩაბმული ბი­ჭები ვართ. ეს თოკი სიკვდილ-სიცოცხლის ძაფია, რო­მელიც ერთმანეთთან გვა­კ­ავშირებს. წყალში იქნება, მთაში, ავარიებისა თუ სტიქიური უბედურების დროს. ჩვენ, მაშველებს, ყოველთვის ერთმანეთის მხარდამხარ გვიწევს­ სიტუაციების მართვა. როგორც კი თვალებში ჩახედავ თუნდაც ერთ გადარჩენილ ადამიანს, თვლი, რომ ამად გიღირს სიცოცხლე, - ამაყად ამბობს საგანგებო
სიტუაც­იების მართვის დეპარტამენტის­ განსაკუთრებულ ღონისძიებებზე რეაგი­რების სამმართველოს­ პირველი განყოფილების უფროსი ელიზბარ კოპალიანი.

"კიდევ კარგი, მხეცები დანაყრებული იყვნენ"
შარშან თბილისში, 13 ივნისს, სტიქიის ღამეს 4 მაშველი­ ნავით შევედით ზოოპარკში.­ მე ჯგუფის უფროსი ვიყავი. თან გვახლდა სპეცრაზმის თანამშრომე­ლი. ცხოველები უკვე უნივერსიტეტამდე ადიოდნენ და შეიძლებოდა მთელ ვაკეს შესეოდნენ.
სიბნელეში უფრო ადვილი იყო მათი შემჩნევა, ისე ანათებდნენ მწვანე თვალებს.­ ჯიქს, ვეფხვს, ლომს ისე ახლოს ჩავუვლიდით ხოლმე,­ რომ თავი ჯუნგლებში მეგონა. კიდევ კარგი, მტაცებ­ლები ადამიანებს მიჩვეული და დანაყრებულიც იყვნენ, თორემ თვალის დახამხამებაში გამოგვასალმებდნენ სიცოცხლეს. მეორე­ დღეს გადავედით "მზიურში" და დავიწყეთ ადამიანების ძებნა.­ ზოოპარკში ქალის ჩანთა ვიპოვე, საბუთებით გაირკვა, ჩემი მოგვარე იყო. დავუკავშირდით. ზოოპარკის დირექტორის მეუღლე აღმოჩნდა. ძალიან გამიხარდა, რომ გადარჩა...


მეორე დღეს, გამთენიისას, შენობის კონდიციონერს შემოხვეული დათვი შევნიშნეთ. თუ ჩამოვარდებოდა, უთუოდ დაიხრჩობოდა. ცხოველს ნემსი ვესროლეთ. 15 წუთში კონდიციონერზევე ჩამოეძინა და ჩამოვარდა. ნავში ჩავსვით. ისეთი მძიმე იყო, ოთხმა კაცმა ძლივს ავწიეთ. ის დღეს ზოოპარკშია და კარგად გრძნობს თავს.

ხრამში გადაჩეხილები

კობი-გუდაურის გზაზე თვალ­უწვდენელი ხრამებია. სამი წლის წინ სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებით სავსე ავტობუსი 50-მეტრიან ხრამში­ გადავარდა. ყველა მგზავრი დამტვრეულ-დასახიჩრებული დაგვხვდა. მსუბუქად დაზიანებულები ხევიდან­ თოკებით ამოვიყვანეთ, მძიმეებს იქვე გავუწიეთ პირველი დახმარება, შემდეგ კი კლინი­კაში შვეულმფრენით გადმოვაფრინეთ. სასწაული ის იყო, რომ ასეთი სიმაღლიდან გადაჩეხილი ავტობუსის ერთი მგზავრიც კი არ დაგვღუპვია, ყველა გადავარჩინეთ.

ხეზე მიბმული მონადირეების ამბავი

კახეთში (აზერბაიჯანის საზღ­ვართან) სანადიროდ წასული რამდ­ენიმე კაცი წყალდიდობაში­ მოყვა. ამაოდ ვეძე­ბდით­ დატბორილ ტერიტორიაზე. დაღამებისას მივაგენით­ - ხეზე ასულან და თოკ-ქამრებით მიუბამთ თავი. ძალიან იყვნენ დაუძლურებული. ერთს დიაბეტი ჰქონია. ძლივს გამოვიყვანეთ მდგო­მარეობიდან. არ დამავიწყდება, როგორ გაიხარა სოფელმა, როდესაც დაკარგულები მივიყვანეთ.

როგორ გავხდი მაშველი

ცაგერის რაიონში დავიბადე­, დედაჩემი სასწრაფო დახმარებაში მუშაობს და ბავშვობიდან ვიცი, რას ნიშნავს ექსტრემალურ სიტუ­აციაში მუშაობა.­ ხშირად შევსწრებივარ, როგორ­ დახმარებია გონებადაკარგულს, რაც შემ­დგომში ჩემს პროფესიაში­ დამხმა­რებია. შვეიცარიელები ტრენ­ინგების დროს გვასწავლიდნ­ენ,­ - უპირველესად საკუთარი თავის უსაფრთხ­ოება უნდა დაიცვათო.­ როცა 12 წლის გოგონაა დამხრჩ­ვალი, ჭირ­ისუფალს ვერ ეტყვი, ახლა 2-3 საათს გავჩერდებით, აკლიმატიზაცი­ას გავივლით და მერე ვიმუშავებთო. ამ სტანდარტებს იმიტომ ვარ­ღვევთ, რომ რაც შეიძლება მალე ვუშველოთ ადამიანს. რაც ამ სამსახურში ვარ, მესამე ოპერაცია გა­ვიკეთე,­ ვინ მოთვლის, რამდენჯერ და რა არ ვიმკურნალე... ცხადია, ჯანმრთელობას­ ვნებს, მაგრამ ეს რა მოსატანია იმასთან, როცა გადარჩენილი ადამიანის თვალებს ჩახედავ. ეს თვალები მთელი სიცოცხლე გაგყვება.

ნანა ფიცხელაური
vaxo
05 სექტემბერი 2017 10:59
Vamakob zma shenit
Tika
23 ნოემბერი 2016 03:17
Es spero saqartveloshi yvelaze cudad anazgaurebadi da daucvelia.
მარიკა ჯაჭვაძე
21 ნოემბერი 2016 22:52
გაიხარეთ! თქვენისთანა ბიჭებით ამაყობს საქართველო

რედაქტორის რჩევით