"რივერდანსმა" ჩემს უსაყვარლეს პატ­რიკსაც შემახვედრა" - რატომ უჭირს თბილისში სუნთქვა კონკურსის "შენ შეგიძლია ცეკვა" ჟიურის წევრს?
14-11-2016
"რივერდანსმა" ჩემს უსაყვარლეს პატ­რიკსაც შემახვედრა" - რატომ უჭირს თბილისში სუნთქვა კონკურსის "შენ შეგიძლია ცეკვა" ჟიურის წევრს?
"პატრიკმა უკვე მოასწრო სიღნაღისა და ქართული ღვინის შეყვარება. განსაკუთრებით მოხიბლა ყაზბეგის სილამაზემ, შატილმა და კოშკების არქი­ტექტურამ"

ნათია რთველიაშვილი
მრავალი წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღ­ვაწეობს. ის ერთადერთი ქართველია, რომელიც მსო­ფლიოში აღიარებულ "რი­ვ­ე­რდანსში" ცეკვავს, პარალელურად კი თანამშრომლობს ქორეოგრაფიულ კოლ­ექტივებთან. არაერთი ქვეყნის სცენაზე მდ­გარა და, ცხადია, მოსაყოლიც ბევრი აქვს.

- 6 წლისა პიონერთა­ სასახლეში ბალეტის წრეზე შემიყვანეს. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებლის დამთავრებისთანავე ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიწვიეს. 2000 წელს ნიუ-იორკში გავემგზავრე და მივხვდი,
რამდენად მრავალფეროვანი,­ საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე იყო ის განსაკუთრებით ჩემნაირი ახალგაზ­რდა ბალერინისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, სამშობლოში არანაირი პერსპექტივა არ ექნებოდა - არ იყო სავარჯიშო პირ­ობები, გაყინულ დარბაზებსა­ და სცენაზე შეუძლებელი იყო ცეკვა, თეატრს მაყურებელი არ ჰყავდა... ადვილი არ იყო ადგილის დამკვიდრება ამ უზარმაზარ ცეკვის მეგაპოლისში. ძალიან
რთულია გაუძლო კონკურენციას და არ დაიკარგო დიდ ცათამბჯენებს შორის, მაგრამ იღბლიანი­ აღმოვჩნდი, თუმცა შრომისმოყვარეობაც არ მაკლდა.



მალე გავიცანი რუსულ-ამერი­კული საბალეტო კომპანიის დირექტორი ირინა როისინი, რომელმაც ქასტინგზე მიმიწვია. ქასთინგს სამუშაო კონტრაქტი მოჰყვა. ასე დაიწყო ჩემი კარიერა ნიუ-იორკში. შემდეგში, ექსტრაორდინარული მოცეკვავის სტატუსით, ამერიკამ მწვანე ბარათი მომანიჭა, რამაც 2005 წელს გზა გამიხსნა ცნობილი საცეკვაო კომპანიების დასებში,­ კერძოდ, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერისა და ბროდვეის ცნობილ ირლანდიურ შოუში "რივერდანსი"". ორი წლის მერე "რივერდანსის" დასმა­ 7-თვიანი გასტროლებით ამერიკასა და კანადაში მიმიწვია. კვირაში 8 შოუს ვცეკვავდით. ამ მოგზაურობისას დავრწმუნდი, რომ არც ისე ბევრმა იცოდა საქართველოს არსებობა, ხშირად ჯორჯიის შტატელი ვეგონე, ან კიდევ საქართველოს­ რუსეთის ნაწილად თვლიდნენ, მაგრამ ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა და უკვე უმრავლესობა იცნობს საქართველოს.

- თქვენს მეორე ნახევარზე მიამბეთ.
- "რივერდანსმა" ჩემს უსაყვარლეს პატ­რიკსაც შემახვედრა. ის დასის სოლო მევ­იოლინეა და მთელი შოუ მიჰყავს. პატრიკი ირლანდიური წარმოშობის მე-3 თაობის ნიუიორკელია. 2010 წელს ვიქორწინეთ. მერე მე ჩემს საყვარელ მეტროპოლიტენ ოპერაში დავბრუნდი, პარალელურად კი მუშაობა დავიწყე ცნობილ საბალეტო ფიტნესკომპანია Ballet Beautiful-ში, სადაც ცნობილ მსახიობებსა და მოდელებთან ვმუშაობთ. მათ შორის არიან ნატალი პორტმანი, ლივ ტაილერი, ზოი დეშანელი და სხვა. ასევე ვამზადებთ "ვიქ­ტორია სეკრეტის" გოგონებს ფოტოგადაღებებისა და შოუებისთვის. ჩვენ მათ საბალეტო მოძრაობებით ვეხმარებით ტანის და პლასტიკის დახვეწაში.

2014 წელს მე და პატრიკს "რივერდანსმა" ძალიან საინტერესო კონტრაქტი შემოგვთავაზა. თანაც არა მარტო მოცეკვავეობა, არამედ ჯგუფის ხელმძღვანელობაც, პატრიკს კი მუსიკალური ხელმძღვანელობა. ევროპის 17 ქვეყანა და 50 ქალაქი მოვიარეთ, ამას მოჰყვა ჩინეთი, იაპონია, ტაილანდი, ინდონეზია... განსაკუთრებით დამამახსოვრდნენ ჩინელები, რომლებიც ტაშის მაგივრად ფეხებს აბაკუნებენ და უცნაურ ხმებს გამოსცემენ...

- როდის ჩამოვიდა პატრიკი პირველად საქართველოში?

- 2009 წელს, როდესაც მამაჩემს ოფიციალურად სთხოვა ჩემი ხელი... მას შემდეგ­ წელი არ გაუცდენია. უკვე მოასწრო სიღნაღისა და ქართული ღვინის შეყვარება. განსაკუთრებით მოხიბლა ყაზბეგის სილამაზემ, შატილმა და კოშკების არქი­ტექტურამ, ძალი­ან უყვარს თხილამურებით სრიალი, გუდაური მისთვის აღმოჩენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო სათხილამურო კურორტებზეა ნამყოფი.
ვცდილობ, ყოველ ჩამოსვლაზე პოზიტიური ცვლილებები დავინახო, თუმცა­, უთუოდ უნდა ვთქვა, - თბილისში ძალიან მიჭირს სუნთქვა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მიგრძნია ასეთი უჰაერობა. საქართველოში ბევრი რამ არის განსავითარებელი.

- 16 წლის შემდეგ საქართველოს განსხვავებული ამპლუით უბრუნდებით.
- ახალი სატელევიზიო შოუს, "შენ შეგიძლია ცეკვა" - ჟიურის წევრი ვარ.

ეკა სალაღაია
დალი
02 დეკემბერი 2016 13:06
წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ.მიხარია რომ შრომა და მონდომება დაგიფასდა.
truker
02 დეკემბერი 2016 03:25
დავაი რა

რედაქტორის რჩევით