"თუ ქალობა ასე მტკივნეული და სევდიანია, რად მინდა?" - ყვარლის რაიონის სოფლებში გოგონებს წინადაცვეთას უტარებენ (?!)
14-11-2016
"თუ ქალობა ასე მტკივნეული და სევდიანია, რად მინდა?" - ყვარლის რაიონის სოფლებში გოგონებს წინადაცვეთას უტარებენ (?!)
ამ სისასტიკის მიმდევართ სჯერათ, რომ გენიტალიების კასტრირებით ქალში ვნება კვდება და ღალატის სურვილი არ გაუჩნდება

17 გოგონების წინადაცვეთა, გენიტ­ალიების დასახიჩრების მრავალსაუკუნოვანი მახინჯი ტრადიცია, რომელსაც მსოფლიო ებრძვის, თურმე საქართველოშიც არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაცია­ "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" წარმომადგენლის, აიდა მირმაკსუმოვას ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყვარლის რაიონის სოფლებში - თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ეთნიკური ავარიელები პატარა გოგონებს წინადაცვეთას უტარებენ და ამტკიცებენ, ეს მუსლიმანების წესიაო, არადა, მუსლიმანთა სულიერი წინამძღვრები ამბობენ, რომ მათი რელიგია
მხოლოდ ვაჟების წინადაცვეთას ითვალისწინებს.

ამ სისასტიკის მიმდევართ სჯერათ, რომ გენიტალიების კასტრირების შემდეგ ქალში ვნება კვდება და ღალატის სურვილი არ გაუჩნდება.
მიმდინარე წლის აგვისტოში­ რუსი უფლებადამცველების მიერ დაღესტნის რესპუბლიკის ზოგ­იერთ მაღალმთიან რაიონში წინადაცვეთასთან დაკავშირებით მომზადდა მოხსენება, რომლის თანახმად, დაღესტანში ათობით ათასი ავარიელი გოგონა წინადაცვეთის ტრადიციის მსხვერპლია.

"კვირის პალიტრამ" აიდა მირმაკსუმოვასთან საუბრისას სცადა, შეეტყო, უცდიათ თუ არა ქალებს პროტესტის გამოხატვა, ან მშობიარობის დროს ექიმებს თუ შეუნიშნავთ წინადაცვეთის დამღა.
- სოფელ­ სარუსოს მკვიდრი ქალები ამბ­ო­ბენ, ეს ჩვენი ტრადიციაა და ყოველთვის დავიცავთო. ახალსოფელში ვნახე ექიმი, რომელიც 20 წელია, გინეკოლოგად მუშაობს, მაგრამ ავარიელი ქალებისთვის არასდროს შეუნიშნავს წინადაცვეთა. საქართველოში განსხვავებულ, მსუბუქი სახის წინადაცვეთას ატარებენ, რაც შეუმჩნეველია.

- წინადაცვეთის შედეგად დაინფიცირება ან გარდაცვალება ხომ არ არის მოსალოდნელი?
- ჩემი რესპონდენტების თქმით,­ წინადაცვეთის გამო არავინ დაღუპულა. ძალიან გამიჭირდა ამ საქმეზე მუშაობა. წინადაცვეთა­ არის სახიფათო ტრადიცია, რომელიც ჰეპატიტით ან სხვა დაავადებით დაინფიცირების საფრთხეს ქმნის, მაგრამ ეს ამ ხალხის ტრადიციაა და მტკიცედ იცავენ.

- ფიქრობთ, რომ ეს ტრადიცია უნდა არსებობდეს?
- არ უნდა არსებობდეს, მით უფრო, თუ ის ასახიჩრებს გოგ­ო­ნებს და ვნებს მათ ჯანმრთელ­ო­ბას. თუმცა, ეს პრობლემა­ კანონის ძალით ვერ მოგვარდება. ავარიელების საზოგადოება ჩაკეტილია, ემორჩილებიან საქართველოს კანონებს, მაგრამ საკუთარ ტრადიციებსაც უფრთხილდებიან.
მათ უნდა დავეხმაროთ, გა­აცნობიერონ,­ რომ წინადაცვეთა არ არის მუსლიმანური წესი და საფრთხეს უქმნ­ის გოგონების ჯანმრთელობას.

"ყურანი ამას არ ითხოვს..."

"ბავშვობაში არ მინდოდა, ქალი ვყოფილიყავი. ვფიქრობდი, თუ ქალობა ასე მტკივნეული და სევდიანია, რად მინდა?"- ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, გაეროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამყარო შეძრა ცნობილმა ფერადკანიანმა, აფრიკელმა­ მოდელმა ვარის დირიემ, რომელიც პირველი ქალი აღმოჩნდა, ვინც გოგონების წინადაცვეთის სასტიკი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წინააღმდეგ სახალხოდ გაილაშქრა და ამ საშინელების აღსაკვეთად ბრძოლა დაიწყო. მან მსოფლიოს უამბო, წინადაცვეთის რიტუალით როგორ შეურყიეს ჯანმრთელობა, ფსიქიკა: "აფრიკაში სამ ათას წელზე მეტია, ოჯახებს სჯერათ, რომ წინადაუცვეთელი გოგონა უწმინდურია, ამიტომ უნდა მოაჭრა და გაკერო, როგორც ქალწულობისა და პატიოსნების დასტური. პირველ ღამეს კი ქმარი იღებს სამართებელს და გაკერილს კვეთს. წინადაუცვეთელი გოგონები ვერ თხოვდებიან და ამიტომაც მათ სოფლიდან დევნიან და მეძავებად მიიჩნევენ. ეს ტრადიცია გრძელდება, თუმცა ყურანი ამას არ ითხოვს. ყველა უყრუებს, რომ წინადაცვეთის გამო ქალი მთელი ცხოვრება ფსიქიკურად და ფიზიკურად ავადდება. მე გადავრჩი. მაგრამ ჩემი ორი და - ვერა. წინადაცვეთის გამო სოფი სისხლისგან დაიცალა, ამინა კი მშობიარობისას დაიღუპა. როგორი ძლიერი გახდებოდა ჩვენი კონტინენტი, ეს უაზრო რიტუალი რომ გაეუქმებინათ!"

ვარის დირიეს უმძიმესმა მონოლოგმა მსოფლიო შეაძრწუნა. 1997 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ვარის დირიე სასტიკ რიტუალთან ბრძოლაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რის შემდეგაც ქალთა წინადაცვეთა ბევრ ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღე ექვსი ათას გოგონას მაინც ასახიჩრებენ.

ეკა ლომიძე
ადამიანი
25 ნოემბერი 2016 12:48
ისევ და ისევ ქარიშხალი ჭიქაში )))

ვისი რა საქმეა ვინ რას და რატომ აკეთებს ...

მოვუაროთ ჩვენს პრობლემებს !!!

თუ ცოტა გვაქვს!?

აკრძალო და როგორ გინდა აკონტროლო ... გადაირიეთ ბ...დ

ყველას თავისი ადათი და წესი აქვს.

ეგ რომ არ იყოს გავმრავდებოდითო ტო!? იყოს იყოს!! ))
david67
25 ნოემბერი 2016 04:47
გოგონათა და ქალთა წინდაცვეთა კი არა მამაკაცთა წინდაცვეთაც უნდა აიკრძალოს!
Qetka
25 ნოემბერი 2016 00:01
@ilo-ilo
aba 1 clamde bavshvs ekitxebian?sheidzleba tu ara chagitaroto? bavshvic nebas rtavs ? tu rogoraa daudzaleblad gaketebuli?

რედაქტორის რჩევით