"მე 9 კი არა, მხოლოდ ერთი ცოლი მყავდა - თეატრი"
05-12-2016
"მე 9 კი არა, მხოლოდ ერთი ცოლი მყავდა - თეატრი"
"ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა"

ხელოვნებისა თუ ენების "შესრუტვის" გამაოგნებელი ნიჭი, თურქეთის კულტურულ ცხოვრებაში გატარებული 25 წელიწადი და ცნობილი "ნიკოლშოუს" მამობა - ეს გახლავთ რეჟისორი ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე.

იგი ამჟამად აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მასთან ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი, თუმცა შევარჩიეთ ყველაზე აქტუალური, ის, რასაც საკუთარი თავივით იცნობს: თურქეთი­, მასთან გარდაუვალი ურთიერთობები, მათი გავლენა ჩვენზე და ბოლოს, თურქული სერიალები, რომელშიც არაერთხელ გაჟღერებულა უძველესი ქართული მელოდიები!

სხვა­თა შორის, ბატონი ვარლამი გადაღებულია თურქულ ფილმებში და მათ შორის ქართველებისთვის ცნობილ სერიალში, "ეზელი". რეჟისორი, რომელსაც თურქული თეატრალური სამყარო ვარლამ ხოჯად იცნობდა, თურქეთში წასვლის მიზეზსაც იხსენებს:

- თურქეთში 1992 წლის მოვ­ლენებს გავექეცი - ადამიანებმა,­ რომლებსაც ქართველობასთან სა­ე­რთო არაფერი ჰქონდათ, ქვეყანა­ სისხლის ტბად აქციეს, ბოლოს კი
შევარდნაძე დააბრუნეს... უცხო ქვეყანაში თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, - დამლაგებლობით­ დავიწყე, ბარის მუსიკოსობით გავაგრძელე, შემდეგ პატარა თეატ­რიც დავაარსე ჩემსავით თეატრზე შეყვარებულ თურქთან ერთად. მერე 11 წელი იზმი­რის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 5 წელი კი სტამბოლის უნივერსიტ­ეტის თეატრალური კათედრის გამგედ ვმუშაობდი. ამასობაში სპექტაკლებიც დავ­დგი თურქულ ენაზე. საბ­ედნიეროდ, მსოფლიოს მრავალი­ ენა ვიცი, თურქულიც 4 თვეში ვისწავლე. 500-მდე ხელო­ვანი გამოვზარდე (დღევანდელი­ მსახიობების 70%); უმრავლესობა ნიჭიერია, მაგრამ როგო­რც მოაზროვნე თურქები ამბობენ­ და­ მეც ვეთანხმები, რეალურად ამ სახელმწიფო­სთვის კულტ­ურა, ხელოვნ­ება არ არსებობს, მათ შო­რის არც თეატრი და კინო.

- სერიალების ბუმი რას მივაწეროთ?­

- კერძო პირებს, რომლებიც­ სულიერი განვითარებისკენ ისწრაფვიან და თან მოგებასაც იღებენ. სახელმწიფოს კი კულტურის სფეროს განვითარება­ არაფრად უღირს. დროებითი­ იყო სერიალ­ების აფეთქების 6-7 წელი. ეს ის წლებია, როცა ერდ­ოღანამდე­ ხელისუ­ფლება წამდ­აუწუმ იცვლებ­ოდა და ყოველი ახალი გუნდი დამხვდურს სამუ­შაოდან უშვებდა. ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა იოლი იყო და ზოგჯერ კულტურის მოღვაწეები ახერხებდნენ, რომ სახელმწიფოსგან ფინანსები მიეღოთ.

დღეს ქვეყანა ისლამიზა­ცი­ისკენ მიდის. ქალბატონებს, რომლებიც ჩადრს ჩამ­ო­იფარებენ, ხელფა­სსაც უნიშნავენ და მათი ოჯახი მატერიალურად ძლი­­ერდება.­ ასეთი ქალი კი, 80-მილიონიან თურქეთში, სადაც 60 მილიონი სოფლად ცხოვრობს და გოგონებს სკოლაში არ უშვებს­, ბევრი მოიძებნება.
ყოველივე ამის მიუხედავად, სულიერებისკენ სწრაფვის შეჩერება მაინც შეუძლებელია. დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო საქართველოში თურქეთის საელჩო. მათ ცნობილი თურქი მსახიობის ჩამოყვანა დააფინანსეს ჩემი სპექტაკლისთვის "სამანიშვილის დედინაცვალი", რომელიც თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში დავ­დგი, მაგრამ არა თეატრის შენობაში, რადგან ისეა დანგრეული, 90-იანი წლები მასთან მონაგონია.

- თურქული კულტურა მრავ­ა­ლი­­­ ხალხის კულტურის ნაზავია. ზოგიერთ თურქულ სერიალში­ ქართული მელოდიები­ ისმის. არა მგონია, ეს ქართული წარმოშობის თურქთა დამსახურება იყოს.

- თანამედროვე ტექნოლოგიებმა სამყარო დააპატარავა. 25 წლის წინ, როცა თურქეთში ჩავედი, ქართული­ წარმოშობის თურქებს აკრძალული ჰქონდათ რაიმე ქართ­ულის ხსენება. და თუკი რაიმეს აკეთებდნენ, ამბობდნენ, - ეს ხელოვნება არის ბათუმის, ბათუმურიო. ეს იმიტომ, რომ ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა. ამ ეტაპზე ქართული წარმოშობის თურქებს ლაპარაკის აღარ ეშინიათ. ქართული მელოდია კი თურქული კულტურის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავისუფლად ამოიღონ ინტერნეტიდან...

ერთხელ თურქეთის აეროპორტში ვზივარ, სადაც თურქული ესტრადის ვარსკვლავი ჩემთ­ვის ტკივილამდე ნაცნობ მელოდიას მღერის, თუმცა რას, აზრზე ვერ მოვდ­ივარ, მით უფრო, რომ ყველა მელოდია მთავრდება სიტყვით "ალაჰ". უცებ გონება გამინათდა - ეს იყო "ვაჟკაცო, მთაში გაზრდილოს" მელოდია, რომელსაც თურქი ვარსკვლავი თურქულად მღეროდა. რაღა თურქეთში­ მივდივართ, როცა ამას წინათ სომეხი გამოვიდა ევროპის სცენაზე,­ "ყვავილების ქვეყანა" იმღერა და გაიძახოდა, - მელოდია მე დავწერეო!

ხშირად ჩამოვდიოდი სამშობლოში, შვილები და მეგობრები­ არასოდეს დამვიწყებია. ერთი ჟურნალისტი­ ჩამაცივდა, - გინდა თუ არა, 9 ცოლი რატომ გყავდათო. არანაირი­ 9 ცოლი არ მყოლია-მეთქი. როგორ, ოფიციალურად თქვენ ნამდვილად 9 ცოლი გყავდათო! მე მხოლოდ ერთი ცოლი მყავდა, თეატრი. მასთან შეგუება კი ვერავინ შეძლო-მეთქი...

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით