"პალიტრა მედია" 15 წლის იუბილეს ულოცავს გაზეთ "კვირის პალიტრას" - კვირის პალიტრა

"პალიტრა მედია" 15 წლის იუბილეს ულოცავს გაზეთ "კვირის პალიტრას"

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრას" პირველი შვილი - ყველაზე განსხვავებული, გლამურული, მოდური და დახვეწილი ჟურნალი "ბომონდი" დაბადებიდან მეთხუთმეტე გაზაფხულს ულოცავს!

"კვირის პალიტრამ" ქართულ პრესაში ახალი ტილო მოხატა - თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალმხრივი გამოცემებით.

KvirisPalitra.Ge1995 წლის 18 აპრილს ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი "კვირის პალიტრა" გამოჩნდა. იმხანად, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გამოცემა არა მხოლოდ დაამკვიდრებდა ახალ ფერსა და სიტყვას ქართულ მასმედიაში, არამედ ლიდერად და ჩვენი უახლესი ისტორიის პირუთვნელ მემატიანედ გადაიქცეოდა.

ამ ყველაფრის საფუძველი კი იმ ადამიანთა უდიდესი ძალისხმევაა, რომლებიც გაზეთის სათავეებთან იდგნენ და მის ფურცლებზე საქმისა და სამშობლოს სიყვარულით ასახავდნენ ჩვენი ცხოვრების ფერად პალიტრას. შემთხვევითი არ არის, რომ "კვირის პალიტრას" ენდობიან და ყოველ ორშაბათს ახალი ნომრის გამოსვლას მოუთმენლად ელიან.

ვულოცავთ გაზეთ "კვირის პალიტრის" კოლექტივს იუბილეს და ახალ-ახალ წარმატებას ვუსურვებთ!

KvirisPalitra.Geკეთილი მარცვალი კეთილნაყოფიერი აღმოჩნდა - "კვირის პალიტრამ" ბევრ სასიკეთო წამოწყებას დაუდო სათავე. ყოველი ახალი იდეა, რომელიც სწორადაა გააზრებული და საზოგადოებისთვისაც ღირებულია, არასოდეს რჩება ჰოლდინგის ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა.

KvirisPalitra.Geასე შეიქმნა "კვირის პალიტრის" წიაღში კიდევ სამი ახალი ჟურნალი: "ოჯახის მკურნალი", "კარიბჭე" და "ლიტერატურული პალიტრა". ამ შვილობილმა ჟურნალებმაც შეინარჩუნეს "კვირის პალიტრის" უმთავრესი ღირებულებები:

KvirisPalitra.Geზომიერება, გონიერება და სიმართლისმოყვარეობა. სწორედ ამიტომ, როგორც "კვირის პალიტრა" ახერხებს ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი შეინარჩუნოს ოქროს შუალედი და ემსახუროს არა საზოგადოების გახლეჩას, არამედ გამთლიანებას და გაჯანსაღებას. ვულოცავთ ჩვენს დედაგაზეთს, "კვირის პალიტრას" იუბილეს და კვლავაც მართალი გზით სიარულს ვუსურვებთ.

KvirisPalitra.Geსაგამომცემლო სახლ "კვირის პალიტრის" შედარებით ახალი ოჯახიშვილები "ათიანი" და "ათიანში" თქვენთან ერთად ვზეიმობთ 15 წლის იუბილეს.

KvirisPalitra.Geდამოუკიდებელი ქართული მედიის ისტორიისთვის 15 წელიწადი ნამდვილად არ არის ცოტა და ეს რთული პერიოდი "კვირის პალიტრამ" და მისმა შვილობილებმა წარმატებით განვლეს, რისი დასტურიც მკითხველის სიყვარულია.

KvirisPalitra.Geის ძნელბედობის ჟამს შობილი ბიჭივით ძლიერი და ამტანი აღმოჩნდა. მისმა "მშობლებმა" იმთავითვე გაუკვალავი გზით იარეს. გარისკეს, კარგა ხანი, მხოლოდ დიდი შრომის, მოთმინებისა და ენთუზიაზმის იმედად მოქმედებდნენ და საბოლოოდ - გაიმარჯვეს. "კვირის პალიტრა" სულ ცოტა ხანში გახდა პოპულარული. არც საიმისოდ დასჭირვებია ბევრი დრო, რომ დაწინაურებულიყო და ქვეყანაში ყველაზე მასობრივ ყოველკვირეულად ქცეულიყო. მერე - "იბარტყა" და უამრავი შვილობილი გამოცემა თუ მედიასაშუალება გამოიყვანა ფართო საზოგადოების სამსჯავროზე.

ერთ-ერთი მათგანია ჩვენი ჟურნალი - "გზა", რომელიც წლეულს ასევე იუბილარია - მარტის დამლევს, დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა.

გულითადად ვულოცავთ "კვირის პალიტრის" დიდ ოჯახს ღირსსახსოვარ თარიღს და ვუსურვებთ, კვლავაც, ფლაგმანი ხომალდივით გაძღოლოდეს აწ უკვე მრავალფუნქციური კომპანიის - "პალიტრა მედიას" მრავალრიცხოვან არმიას!

KvirisPalitra.Ge"პალიტრა" ჩვენი ყველაზე მყუდრო და თბილი სახლია!

ალბათ, დამეთანხმებით, რომ მშობლის მზრუნველობა შვილს ყველა ასაკში სჭირდება. და თუ ეს შვილი ჯერ კიდევ ბავშვია, იგი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, ზრუნვასა და გვერდში დგომას მოითხოვს.

თქვენ გვერდში დგომას ჩვენ მართლაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ და მეტიც, ჩვენი არსებობა უთქვენოდ წარმოუდგენელია.

რა შეიძლება უსურვოს შვილმა საყვარელ მშობელს? რა თქმა უნდა, დღეგრძელობა, ბევრი ერთგული მკითხველი და კიდევ უფრო მეტი მართალი სიტყვა!

KvirisPalitra.Ge"სიტყვა და საქმე" დიდი სიყვარულით ულოცავს მშობელ "პალიტრას" 15 წლის იუბილეს.

ასე დაიწყო,… ჯერ იყო "პალიტრის" სიტყვა. 2 წელიწადში სიტყვას საქმე მოჰყვა და "პალიტრის" "გულში" 2 გვერდად განცხადებები ჩაიდო. შემდეგ გვერდების სიმრავლის გამო "პალიტრამ" რომ ვეღარ დაიტია, საქმედ ქცეული სიტყვა ცალკე გაზეთად  - "სიტყვა და საქმედ" ჩამოყალიბდა. ასე დაარსდა 1997 წელს ჩვენი გაზეთი.

"პალიტრის" გულში შობილი "სიტყვა და საქმე" გულისგულში ულოცავს მშობელ "პალიტრას" იუბილეს.

სიტყვა ქცეული საქმედ შენთანაა, ჩემო "კვირის პალიტრა"!

KvirisPalitra.Geჩვენს უფროს კოლეგას, მეგობარს და მფარველს - "კვირის პალიტრას" ვულოცავთ 15 წლის იუბილეს. ვუსურვებთ წინსვლას, განვითარებას, მკითხველთა სიმრავლეს, იმ ნდობისა და სიყვარულის შენარჩუნებას, რაც მან წლების განმავლობაში მოიპოვა.

ჩვენ 2002 წლიდან "პალიტრის” დიდი სახლის "რეიტინგული" ბინადარნი ვართ.

KvirisPalitra.Ge"პალიტრა მედიის" მრავალშვილიანი ოჯახის ნაბოლარა, ყველაზე ხმაურიანი წევრი - რადიო "პალიტრა" ულოცავს "კვირის პალიტრას" 15 წლის იუბილეს. ჩვენც ამ გაზეთის გენის მატარებლები ვართ - ვემსახურებით სიმართლესა და სიტყვის თავისუფლებას.

ტრადიციას არ დავარღვევთ და ვუერთგულებთ ყველა იმ ღირსებას, რომლითაც "კვირის პალიტრამ" ქართულ მედიასივრცეში ადგილი დაიმკვიდრა. "კვირის პალიტრასა" და "პალიტრა მედიას" ვუსურვებთ დღეგრძელობას, მკითხველისა და  მსმენელის სიმრავლეს. არასოდეს დაგვეკარგოს ფერი, რომლითაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ შევაფერადეთ ქართული მედიის პალიტრა.

KvirisPalitra.Ge8 წელი იზრდებოდა "კვირის პალიტრის" უბეში რუბრიკა "არსენალი", სანამ არ დავაჟკაცდა და 2004 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ცალკე, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" სახელით არ გაეცნო მკითხველთა არმიას.

"არსენალი" გულითა და სულით ულოცავს მშობელს - "კვირის პალიტრას" 15 წლის იუბილეს და ჰპირდება, მთელი თავისი არსენალით მის სადარაჯოზე იდგეს!

KvirisPalitra.Geქართულ მედიაში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში, კვირა "კვირის პალიტრით" იწყება. თქვენ ასოცირდებით სიტყვის თავისუფლებასა და გაწონასწორებულობასთან, რაც დიდი მიღწევაა დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკაში.

გისურვებთ, მუდამ ყოფილიყავით ქართული ბეჭდური მედიის სათავეში და მუდამ უერთგულეთ ჟურნალისტიკის მთავარ პრინციპებს - ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ჩვენ გვჯერა, რომ ერთგული მკითხველი არასოდეს მოგაკლდებათ.

KvirisPalitra.Geთქვენთან ერთად ვამაყობთ და ვიზიარებთ სიხარულს ქართულ მედიასივრცეში უნიკალური გამოცემის, გაზეთ "კვირის პალიტრის" დაარსებიდან 15 წლის საიუბილეო თარიღის გამო. ჩვენი ხალხის საყვარელი და მუდამ ეროვნული სულისკვეთების გაზეთი "ლელო" 2008 წლიდან გახდა "პალიტრა მედიის" დიდი საგამომცემლო ოჯახის წევრი, რითაც გაზეთმა ახალი სიცოცხლე და არსებობის მყარი გარანტია შეიძინა.

76 წლის "ლელო" გისურვებთ სპორტულ დღეგრძელობას და სარეკორდო შემოქმედებითი სიმაღლეების დაძლევას. ერთად გაგვეტანოს მრავალი ლელო.

KvirisPalitra.Geპრესის გავრცელების სამსახური. ელვა.გე  გულითადად ულოცავს "კვირის პალიტრას" 15-წლიან გაელვებას. ელვა.გე  2002 წელს თქვენთან ერთად ჩაება სიმართლის ფერხულში. გისურვებთ დღეგრძელობას. კვლავაც გაგეთბოთ მკითხველის გულები. თქვენ ხომ მუდამ ხალხის სამსახურში ხართ! ერთად გვევლოს ობიექტურობისა და სიმართლის არცთუ იოლ გზაზე. იდღეგრძელე, "პალიტრა"!

KvirisPalitra.Geგაზეთ Georgian Journal-ის რედაქცია სულით და გულით ვულოცავთ "პალიტრა მედიას" და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს 15 წლის იუბილეს, ვუსურვებთ წინსვლას, ქვეყნისთვის კიდევ უფრო ბევრი სასარგებლო საქმის კეთებას, მედიაეთიკასთან დაკავშირებული პრინციპული პოზიციის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო განმტკიცებას, ახალი იდეებისა და თანამედროვე მედიაპროექტების წარმატებულად განხორციელებას.

"მედია პალიტრის" ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გამოცემა, გაზეთი Georgian Journal-ი 3 წელია ერთგულად ემსახურება როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მკითხველს. იგი ვრცელდება თითქმის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, წამყვან ქართულ თუ უცხოურ კომპანიებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრა" ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა კონკურენტებისგან. იგი არასოდეს სჯერდება მიღწეულს. გაზეთი "ეკოპალიტრა" სწორედ ამ ზრდის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაყოფია, ჯერჯერობით მცირე მასშტაბის, მაგრამ მაინც ცდილობს, ბიზნესს სათანადო საინფორმაციო მომსახურება გაუწიოს. პოლიტიკის წარმმართველი ხომ სწორედ ეკონომიკაა.

გაზეთ "კვირის პალიტრასა" და მთელ მედიასახლს ვუსურვებთ დიდ წარმატებებს, ხოლო "ეკოპალიტრას" - ამ წარმატებებში თავისი წვლილის შეტანას.

KvirisPalitra.Geწიგნების მაღაზიათა ქსელი გილოცავთ 15 წლის იუბილეს, გვინდა გისურვოთ ნათელი მომავალი, სიმტკიცე, ძლიერება და პროფესიული წინსვლა.

კიდევ ერთხელ გისურვებთ დიდ მომავალს და უფლის მფარველობას!

KvirisPalitra.Geგამომცემლობა "პალიტრა ლ"  ვუერთდებით მრავალრიცხოვან მკითხველთა გულწრფელ მილოცვებს და გაზეთ ,,კვირის პალიტრას” ვულოცავთ დაარსებიდან 15 წლის თავს. ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეს ამ დიდი ოჯახის თითოეულ წევრს.

KvirisPalitra.Geმედიასახლის ყველაზე თინეიჯერული ჟურნალი "ოსკარი" "კვირის პალიტრას"  ულოცავს იუბილეს. მართალია, იგი ჯერ ისევ თინეიჯერია და ეამაყება, რომ ლიდერი გაზეთის ფრთებქვეშ დაიდო ბინა.

2007 წელი "ოსკარისათვის" იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან იგი მედიასახლის დიდი ოჯახის წევრი გახდა.

KvirisPalitra.Ge"ინტერპრესნიუსისთვის" "პალიტრა მედია" საკუთარ ოჯახად 5 წლის წინ იქცა. სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაზე დიდი სააგენტო მოულოდნელად დაიხურა და "მედია პალიტრასთან" ერთად მალევე ახალი ცხოვრება დაიწყო. იუბილეს ვულოცავთ "კვირის პალიტრას", გაზეთს, საიდანაც იწყება ჩვენი მედია სახლის ისტორია. კიდევ მრავალი წელი ღირსეულად ეტარებინოს "კვირის პალიტრას" საუკეთესო გაზეთის სახელი!

KvirisPalitra.Ge