"მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას"? - როგორ ეხმაურებიან გვარამიას ცემას "ფეისბუკში"? - კვირის პალიტრა

"მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას"? - როგორ ეხმაურებიან გვარამიას ცემას "ფეისბუკში"?

"საკმარისია ჩვენ დავუშვათ, რომ ვიღაც შეიძლება იმსახურებდეს ცემას და მოძალადე არათუ დასჯის, ლამის მადლობის ღირსიცაა, ამით საფუძველს ვუდებთ ძალიან სახიფათო პრეცედენტს"

"არ გაგიკვირდეს მეც რომ სადმე გადამაწყდე და თავი ვერ შევიკავო..."

"რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან, სგახსენებთ ინციდენტსი მონაწილეობა ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა რატი გაჩეჩილაძემ აღიარა (იხილეთ). გთავაზობთ დამდენიმე "ფეისბუკსტატუსს":

გიორგი ზერეკიძე, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"მეც უარესს თუ არა, იგივე დღეში აუცილებლად ჩაგაგდებ რომ იცოდე, ერთხელ თავი შევიკავე შენი შვილის გამო, მამები ჩვენც გვყავდა მაგრამ გეკიდათ! მეც მაგრად მკიდია შენი სენტიმენტები, თან თუ მამა დაასაფლავე Dinning room-ში რა გინდოდა...

ამოვიდა ყელში ამათი სითავხედე, მართლა თავი სად ჰგონიათ, ჩვენ გავქრით თუ რა ხდება??! გვარამია დღეში 2-ჯერ საცემია მარტო იმიტომ, რომ გვარამიაა და მერე კიდე - რომ ნაგლობს!".

დაჩი ცაგურია:

"მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას? მოძალადე რომ იქნები წლები მერე რესტორანში შეიძლება წამოგარტყას ყურის ძირში პროკურორობით თავზე გასული რომ ჩაგრავდი იმ კაცმა, ვინც დაჩაგრე ძალაუფლებით. დიახ. შეხვედრაზე ნერვებს ვთოკავ კბილებით, რომ რასაც იმსახურებთ, ის არ გავაკეთო. სადამდე შევძლებ თავის შეკავებას არ, ვიცი. დიახაც, არავის და არაფერს ამოეფარება, თქვენგან განსხვავრებით - ზონდერებით რომ გვისწორდებოდით. აი, ესე ღიად მივა, ჩვენებასაც მისცემს და ჩხუბზე რაცაა და როგორცაა აგებს პასუხს კანონოს წინაშე. ეგ თქვენ იყავით აქციებიდან გასულ ადამიანებს სადარბაზოებში რომ ეპარებოდით უკნიდან, ერთ კაცს თხუთმეტი ხელკეტიანი რომ სცემდა, რა, დაგავიწყდათ? გადაღებულიც ხომ არის აქციიდან გასულ მოქალაქეს მსოფლიო ბანკის ოფისთან რომ გადაუკეტეთ გზა მანქანიდან გადმოათრიეთ, გახეთქეთ ცემით, წაართვით მანქანა და დააგდეთ შუა ქუჩაში ნაცემ-ნაგვემი. გატაცებულ ადამიანებს მუხათგვერდში რომ ვპოულობდით დაგავიწყდათ? დიახ პროკურორო გვარამია შენ აკეთებდი ამას და ახლა არ გაგიკვირდეს მეც რომ სადმე გადამაწყდე და თავი ვერ შევიკავო...

რესტორნებში ყოველ დღე ვიღაცა ჩხუბობს, არც ეს იქნება ბოლო ჩხუბი დამიჯერეთ, ხვალაც იჩხუბებს ვიღაც".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყავნი:

"ტეხავს "მეგობრებო"! ძალიან ტეხავს!!

ინგა გრიგოლია, ჯურნალისტი:

"ცოტა ხნის წინ გიორგი გასვიანს დაესხნენ თავს, დღეს ნიკა გვარამიას... ხვალ ალბათ რიგში კიდევ ვინმე იქნება.. ვინმე, ვინც რომელიმე პატიოსან გვამს არ მოსწონს და აღიზიანებს. ძალიან საგანგაშოა ის, რაც სამართლიანობის თუ სიმთვრალის სახელით ხდება ამ ქვეყანაში! არა ძალადობას"!

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

"ადამიანის მიზანმიმართულად და მივარდნით ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ცემა კიდევ პოლიტიკური მოტივითაა გაპირობებული, ეს მხოლოდ დამამძიმებელი გარემოებაა. ლინჩის სამართლის მოწონება და წახალისება კი, თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ერი, უბრალოდ სამარცხვინოა. ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს.

იქნებ არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც ვიტყვი: პირადად მე, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ წმინდა ადამიანურადაც საკმაოზე მეტი (და ჩემის აზრით სამართლიანი) პრეტენზია მაქვს ზოგადად "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სრულიად კონკრეტულ ლიდერებთანაც. შეიძლება ბევრ მათგანზე მეტიც, ახლა რომ დედას იგინება და იფურთხება, მათი მმართველობისას კი შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მაგრამ ძალადობა და ლინჩის წესით ანგარიშსწორება არის კატეგორიულად მიუღებელი.

საკმარისია ჩვენ დავუშვათ, რომ ვიღაც შეიძლება იმსახურებდეს ცემას და მოძალადე არათუ დასჯის, ლამის მადლობის ღირსიცაა, ამით საფუძველს ვუდებთ ძალიან სახიფათო პრეცედენტს. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ ფიგურას, რადგან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ შეიძლება არსებობდეს პრეტენზიები და ნებისმიერი პოლიტიკოსი ვიღაცას საცემად და მოსაკლავადაც კი შეიძლება მიაჩნდეს. არავინ არაა ამისგან დაზღვეული. "ნაცს" "ქოცი" არ მოწონს, "ქოცს" "ნაცი", ბევრს არცერთი არ მოწონს, მაგრამ ეს ანტიპატიები თუ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, ეს უკვე ძალიან ცუდი ამბავი იქნება.

ამიტომ ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც "ნაცმოძრაობის" მმართველობა მიუღებლად მიაჩნდა და არც ახლა აქვს დიდი სიმპათია ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი მაგრამებისა და თუმცაღების გარეშე უნდა დავგმოთ ძალადობის ეს ფაქტი და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაგირება. იმედია, პასუხად "იქნებ შეაგინა" ტიპის კლასიკურ არგუმენტებს არ მოვისმენთ".

იხილეთ ასევე: "პატარა სილა ააწნა... ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს" - რა განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ შვილის საქციელზე და როგორ იმუქრება გვარამია?