"არაფერი ვიცოდი ჩხუბის გარდა"
"არაფერი ვიცოდი ჩხუბის გარდა"
"არ ვმალავ, რომ ამბიციური ვარ. კანზეც მიფიქრია და "ოსკარზეც". როცა მეკითხებიან, რაზე ოცნებობო, ვპასუხობ, არ ვოცნებობ, მე მაქვს მიზანი. ოცნება უნდა აქციო მიზნად"

"არ ველოდი, თუ ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "დედა" ამდენ ჯილდოს დაიმსახურებდა"


"რეჟისორმა რატი წითელაძემ პოეტური­ შავ-თეთრი ფილმის საშუალებით შეძლო რეალური ისტორიის, დრამის ჩვენება: მარტოხელა დედა იძულებულია საკუთარი შვილის არსებობა დაუმალოს საზოგადოებას, რომელსაც მხოლოდ გაკიცხვა შეუძლია","- 23-ე Certo Imola Festival-ი რატი წითელაძის შესახებ.

ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, არგენტინისა და სხვა
საერთაშორისო ფესტივალების მთავარი პრიზის მფლობელი, 4 საერთაშორისო ფესტივალის (იტალია, ესპანეთი, უნგრეთი და მაკედონია) გამარჯვებული ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "დედა" რეჟისორმა რატი წითელაძემ­ ყველა მარტოხელა დედას მიუძღვნა. რატის სარეჟისორო კარიერა 2011 წელს დაიწყო, მანამდე კი იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საბრძოლო ხელოვნებაში, მსახიობის კარიერა, პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" და
ფოტომოდელის პროფესია...

- ბავშვობაში ვხატავდი, შემდეგ სპორტი ავირჩიე. 17-წლიანი სპორტული კარიერის შემდეგ უარი ვთქვი სპორტზე­ და ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება­ იყო ჩემ­თვის, რადგან სხვა არაფერი ვიცოდი ჩხუბის გარდა, მაგრამ ისევ საბრძოლო ხელოვნება დამეხმარა, მებრძოლა ჩემს თავთან და შინაგანი, მამოძრავებელი ძალა არ ჩამქრალიყო. ყოველთვის საკუთარი თავის ძიებაში ვარ. ბავშვობაში მინდოდა ცნობილი ვყოფილიყავი, ეს ყველას უნდა, ალბათ, ცხოვრების რაღაც პერიოდში, ამან განაპირობა ჩემი მონაწილეობა პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები", მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა მეკეთებინა და ძიება-ძიებაში რეჟისურასთან მივედი.

- როგორ დაიბადა იდეა ფილმისა, რომელიც 100 საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი?

- როცა ვმუშაობდი ფილმზე "ცარ­იელი სახლი", თბილისში ჩამოვედი და ერთ დღეს შევესწარი საუბარს მარტოხელა დედაზე, რომლის ამბავმა ისე შემძრა, რომ ფილმად ვაქციე. ეს პატარა რეალური ისტორიაა, მაგრამ ბევრ პრობლემას ასახავს. არ ველოდი, თუ "დედა" ამდენ ჯილდოს დაიმსახურებდა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით: "როცა რამეს მიზნად დავისახავ, თავდაუზოგავად ვშრომობ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მიღწევის შემდეგ იმ საქმეზე გული მიცრუვდება".­ იყავით სპორტსმენი, ფოტომოდელი, მერე კინორეჟისურას მოჰკიდეთ ხელი, კანის კინოფესტივალზე რომ გაიმარჯვოთ ან "ოსკარი" აიღოთ, ისევ სხვა პროფესიის ძებნას დაიწყებთ?
- არ ვმალავ, რომ ამბიციური ვარ. კანზეც მიფიქრია და "ოსკარზეც". როცა მეკითხებიან, რაზე ოცნებობო, ვპასუხობ, არ ვოცნებობ, მე მაქვს მიზანი. ოცნება უნდა აქციო მიზნად. მაგალითად, აი, ახლა ბავშვების თემა მაქვს არჩეული. ჩემი დევიზია: "თუ რაიმე კარგად გამოგდის, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ეს არის შენი საქმე, სხვა რამეც უნდა მოსინჯო".

- რა გეგმები გაქვთ?

- მინდა, ბევრმა ქალმა გამომიგზავნოს რეალური ისტორიები, რომლებიც ქალთა დისკრიმინაციას ეხება, ასევე ბავშ­ვებთან დაკავშირებული თუნდაც სასაცილო ამბები. მთავარია, იყოს რეალური და ამ ისტორიებზე დაყრდნობით გადავიღებ ფილმს.

ნინო წიფურია
ათენა
24 იანვარი 2017 11:35
ყოჩაღ, რატი! მიხარია! გილოცავ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
23-07-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-07-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-07-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-07-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-07-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-07-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, პირველ რიგში რა არის გასაკეთებელი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, პირველ რიგში რა არის გასაკეთებელი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად?