რუსეთმა თავისი გაიტანა - საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტისას ნედლეულის სანაცვლოდ ფულს მიიღებს
რუსეთმა თავისი გაიტანა - საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტისას ნედლეულის სანაცვლოდ ფულს მიიღებს
ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა.

„გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ „გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია, თუმცა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ
You must have Flash Player installed in order to see this player.
შევძელით „გაზპრომ ექსპორტისგან“, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ
ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად
“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

„ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, კალაძე კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ „ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ვიღებთ დაახლოებით იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში“.

„რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი ეს მოლაპარაკებები. რამდენიმე შეხვედრა იყო და
ძალიან განსხვავებული პოზიციებიდან დაიწყო ჩვენი მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმება, რომელიც შედგა, იყო საუკეთესო იმ წინადადებებისგან, რომელიც იყო მიღებული“, - განმარტა კალაძემ.

კითხვაზე, რომ თუკი შარშანდელი მოლაპარაკებების დროს ქართული მხარის გამარჯვებად ჩაითვალა ტრანზიტის საფასურის ნედლეულით ანაზღაურების პრაქტიკის შენარჩუნება, ახლა რატომ მოხდა პოზიციის დათმობა, კალაძემ აღნიშნა: „პოზიციის დათმობას ვერ ვიტყვით. ჩვენ დღეს ხელშეკრულება არა გვაქვს, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლებოდა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
...
12 იანვარი 2017 10:16
უარესი გვეკუთვნის .ხომ ხვდებით რატომ????.
ლევანი
12 იანვარი 2017 09:28
ტყულს უნდა დაეჯერებოდეს! თუ ჩვენ გვემუქრება მილში გატარებული გაზის მოპარვა, რომელი კანონის საფუძველზე ატარებს რუსეთი სომხეთისკენ გაზს საქართველოს ტერიტორიაზე?და კიდევ ერთი: რა თანხას იხდის გაზპრომი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ და თუ არის ეს თანხა ადეკვატური წინა ხელშეკრულებასთან შედარებით?
ლევანი
12 იანვარი 2017 09:25
ტყულს უნდა დაეჯერებოდეს! თუ ჩვენ გვემუქრება მილში გატარებული გაზის მოპარვა, რომელი კანონის საფუძველზე ატარებს რუსეთი სომხეთისკენ გაზს საქართველოს ტერიტორიაზე?და კიდევ ერთი: რა თანხას იხდის გაზპრომი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ და თუ არის ეს თანხა ადეკვატური წინა ხელშეკრულებასთან შედარებით?
ზაზა
11 იანვარი 2017 22:04
ასეთი არაკომპეტენტურობა დიდი ხანია აღარ მინახავს, არც მოლაპარაკების და არც მერე ამ მოლაპარაკების პრესაში გაშუქების პროცესში, ყველაფერი ზევიდან დევს
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა