"ჩემს ცხოვრებაში კვლავ მზიანი დღეები იქნება"
"ძალიან გავღიზიანდი, მე და ზურას შორის ათწლიანი სხვაობა ერთმა ჟურნალისტმა  25 წლამდე რომ გაზარდა"

ზოგიერთი ქალბატონი მხოლოდ ცნობილი ადამიანის მეუღლეობით კი არ არის გამორჩეული, მთელი ოჯახითა და ახლობლებით დგას საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

KvirisPalitra.Geხათუნა ჟორდანიას ხალხის ყურადღება არასოდეს აკლდა. ჯერ ძმის და რძლის გარშემო აგორებულმა ჭორებმა, შემდეგ პირველი ქმრის, შვილისა და მეორე ქმრის გამო, საზოგადოების განსჯის ობიექტი გახდა. ცნობისმოყვარე თვალს გაურბოდა და ქუჩაში გამოსვლაც არ უნდოდა, მაგრამ ხომ იცით, დროს ყოველთვის
რაღაც მიაქვს და მოაქვს კიდეც.. ასე რომ, ჭორიკანებმა ილაპარაკეს, ილაპარაკეს და... გაჩუმდნენ.

ხათუნა ჟორდანიას კოსტავას ქუჩაზე, დედის ბინაში ვეწვიე. დღეს ამ ბინაში საკმაოდ ბევრნი ცხოვრობენ: ხათუნა, მისი მეუღლე, ერთ დროს პოპულარული "ქუჩის ბიჭების" მომღერალი ზურა ხაჩიძე, შვილები - ნინი და პატარა ანასტასია, ხათუნას დედა და
ძმის, მერაბის შვილები: 15 წლის კახი და 13 წლის ლევანიკო. ამ დიდი ოჯახის ყველაზე ხმაურიანი წევრი ანასტასია გახლავთ. მათთან იმ დროს მივედი, როცა ძიძაზე განაწყენებული ანასტასია სკამის ქვეშ შემძვრალიყო, როცა“შეარცხვინეს, - სტუმარი რას იტყვის შენზეო, სამალავიდან გამოძვრა და ჩვენი საუბარიც იმ მონატრებული ბავშვობიდან დაიწყო, საიდანაც ყველანი მოვდივართ და ყველას ძალიან გვიყვარს.

- ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უფროსია. მე რომ დავიბადე და ყურადღება ჩემზე გადმოვიდა, თურმე ბებოს (მამაჩემის დედა რუსი გახლდათ) ეუბნებოდა: - ია ეიო ზარეჟუ ი ვიბრაშუო! ამის შემდეგ უფროსები გაფაციცებულნი იყვნენ, რომ მერაბს მუქარა არ აესრულებინა.

წამოვიზარდე და მერაბიც დამიმეგობრდა, მაგრამ მოწაფეობისას სულ ვგრძნობდი მის თვალს. უმცროს-უფროსობა ჩვენს ოჯახში უმთავრესია და როცა მერაბზე დავიჩივლებდი, მშობლები და ბებია-ბაბუა ამას აინუნში არ აგდებდნენ, მიაჩნდათ, რომ ჩემი ძმა ყოველთვის მართალი იყო. ისე, მათ ნდობას მერაბი მართლაც იმსახურებდა, რადგან ძალიან კარგად სწავლობდა, გამორჩეული იყო, ტაქტიანი, თამაშობდა ფეხბურთს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ბებო აღმერთებდა და "პრინცს" ეძახდა. ერთი სიტყვით, ოჯახში მერაბის კულტი იყო და მინდოდა თუ არა, ამას უნდა შევგუებოდი.

ჩვენ ორივე 24-ე სკოლაში ვსწავლობდით, მერაბი პირველ ცვლაში იყო, მე - მეორეში. ერთხელ მე და ჩემი დაქალები შევთანხმდით და სკოლაში ადრე მივედით. მერაბი შეგვეფეთა და ისე დაგვიცაცხანა, ვინ სად გავრბოდით, ღმერთმა იცის. მერე მარტო მე კი არა, ჩემს მეგობრებსაც ეშინოდათ მისი და "ბუა" დაარქვეს. სამაგიეროდ, მოგვიანებით მერაბი ყველა ჩემს სურვილს ასრულებდა.

KvirisPalitra.Geთავის სიმკაცრეს ისე ლამაზად მალავდა, რომ აღარ ვაპროტესტებდი. ერთხელ მკითხა (მაშინ პირველ თუ მეორე კურსზე ვიყავი, უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე ვსწავლობდი), - ახლა რას ინატრებდიო. მეგობრებთან ერთად ზღვაზე მანქანით წავიდოდი დასასვენებლად-მეთქი.

მაშინ უცხოური მანქანა გვყავდა და ხანდახან უფლებას მაძლევდნენ, მეტარებინა, თუმცა ამხელა გზაზე არასოდეს მივლია. მერაბმა - კი, ბატონო, - შეგიძლია ოცნება აისრულოო. ის მაშინ ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდა და თითქმის სულ იქ იყო. უზომოდ გახარებულმა მეგობრებს თავი მოვუყარე, ჩავსხედით მანქანაში და წავედით. მერაბს უკვე დაეჯავშნა ჩვენთვის ადგილები ქობულეთის "ინტურისტში". მილიციის ყველა ტეკთან გვაჩერებდნენ და რაციით გადასცემდნენ მერაბს, რომელ საათზე რა მონაკვეთი გავიარეთ. მერაბი გრიგოლეთში გველოდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მკაცრი ძმა გყავთ, მაინც გაიპარეთ?
- მერაბთან არასოდეს ვლაპარაკობდი ჩემს თაყვანისმცემლებზე. ვიცოდი, ეს არ სიამოვნებდა. თბილისში არაფერი იმალება და მერაბმაც გაიგო ჩემი და თემურის ურთიერთობის შესახებ. გამაფრთხილა, კიდევ ერთხელ რომ მითხრან, რომ მას ხვდები, იცოდე, ინვალიდის ეტლში აღმოჩნდებიო, მაგრამ შეყვარებულ გოგოს რა მოეკითხება! ავდექით და ერთ მშვენიერ დღეს გავიპარეთ. მერაბი კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა, რაც ძალიან მაწუხებდა.

ბოლოს, ჩემს ქმარს ვუთხარი: - ყველაფერს ავიტან, მაგრამ მერაბის გაბუტვას ვერა, ამიტომ თუ მასთან ვერ მოაგვარებ საქმეს, შინ დავბრუნდები-მეთქი. თემურმა მერაბს ორი მეგობარი გაუგზავნა - დათო კაკულია და გიორგი ჯაფარიძე. მათთან საუბრის მერე მერაბი შემომირიგდა და  ძალიან მალე დიდი ქორწილიც გადაგვიხადა.

- მაგრამ, როგორც ვიცი, თემურს მალე დაშორდით.
- არ მომწონდა მისი ცხოვრების წესი... ბევრჯერ მივატოვე და ბევრჯერაც დავუბრუნდი.  ბოლოს, მერაბთან ერთად საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი და გამგზავრების წინ ჩემმა ძმამ თვითმფრინავის ბილეთი გადამიხია - ამ ერთხელაც მიეცი შანსი, ახლახან დამირეკა და მთხოვა, ხათუნასთან შემარიგეო. მაშინაც დავუჯერე მერაბს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი განშორება გარდაუვალი შეიქნა.  

- ზურა როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
- ზურა ნინისთან დუეტის ჩაწერის დროს გავიცანი. რუსა მორჩილაძის იდეა გახლდათ, რომ ნინის და "ქუჩის ბიჭებს" ერთად ემღერათ. ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც.

მაშინ მამა ავად იყო და ხან მასთან მივდიოდი საავადმყოფოში, თან ნინის ვუვლიდი. ზურა კი მსაყვედურობდა, - ჩემთვის სულ არ გცალიაო. ერთხელ გადავწყვიტე, რომ ჩვენი ურთიერთობა დამესრულებინა. ზურამ ეს ძალიან განიცადა, მაგრამ ორი თვის მერე მითხრა, - კარგი, დავშორდეთო. ეს უკვე აღარ მესიამოვნა.

მერაბმა ჩვენი ამბავი მაშინ გაიგო, როცა ოჯახში განვაცხადე, ზურას უნდა გავყვე-მეთქი. ზურამ იცოდა, რომ მერაბის გარეშე ეს ამბავი ვერ გადაწყდებოდა, სითამამისთვის ცოტა დალია და ისე მივიდა მასთან. ჩემმა ძმამ უთხრა: - რახან ხათუნას ასე სურს, არც მე ვარ წინააღმდეგიო.

სამაგიეროდ, დედაჩემი იდგა უარზე, რადგან ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო. ბოლოს და ბოლოს, ნინიმ იძალა და ზურა და ბებო შეარიგა. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი. ძალიან გავღიზიანდი, მე და ზურას შორის ათიწლიანი სხვაობა ერთმა ჟურნალისტმა 25 წლამდე რომ გაზარდა. მოკლედ, გარეთ გასვლა აღარ მინდოდა...

ჩემზე გავრცელებულ ჭორს როგორღაც მოვერიე, ჩემს ძმასა და რძალზე მოგონილის დავიწყება კი გამიჭირდა...

- და მაინც, რა მოხდა მათ შორის? მათ ხომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი?
- მათ ზღაპარივით ლამაზ სიყვარულს ჩასაფრებული ხალხის თვალი ეცა.

- გაქვთ მაკასთან ურთიერთობა?
- ჩემი ძმისშვილები ჩემთან იზრდებიან და როგორ შეიძლება, კახის და ლევანიკოს დედასთან არ მქონდეს ურთიერთობა? კახი წელს მანჩესტერში გავგზავნეთ სასწავლებლად, 15 წლისაა, საოცრად ნიჭიერი ბიჭია. ლევანიკო კი ჯერ 13-ის გახლავთ, ძალიან ჰგავს მერაბს და ზოგჯერ მას რომ ვუყურებ, ასე მგონია, მერაბი ზის ჩემ წინ და ჩვენი ბავშვობის კადრები მეორდება. ბიჭები მაკასთან მოსკოვში რამდენჯერმე იყვნენ, მაკაც, როცა ჩამოდის, შვილებთან მოდის და მიჰყავს.

- ვიცი, რომ ზურა ხაჩიძე რომანტიკული შეყვარებული იყო. ახლა როგორია, ხომ არ განელდა მისი რომანტიკა?
- არა, ზურა ისეთივე თბილი და მოსიყვარულეა, როგორიც ადრე იყო. ძალიან უყვარს ანასტასია და როცა ზურა შინაა, მისი დასჯა შეუძლებელია. ანასტასია საოცრად ჰგავს მამას გარეგნობითაც და ხასიათითაც. მასავით თბილი კია, მაგრამ საშინლად ჯიუტიცაა.

- ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი?
- ახლა მაქვს მძიმე პერიოდი. ასე არასოდეს გამჭირვებია. ეს დაიწყო მერაბის დაჭერის დღიდან და გრძელდება დღემდე.

- ახლა სად არის მერაბი?

- ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

- ზურა რას საქმიანობს?
- არაფერს... უმუშევარია.

- როგორია ხათუნა ჟორდანიას ერთი ჩვეულებრივი დღე?
- ძიძა გვიან მოდის ხოლმე და 12 საათამდე ანასტასიას დავტრიალებ თავს. ნინი მისი მეორე დედაა. ანასტასია რომ გაჩნდა, 15 წლის იყო. ზოგჯერ, როცა ანასტასია არ მიჯერებს, ნინით ვემუქრები. კვირაში ორჯერ ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, ინგლისურ ენას ვასწავლი სტუდენტებს, მათთან ურთიერთობა ძალიან მომწონს.

- ყოფილა ისეთი წუთი, როცა გითქვამთ, - მორჩა, დავიღალე, აღარაფერი არ მინდაო?
- კი, წუთიც ყოფილა, საათიც და დიდი პერიოდიც, როცა მსგავსი რამ წამომცდენია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი დამიყრია და იმედი გადამიწურავს. მჯერა, რომ დაღმართს აუცილებლად მოჰყვება აღმართი და ჩვენს ცხოვრებაში კვლავ მზიანი დღეები იქნება!
roka
09 აპრილი 2012 18:08
ლამაზი ოჯახი მასეთს არ ქვია.ბებერი ქალი ლოგინში პათოლოგიაა ორივეს მხრიდან. ნორმალურ მამაკაცს არ უნდა იზიდავდეს მასზე უფროსი დედაკაცი თანაც შვილიანი.
temo
24 ოქტომბერი 2010 09:52
ბებერი ცოლი ყველასგან შორს.რა ექნა ზურას.თავშესაფარი ნახა
kriss
03 მაისი 2010 01:12
visi ra saqmea tqvens shoris ramdenia asakobrivi sxvaoba? mtavaria tqven ertmaneti gikvart da gkavt arachveulebrivi shvili.gaixaret dzalian lamazi ojaxi xart.gkocnit uamravs

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები