ქვის კაცის სამფლობელოში
16-01-2017
ქვის კაცის სამფლობელოში
შთაბეჭდილების წიგნში გამორჩეული ჩანაწერია: "ბუნებასთან სიახლოვე კურნავს და აკეთილშობილებს ადამიანს, სულიერად ათბობს მას. ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა კუდავა, რომელიც საოცრად გრძნობს ბუნების ცხოველმყოფელ ძალას". ილია II, 1986 წელი

"მე ქვის კაცი ვარ", - ასე გამეცნო 72 წლის შოთა კუდავა­ და ულამაზეს სამყაროში შემიძღვა.­ გაქვავებული ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი ექსპონ­ატები შოთა კუდავას­ 35 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუკრებია­ და ერთ ჭერქვეშ დაუბინავებია.


ქვის დარბაზში კედელზე დაუდვიათ ბინა ქვის ლომს, სპილოს,
ნიანგს, არწივს... ქვათა ჰარმონიას ბუნებრივად შერწყმია უამრავი უძველესი ნივთი - მაჰაგონის­ დიდი მაგიდა, უძველესი სკივრი, ჭერში ჩამოკიდებული გიდელა, სპილენძის თუნგები, ჭაღად კი ფაეტ­ონის ბორბალს ნახავთ.

- "ქვის კაცი" ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ნარგიზა მგელაძემ შემარქვა. გაივლის ოცი წელი და 100 წლის გავხდები, მე, ადამი­ანი, დავამთავ­რებ სიცოცხლეს,
მაგრამ ქვები მარადიულია, საუკუნეებს უძლებს...
პროფესიით ეკონომისტი ვარ და ხშირად მიწევდა მივლინება საქართველოს ყველა კუთხეში. ვმუშაობდი ტურიზმის რესპუბლიკურ საბჭოშიც, ბუნებასთან კონტაქტმა, ქვების სიყვარულმა გადამაწყვეტინა მათი შეგროვება... საქართველოში ვინც კი ცნობილი მოღვაწეა, ყველას უნახავს ჩემი მუზეუმი­, ამერიკის ექსპრეზიდენტი­ ნიქსონიც კი მყავდა სტუ­მრად. დაუპატიჟებლად მესტუმრა, მითხრეს, არაოფიციალური ვიზიტი აქვს და თარჯიმანი არა გვყავსო. სამწუხაროდ, ისე გავუშვი, ერთი სიტყვაც ვერ ვუთხარით ერთმანეთს. ჩემს მინიმუზეუმში ვინ არ ყოფილა, შთაბეჭდილებების წიგნში ვერ ფარავენ ნანახით აღტაცებას.

- ტურისტები თუ მოდიან?

- ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ჩემი მინიმუზეუმი ტურისტების მოსანახულებელ ობიექტთა ნუსხაში არ ჩასვა, არადა, ურიგო­ არ იქნება, თუ ამას გააკეთებენ. ამდენი ბუნებრივი ქვისგამოსახულებიან ექსპონატს ანალოგი არა აქვს. დიდი ვაჟა წერდა: "უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა". მან ეს პოეტურად თქვა, მე კი, "ქვის კაცმა" მათ თავი მოვუყარე.

ნანა ფიცხელაური
ანა
22 მარტი 2017 11:28
სად მდებარეობს ეს მინიმუზეუმი?

რედაქტორის რჩევით