"ეს ბარები და ღამის კლუბები კი არა, საროსკიპოებია!"
16-01-2017
"ეს ბარები და ღამის კლუბები კი არა, საროსკიპოებია!"
ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ სინამდვილეში ამ დაწესებულებების მთავარი საქმიანობა პროსტიტუციაა, მაგრამ ძალიან იოლად შეიძლება ამის დამტკიცება. იმ ტერიტორიაზე თუნდაც 30 წუთით რომ გაჩერდეთ, საკუთარი ყურით გაიგონებთ, როგორ თანხმდებიან სხვადასხვა სახის სექსუალურ მომსახურებასა და გასამრჯელოზე. საუბედუროდ, "დასაქმებულები" ქართველი გოგონები არიან. ბევრი მათგანი არასრულწლოვანია...

"შევედი და საკუთარი თვალით ვნახე, რაც იქ ხდებოდა - 50-60 წლის მამაკაცები 16-17-18 წლის გოგონებთან ერთობოდნენ!"


რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვარდების მოედნის მიმდებარედ, მიწის ქვეშ
არსებულ პროსტიტუციის კერებზე ისაუბრა და შსს-ს შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოსთხოვა.

რამდენიმე დღის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ქართველი ემიგრანტები" - ვარდების მოედნის ტერიტორიაზე განთავსებული ღამის კლუბების­ დახურვის მოთხოვნით ბრიფინგი მოაწყო­ და აღნიშნა, - თუ კლუბები არ დაიხურება,­ ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთო.

დიდი ხანია, რაც ამ ტერიტორიაზე მოქმედი
თურქული, ირანული თუ არაბული­ ბარები და კლუბები საზოგადოებისა და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მითქმა-მოთქმისა და წუხილის საგნად იქცა.

ზვიად ყუშიტაშვილი, საერთაშორისო­ არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების" თავმჯდომარე:


- ამ გასართობ დაწესებულებებში ადგილი აქვს არასრულწლოვანთა პროსტიტუციას.
შარშან ზაფხულს ემიგრაციიდან დაბრ­უნე­ბულ­მა ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, აღმაშენებლის გამზირზე ღამის ბარი გაეხსნა და მთხოვა, გამყევი, ვნახოთ,­ თბილისის ღამის ბარებში რა სიტუაციაა, რა ფასებია, რა არის მოდურიო.
ავუყევით ელბაქიძის აღმართს და მოვხვდით ვარდების მოედანზე. ერთ-ერთი ბარის დაცვის ქართველმა თანამშრომელმა არ შეგვიშვა. პირდაპირ გვითხრა, უფროსებისგან აკრძალული მაქვს ქართველების შეშვებაო. მიზეზი ის იყო, რომ ქართველები გულგრილად ვერ უყურებენ თანამემამულეების - სრულწლოვნების თუ არასრულწლოვნების - უმსგავს საქციელს, იწყებოდა ჩხუბი და აყალმაყალი. საუბარი რომ გაგვიგრძელდა, დაცვის მეორე თანამშრომელმა გამოგვხედა, რომელიც ყოფილი პოლიციელი აღმოჩნდა. ადრე მეც პოლიციაში ვმუშაობდი და ერთმანეთი ვიცანით. ავუხსენი, რომ არც დასალევად და არც დროის გასატარებლად არ გვინდოდა ბარში მოხვედრა. მან უარი ვერ მითხრა და შეგვიშვა. შევედი და საკუთარი თვალით ვნახე, რაც იქ ხდებოდა - 50-60 წლის მამაკაცები 16-17-18 წლის გოგონებთან ერთობოდნენ!

ჩვენს ორგანიზაციას აქვს ინფორმაცია, რომ ამ კლუბებიდან არჩევდნენ გოგონებს, ჰპირდებოდნენ სამსახურს საზღვარგარეთ, ზოგს მომვლელად, ზოგს მოახლედ, სინამდვილეში კი ეს გოგონები ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებოდნენ.
არ ვართ წინააღმდეგი, რომ თბილისის ცენტრში იყოს ღამის ბარი ან ღამის კლუბი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნებისა იქნებიან მისი მეპატრონე ან სტუმრები, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ღმერთმა იცის, რა მომავალი ექნებათ იმ არასრულწლოვან გოგონებს, რომლებიც ამ ბარებში მუშაობენ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ბარები უნდა მოწმდებოდეს.
არც ერთი ბარი (ვარდების მოედნის მიმდებარედ ოცამდე ბარია) არ მუშაობს ოფიციალურად, არც ერთს არ აქვს დოკუმენტები, არც ერთის მმართველი არ არის ინდმეწარმე.

- მაშ, როგორ ახერხებენ მუშაობას?

- საქმეც ეს არის!.. სად არის საგადასახადო ინსპექცია?! სხვადასხვა სამსახური, რომლებიც ამას უნდა ამოწმებდნენ?! ან ვინ მფარველობს ამ, ეგრეთ წოდებულ, გასართობ დაწესებულებებს? ეს გასართობი ბარები და ღამის კლუბები კი არა, საროსკიპოებია.
ამ რაიონის გამგებელი ვერ იტყვის, რომ მათ შესახებ არაფერი იცის. და თუ იტყვის, თვალებზე ავაფარებ ფაქტებს, ისევე, როგორც ამ რაიონის დეპუტატს, პოლიციის უფროსს და სხვებს! სად არიან, რატომ აქამდე არ იღებდნენ ხმას?! კარგია, რომ პრემიერმა წამოჭრა ეს საკითხი.

ნინო თოდუა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" (CSDC) ხელმძღვანელი:
- ჩვენი ორგანიზაცია სამი წელია, სწავლობს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა პროსტიტუციის თემას. ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული არასრულწლოვანი ბავშვების უმეტესი ნაწილი - გლდანის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელები, ვარდების მოედანზე მომუშავე ბარებში იყვნენ დასაქმებული, ასე რომ, თემა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა, ჩვენთვის ნაცნობი და მტკივ­ნეულია.
გასული წლის ბოლოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში საკუთარი ძალებით ჩავატარეთ გამოძიება და ჩვენი თვალით ვნახეთ, რა ხდება ამ ბარებსა თუ კლუბებში. მეპატრონეები, ძირითადად, თურქები ან აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები არიან. რა თქმა უნდა, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ სინამდვილეში ამ დაწესებულებების მთავარი საქმიანობა პროსტიტუციაა, მაგრამ ძალიან იოლად შეიძლება ამის დამტკიცება. იმ ტერიტორიაზე თუნდაც 30 წუთით რომ გაჩერდეთ, საკუთარი ყურით გაიგონებთ, როგორ თანხმდებიან სხვადასხვა სახის სექსუალურ მომსახურებასა და გასამრჯელოზე. საუბედუროდ, "დასაქმებულები" ქართველი გოგონები არიან. ბევრი მათგანი არასრულწლოვანია... განსაკუთრებით გულსატკენი ის იყო, რომ სექსმუშაკთა შორის ქართველი ბიჭებიც შევნიშნეთ, თუმცა უცხო თვალისთვის ისინი მიმტანები ან ბარმენები არიან. საინტერესოა, რომ ამ ბარებში მოსახვედრად ფეისკონტროლის გავლაა საჭირო, რაც ქართველი მამაკაცებისთვის უარით მთავრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ მოინდომოს, ყველაფერი ერთ ღამეში აილაგმება. სამწუხაროა, რომ ამის სურვილი აქამდე არავის ჰქონია.
კარგია, რომ ბატონი პრემიერი შეეხო ამ სავალალო საკითხს. ყინული დნობას იწყებს და იმედია, შედეგსაც დავინახავთ.

- თქვენ იცით, როგორ ასაქმებენ მიუსაფარ ბავშვებს ამ დაწესებულებებში?

- მიუსაფარი ბავშვები ერთმანეთს მფარველობენ. ეს მფარველობა სამუშაოს შოვნით გამოიხატება. მე რამდენიმეს ვიცნობ. ვიცი, ხვდებიან, რომ კარგ საქმეს არ აკეთებენ, რომ ეს გამოსავალი არ არის და ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, თუმცა ფიქრობენ, რომ დღეს ეს სამუშაო მათთვის გადარჩენის საშუალებაა. რამდენიმე თუ იქ ღამით არ მუშაობს, ახლაც კი, ამ ყინვაში, ღAამეს სკვერში ათეEვს. სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.
აუცილებლად უნდა დაიხუროს ეს დაწესებულებები, იქ დასაქმებულ ბავშვებს კი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ესაჭიროებათ. მათ სჭირდებათ განათლება, დასაქმება, სხვადასხვა ცენტრში განაწილება, რათა უარეს სიტუაციაში არ მოხვდნენ და თვითმკვლელობამდე არ მივიდნენ.

ეკა სალაღაია

06 აგვისტო 2017 00:35
MAT KVEKNEBSHi BATONO EG DiD CODVAD iTVLEBA ...CHVENTAN ARC GMERTiA ARC XATiA ARC MTAVROBA DA ARC KANONi
irina
28 ივნისი 2017 11:07
es moitana evropisken swrapad svlam
დათო
28 ივნისი 2017 07:08
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მოღალატე ქართველები,ახლაც იგივე მეორდება,ვისაც ეს ეხება, ფულის გამო,თვალს ხუჭავს ამ პრობლემაზე,უცხოელები კი ისევ წამოგვესივნენ ამასობაში,და ჯიჯგნიან ჩვენს სისხლსა და ხორცს,როგორც წარსულში.....

რედაქტორის რჩევით