"სექსი დიდ ქალაქში" ჩემს ცხოვრებაზე დავწერე" - ექსკლუზიური ინტერვიუ ქენდის ბუშნელთან
06-02-2017
"სექსი დიდ ქალაქში" ჩემს ცხოვრებაზე დავწერე" -  ექსკლუზიური ინტერვიუ ქენდის ბუშნელთან
"ნიუ-იორკი სავსეა საინტერესო პერსონაჟებით! ადამიანებს ამ ქალაქში სურთ, იყვნენ ცნობილები, აღიარებულები, პოპულარულები, წარმატებულები და ისინი მუდამ იბრძვიან. სწორედ ეს ქმნის ბევრ საინტერესო ისტორიას, ამიტომაც - ნიუ-იორკი..."

ფილმი "სექსი დიდ ქალაქში" საქარ­თველოშიც ისეთივე პოპულარულია, როგორიც მსოფლიოში. 1994 წელს ფილმის სცენარისა და წიგნის ავტორმა ქენდის ბუშნელმა გაზეთ New York Observer-ისთვის შექმნა რუბრიკა სახელწოდებით: "სექსი დიდ ქალაქში" და ძალიან მალე გაითქვა სახელი. 1995 წელს სატელევიზიო კომპანია HBO-მ შეიძინა ქენდის ბუშნელის საავტორო ბლოკი. ასე
შეიქმნა სერიალი "სექსი დიდ ქალაქში".­

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი საყვარელი სერიალის ავტორს დავუკავშირდებოდი და ინტერვიუზე­ დამთანხმდებოდა. პირველად ქართულ მედიასივრცეში ბესტსელერების - "სექსი დიდ ქალ­აქში", "ყველაფერი იყიდება", "ქერის დღიურები", "მეხუთე ავენიუ", "სახლი ნომერი პირველი" და ა.შ. ავტორი ქენდის ბუშნელი გიამბობთ, როგორ შეიქმნა ყველაზე პოპულარული­ სერიალი.

-
თქვენი წიგნი "სექსი დიდ ქალაქში"­ და მის მიხედვით გადაღებული სერიალი საქართველოშიც ძალიან­ პოპულარულია. 4 მეგობრის ცხოვრება ბევრი ქალისთვის შთა­გონების წყაროა. ქერის, მირანდას, შარლოტასა და სამანტას თავგადასავლები პოპულარობას არ კარგავს. როგორ შეიქმნა "სექსი დიდ ქალაქში"?
-
"სექსი დიდ ქალაქში
" დავწერე ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც წიგნსა და სერიალში აღწერილ მოვლენებს ძალიან ჰგავდა. ვიყავი მარტო, თავისუფალი, მყავდა ჩემი Mr. Big-ი და უამრავი­ დაქალი...

- რადგან Mr. Big-ი ახსენეთ, სერიალის სხვა გმირებზეც მინდა გკითხოთ - ხშირად დაობენ მედიაში ეიდენისა და ალექსანდრ პეტროვსკის პერსონაჟებზე, არიან თუ არა ისინი თქვენი ცხოვრების რეალური გმირები?

- ბევრი ბოიფრენდი მყოლია და ნამდვილად იყო ჩემს ცხოვრებაში ეიდენისა და ალექსანდრ პეტროვსკის მსგავსი ტიპაჟებიც. პეტროვსკი (მის როლს სერიალში ამერიკელი ქორეოგრაფი და მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვი ასრულებს) არ იყო შემთხვ­ევითი, რადგან შემდეგ ცოლად გავყევი ნიუ-იორკ-სითი ბალეტის სოლისტ ჩარლზ ასკეგარდს. რაც შეეხება აიდენს, ის დედაჩემს არასდროს მოსწონდა.

- როგორ შეხვდით სარა ჯესიკა პარკერს?

- ბროდვეიზე შოუ იდგმებოდა, სახელწოდებით: Once Upin A Mattress, მთავარ როლში იყო, მღეროდა და ცეკვავდა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა.

- ყველა თქვენს წიგნში მოვლენები ნიუ-იორკში ვითარდება. მკითხველმა იცის ამ ქალაქის ქუჩები, ბარები და ყველაფერი, რაც ნიუ-იორკს უკავშირდება. ჩემი შემდეგი კითხვაც ასეთია - რატომ ნიუ-იორკი?

- ნიუ-იორკი სავსეა საინტერესო პერსონაჟებით! ადამიანებს ამ ქალაქში სურთ, იყვნენ ცნობილები, აღიარებულები, პოპულარულები, წარმატებულები და ისინი მუდამ იბრძვიან. სწორედ ეს ქმნის ბევრ საინტერესო ისტორიას, ამიტომაც - ნიუ-იორკი...

- ქორწინების შემდეგ თქვენს გმირებს პრობლემები აქვთ - ყოველდღიური რუტინა, ნაცრისფერი გარემო, ერთფეროვნება... გჯერათ სიყვარულის? შესაძლებელია ერთი ცხოვრება, ერთი სიყვარული - One Love, One Life?

- ქორწინება არ არის ყველა პრობლემის დასასრული, პირიქით, ახალი გამოწვევები იწყება. ყოველდღიური რუტინა ყველა ადამიანზე ახდენს გავლენას და ფილმის გმირების პრობლემები ჩვეულებრივი ქალის რეალური ცხოვრების ანარეკლია. შესაძლებელია თუ არა, ერთი ადამიანი გიყვარდეს? ალბათ კი, ან - არა, მაგრამ ჩვენ ხომ განვაგრძობთ იმ ერთის ძებნას?!

- რომელია თქვენი საყვარელი წიგნი თუ პერსონაჟი და რატომ?

- ჩემი საყვარელი წიგნია "ყველაფერი იყიდება". მიყვარს მთავარი გმირი ჯეინ უილკოქსი. ის ისეთი ცბიერია, როგორიც ადამიანების უმეტესობა, და ისიც არ ნანობს შეცდომებს...

- "სექსი დიდ ქალაქში" ორი ფილმი უკვე გამოვიდა. მაყურებელს აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ფილმის გმირები დღეს. არ იგეგმება მესამე ნაწილის გადაღება?

- არა მგონია, მესამე ფილმი გადაიღონ, მაგრამ ჩემს ფანებს ვეტყოდი, რომ უყურონ Lipstick Jungle-ს, სატელევიზიო სერიებს, რომელიც ასევე ჩემი წიგნის მიხედვით არის გადაღებული."

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით