განქორწინებათა რიცხვი იზრდება
06-02-2017
განქორწინებათა რიცხვი იზრდება
ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადა­ვხედავთ, საქართველოში განქორწინებათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ქორწინებათა რაოდენობა კი იკლებს. რატომ არ არის ქორწინებათა რიცხვი ისეთივე მზარდი, როგორიც განქორწინება, ამ კითხვით ფსიქოლოგ ნანა აღაპიშვილს მივმართეთ:

- დღეს ახალგაზრდებში ფორმალური­ ქორწინების მიმართ­ დამოკიდებულება შეიცვალა. ეს სტატისტ­იკაც ამაზე მეტყველ­ებს. ახალგაზრდები წყვ­ილდებიან და ცხოვრობენ ისე, რომ ოფიციალურად­ არ რეგისტ­რ­ირდებიან, ვიდრე ამის სურვილი და აუცილებლობა არ დადგება... წინა თაობებში საზოგადოების მოთხოვნა­ იყო, რომ წყვილი დაქ­ო­რწინებულიყო­ და ეს კავშირი შესაბამისი დოკუმენტებით
გაემყარებინა... ამასთან, მიიჩნეოდა, რომ გოგონა 25 წლამდე უნდა გათხოვილ­იყო. ახლა ეს დამოკიდებულებაც შეიცვალა და ახალგაზრდებმა გააცნობიერეს, რომ ოჯახი მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებს არ ეფუძნება და თავს იჩენს ყოფითი­ საკითხები...

ერთი მხრივ, პოზიტიურად ვუყურებ განქორწინების საკითხს - როდესაც მეუღლეებს შორის დაძაბულობა წლობით გრძელდება, რატომ უნდა აიტანონ მთელი­
ცხოვრება სტრესი და ბავშვსაც დაუნგრიონ ფსიქიკა?! ამ შემთხვევაში განქორწინება სწორი გამოსავალია...
რას გრძნობს ბავშვი, როდესაც მშობ­ლ­ები განქორწინებას გადაწყვეტენ და როგორ უნდა მოიქცეს დედა-მამა, რომ შვილს სტრესი შეუმსუბუქოს, ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე­ გვესაუბრება:

- მშობლების დაშორებას ბავშვი ნებისმიერ ასაკში მძიმედ განიცდის. განსაკუთრებით მცირეწლოვნებს სჭირდებათ ორივე მშობლის თანადგომა, რადგან ისინი 1, 3 და შემდეგ 6 წლის ასაკის კრიზისს განიცდიან. ევროპისა და ამერი­კის კვლევებს თუ გადავხედავთ, ყველაზე­ "დამზოგველი" ასაკი 7-დან 10 წლამდეა, თუმცა, ეს ძალიან პირობითია...

დედ-მამას თანაბარი როლი ეკისრება ბავშვის ჰარმონიულ განვითარებაში. ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში მამის ჩართულობა აუცილებელია - მის ხმაზე ნაყოფი რეაგირებს, ანუ ცნობს მამას, რომელიც დედის სიახლოვესაა... შემდეგ, როცა ბავშვი იბადება, დედა მძიმე მდგომარობაშია, მასაც სჭირდება მოვლა და აქაც მამის­ თანადგომაა საჭირო - რაც უფრო აქტიურად ერთვება მამა შვილის მოვლაში,­ პატარა მით უფრო ბედნიერია და კარგად გრძნობს თავს. მამები მეტად მშვიდ­ები არიან, მეტ თავისუფლებას ანიჭებენ ბავშვს და მათთან ურთიერთობა სახალისოა, დედები კი შფოთავენ, შესაძლოა, თავისუფლ­ება შეუზღუდონ ბავშვს... ორივე მშობლის აქტიურობა დადებითად აისახება ბავშვის განვითარებაზე. ბავშვი როგორც დედის, ისე მამის უპირობო სიყვარულს იღებს...
უკვე ათი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და სამწუხაროდ, ყოველწლიურად მშობლების მომართვიანობა მატულობს - მშობელი დღეს მეტად ინფორმირებულია და ეძებს პრობლემებთან გამკლავების გზებს, ცდილობს, ბავშვის ემოციურ მდგომარეობას ფსიქოთერაპევტების დახმარებით მომზადებული შეხვდეს.

- ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ­ მოიქცეს, როგორ აუხსნას შვილს დაშორების მიზეზი...

- ჯობია ყველაფერი ავუხსნათ - რომელიმე მშობელი თუ ცალკე ცხოვრობს,­ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ უყვართ და მასთან ურთიერთობა შეეზღუდებათ. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, ნებისმიერ დროს ეკონტაქტოს ორივე მშობელს... ბავშვი­ მშობლების დაშორებას მძიმედ განიცდის­ და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირეწლოვან ბავშვებში. პატარამ შეიძლება ნეგატიური ფანტაზიის წყალობით ჩათვალოს, რომ მშობლების დაშორება მისი ბრალია, ან განუვითარდეს დაუცველობის განცდა, რადგან მამა და დედა გვერდში არ ჰყავს...­ თუ მშობლები აცნობიერებენ ამ პრობლემას და სურთ მისი თავიდან აცილება, არ უნდა შეუზღუდონ კომუნიკაცია. ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია, მშობლები პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს და რაც მთავარია, ბავშვს. არ გამოიყენონ ის ერთმანეთთან ბრძოლის იარაღად და ერთობლივად იზრუნონ მის განვითარებაზე.

ნინო წიფურია
dato
11 თებერვალი 2017 11:45
ჯობია საერტოდ არ გათხოვდნენ

რედაქტორის რჩევით