5 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის
13-02-2017
5 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის
რა არის ბავშვის ყველაზე ბუნებრივი და სასურველი საქმიანობა? რა თქმა უნდა, თამაში. სწორედ თამაში უყალიბებს უმთავრეს უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომში პიროვნულ თვისებებსა და წარმატებაზე ახდენს გავლენას. როცა თამაშს ასეთი სერიოზული მისია აკისრია, სასურველია, დავინტერესდეთ, რით თამაშობს ჩვენი შვილი.

ფიზიკური განვითარებისთვის აქტიური სპორტული თამაშები შეუდარებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ინტელექტის განვითარებაც. რომელი თამაშებია ყველაზე სასარგებლო ბავშვის შემოქმედებითი და გონებრივი განვითარებისთვის?
ინტელექტუალურ თამაშებში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ საბავშვო ჟურნალებს. რომელია მათი შეფასებით, 5 ყველაზე
სასარგებლო თამაში ბავშვისთვის? გამოცდილებას გვიზიარებს ჟურნალ `საბავშვო კარუსელის~ რედაქცია, რომელიც ამ თამაშებს სისტემატურად იყენებს.

1. სამაგიდო თამაში


მაგიდის თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. ისინი, მინიმუმ, 2 მოთამაშეზეა გათვლილი, ანუ ბავშვი მ
არტო ვერ ითამაშებს. კარგი იქნება, თუ პარტნიორობას მშობელი გაუწევს. დღეს ხომ მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო არ ჰყოფნით. სულ რამდენიმე პარტიაა საკმარისი, რომ მშობლებთან ურთიერთობას მონატრებულმა პატარამ მთელი კვირის დანაკლისი აინაზღაუროს.
გარდა ამისა, თამაშს თავისი წესები აქვს. ასე რომ, თამაშისას ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას.

ეს ერთგვარი გაკვეთილებია, რომლებიც ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე. ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მომავალში კიდევ ექნება მოგების შანსი. ეს მნიშვნელოვანი უნარია. გამარჯვება ხომ იმედგაცრუების შემდეგ მოდის, რაც ცხოვრებაში ბევრჯერ დამტკიცებულა.

2. გასაფერადებელი


გასაფერადებელი ბავშვს ამშვიდებს. აქტიური დღის შემდეგ მოდუნება აუცილებელია. გასაფერადებელი ყველაზე მოუსვენარ ბავშვსაც კი"აიძულებს, მშვიდად დაჯდეს და ფანტაზია აამუშაოს."`საბავშვო კარუსელს~ სახატავი და გასაფერადებელი ალბომი სპეციალურ ჩანართად, საჩუქრად მოჰყვება.
გასაფერადებლით ბავშვი არა მარტო ფერთა გამის შერჩევას სწავლობს, იმახსოვრებს ფორმებს, პერსონაჟების ხასიათს. შემდეგ ცდილობს, გააცოცხლოს ეს პერსონაჟი თავისი შერჩეული და მოფიქრებული ფერებით. ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან დაკავებული"მოფიქრებებით, სხარტი გონებით გამოირჩევიან და ნერვული დარღვევებისგანაც დაცულნი არიან. უვარჯიშდებათ კონცენტრაციისა და ყურადღების უნარიც.

გასაფერადებელი ბავშვის ხელს თანდათან ავარჯიშებს კალიგრაფიისთვის. ის მალე შეძლებს სწორი მოხაზულობების გაკეთებას.

3. ლოგიკური თავსატეხები


სპეციალისტები აღიარებენ, რომ ბავშვები, რომლებიც ალღოს უღებენ და სწრაფად ხსნიან თავსატეხებს, ცხოვრებაშიც სწრაფად და მარტივად პოულობენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს, უვითარდებათ პრინციპული და ძლიერი ნებისყოფა, უადვილდებათ ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა, რაც წარმატების მთავარი წინა პირობაა.

4. კროსვორდი


ეს არის ცოდნის შემოწმების საუკეთესო გზა, ნასწავლისა თუ გაგონილის გახსენება. ბავშვი თავის გონებრივ `არქივში~ ეძებს სწორ პასუხს. ნახატს თუ ახსნა-განმარტებას აკავშირებს ნანახსა თუ გაგონილთან. რაც არ იცის, იმას პასუხებში ეძებს და ყოველთვის ამახსოვრდება. სამომავლოდ კი სურვილი უჩნდება, ბევრი სიტყვა და სახელწოდება დაიმახსოვროს. ნასწავლის სწრაფად გახსენებასაც ეჩვევა.

5. კალიგრაფიული თამაში


ეს, როგორც წესი, წყვეტილ ხაზებად მოცემულ ნახატებზე ხაზების უშეცდომოდ გავლებას გულისხმობს. ამით თან ერთობა, თან ხელს ავარჯიშებს, რაც კალიგრაფიის დახვეწაში დაეხმარება. ბავშვები, ვისაც ასეთი სავარჯიშოები მოსწონთ, საკლასო რვეულში ყოველთვის აკურატულად წერენ.
მშობლებს ვურჩევთ, ბავშვებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ჟურნალის დავალებების შესრულებაში. ამას თავისი დატვირთვა აქვს: ჯერ ერთი, უფროსთან ერთად თამაშის ან თავსატეხის ამოხსნის პროცესი უფრო საინტერესო ხდება. ბავშვთან ერთად იმსჯელეთ, ხმამაღლა იფიქრეთ, ერთად მოსინჯეთ სხვადასხვა ვარიანტი. გამოცნობა ხომ ნამდვილი სიამოვნებაა, რომელსაც კომპიუტერულ თამაშზე ნაკლები ტკბობა არ მოაქვს.
ბავშვები, რომლებიც მიჩვეული არიან ასეთ თამაშებს, ადვილად ეგუებიან სკოლის გარემოს, უადვილდებათ დავალების გააზრება და მაქსიმალურად ავლენენ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებს.

შორენა ბურდილაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით