უბრალოების ხიბლი და შარვალჩახდილი პოლიციელი
06-03-2017
უბრალოების ხიბლი და შარვალჩახდილი პოლიციელი
"მოხუცი ღვეზელს ჭამდა და აპარატის დანახვა ისე გაუხარდა, ჭამას თავი დაანება და გამეპრანჭა. მივხვდი, იმწუთას უბედური არ იყო, თავისი სიღატაკე სულაც არ ადარდებდა. მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებსაც პრობლემები სიცოცხლის სიყვარულს არ უკარგავს. ასეთ კადრებში უბრალოების ხიბლი იგრძნობა..."

"ახალციხეში თერძის სახელოსნოში მოხუცი კაცი გარღვეულ შარვალს კერავდა, მის უკან კი შარვალჩახდილი კაცი იჯდა. ძალიან მომინ
და აპარატის ჩაჩხაკუნება. თუმცა მერიდებოდა, ასე ადვილი ხომ არ არის ნახევრად შიშველი კაცის გადაღება? მოკლედ, ვარ ამ წვალებაში და უეცრად, თვითონ არ მიქნევს ხელს - მიდი, მიდი, ნუ გერიდებაო! ადგილობრივი სომეხი აღმოჩნდა, პოლიციელი, სულაც არ ადარდებდა, შიშველს გადაიღებდნენ თუ ჩაცმულს"


ფოტოგრაფია თითქმის 200 წლის არის და ამ ხნის მანძილზე ზემოქმედების ძალა არ დაუკარგავს. პირიქით - ოთხკუთხა ყუთიდან "ჩიტის გამოფრენით" დაწყებული ციფრულ შოკამდე სულ
უფრო აქტუალური ხდება.­ ჩვენში ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფია, არიან ისეთებიც, ვისი შემოქმედებაც უხმაუროდაც ახერხებს ჩვენს დატყვევებას. მაგალითად, ფოტოგრაფი დავით ხიზანიშვილი. ახალგაზრდა კონტრაბასისტი ჯანსუღ კახიძემ ულაპარაკოდ მიიღო თავის სიმფონიურ ორკესტრში, მან კი ორკესტრი მიატოვა და ფოტოაპარატი აიღო.

დავით ხიზანიშვილი: -
სხვათა შორის, ფოტოაპარატი კონტრაბასამდე მქონდა. კონსერვატორიაში ერთი პროფესიონალი ფოტოგრაფი მუშაობდა. ერთხელ დამიძახა და ორკესტრის ინსტრუმენტების ფოტოები მაჩვენა, - ჩვენს ორკესტრს საზღვარგარეთ არავინ გაუშვებს, თუ ინსტრუმენტების პასპორტებს არ წარადგენენო. ანუ საკრავებს ისეთივე პასპორტები სჭირდება, როგორიც ადამიანს - სხვანაირად­ არ გადაატანინებენ საზღვარზე. ფოტოზე საკრავის უმნიშვნელო ნაკაწრიც კი უნდა იყოს აღბეჭდილი. იმ კაცმა მითხრა, თუ ასეთი პასპორტების გადაღ­ებას ისწავლი, პურის ფული მუდამ გექნებაო!.. დავთანხმდი - სხვა გზა არ იყო. პირველი ფოტოების დაბეჭდვისას ძალიან ვღელავდი, ვიცოდი, მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო. ეს პროცესი იმდენ ხანს გავწელე, სანამ ორკესტრის წევრები არ მომადგნენ კარს - რას შვრები, ბიჭო, გასტროლები არ ჩაგვიგდოო... მოკლედ, ამ საქმემ ორი წელი ოჯახი შემანახვინა. მერე "საქინ­ფორმში" მოვხვდი...
alt
- ანუ ქართული ფოტოგრაფიის ელიტაში.

- დიახ, ასეა. "საქინფორმიდან" ფოტოები იყიდებოდა უცხოეთში, იყო დიდი კონკურსი ცოცხალ ფოტოებზე.
1998 წელს გოჩა ესებუამ ტერაქტი რომ მოაწყო ჯიხაშკარში და უცხოელები აიყვანა მძევლებად, ფოტოგრაფებმა მითხრეს, - გუშინ შვეიცარიელები ამ კადრებში 10.000 დოლარს იძლეოდნენ, მაგრამ არავის ჰქონდაო. არავის ჰქონდა იმიტომ, რომ ესებუას რაზმი,­ უცხოელებიანად, ალყაში იყო და ახლოს არავის უშვებდნენ... ჯიხაშკარის ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ესებუამ პირველი მძევალი რომ გამოუშვა, იმ კაცის ერთადერთი ფოტო მე გადავიღე. ეს კადრი გავრცელდა მთელ საქართველოში, როგორც ამ ამბის სიმბოლო...

ამ პერიოდიდან კიდევ ერთი ამბავი მახსენდება. მგონი, მაშინაც 1998 წელი იყო. პირველმა ინვესტორმა თბილისში პირველი სიგარეტის ქარხანა გახსნა. შევარდნაძეც ძალიან გახარებული გახლდათ. ყველა ფოტოგრაფისთვის, ვისაც მასთან უმუშავია, ცნობილია, რომ მას ფოტოგრაფის სურვილების ამოკითხვა შეეძლო და შესაბამისად ბრწყინვალედაც პოზირებდა. თუ ფოტოს გადაღება არ უნდოდა და ხასიათზე არ იყო, გარბოდა, მაგრამ იმ დღეს არსად გაგვქცევია. დაჟინებით შევყურებდი შევარდნაძის ხელში ერთ ღერ სიგარ­ეტს, ძალიან მინდოდა, მოექაჩა, თუმცა ვიცოდი, რომ ამ კაცს სიგარეტი თავის დღეში არ მოუწევია. ამასობაში შევარდნაძემ გამოხედა ჩემს მომარჯვებულ აპარატს და უეცრად წაიკითხა, რაც მინდოდა, - პირში სიგარეტი გვერდულად "გაიჩხირა" და სიცილი აუტყდა. ასე გადავიღე ეს კადრი - ალბათ, მის სიცოცხლეში ერთადერთხელ სიგარეტით პირში. სამწუხაროდ, ამ ფოტოს მხოლოდ უხარისხო ანაბეჭდი დარჩა, მაგრამ მაინც მახსენებს, როგორ ვტკბებოდი წარმატებით...
alt
სამაგიეროდ, ვკანკალებდი პატრიარქის გადაღებისას... სამ­წუხაროდ, მანამდე მაინცდამაინც ეკლესიური არ ვიყავი, თუმცა, შემძრა ნათლისღებაზე ილია მეორის ლოცვამ, იმდენად მხურვალედ ილოცა, რომ ვთრთოდი. მინდოდა, გადამეღო, მაგრამ ნებართვა არ მქონდა. მეორე წელიწადს ნებართვა მოვიპოვე და წყალკურთხევაზე წავედი. მოკლედ, ვდგა­ვარ სამებაში, გამოდის პატრიარქი, უკან მოჰყვებიან მღვდელმსახურები. ვიგრძენი, რომ ჩემ თვალწინ დიდი საიდუმლო უნდა გახსნილიყო. უცებ დავიჭირე წამი, როგორ ერთდროულად ეამბორა პატრიარქს­ ოლარზე ორი მღვდელმსახური. კადრში მოწიწებისა და მოკრძალების სამკუთხედი შეიკრა...
alt
- თქვენს ბევრ ფოტოში სითბო იგრძნობა.

- ეს აუცილებელია. "გაყინულ" კადრებს­ იშვიათად ვიღებ, გული არ მიმიწევს...
ერთი სახასიათო კადრი უნდა გაჩვენოთ - ახალციხეში ვახლდი უცხოურ ორგანიზაციას, რომელიც იქ უფასო იური­დიულ კონსულტაციებს ატარებდა და ეს უნდა აღმებეჭდა, ოღონდაც კაბინეტური ფოტოებით. მომბეზრდა დადგმული კად­რების გადაღება და ვუთხარი მათ, - გავალ გარეთ და იმ ხალხს გადავიღებ, ვისთვისაც ზრუნავთ-მეთქი. ამ სიარულში თერძის სახელოსნოში შევიხედე - მოხუცი კაცი გარღვეულ შარვალს კერავდა, მის უკან კი შარვალჩახდილი კაცი იჯდა. იმდენად სახასიათო კადრი იყო, ძალიან მომინდა აპარატის ჩაჩხაკუნება. თუმცა მერიდებოდა, ასე ადვილი ხომ არ არის ნახევ­რად შიშველი კაცის გადაღება? მოკლედ, ვარ ამ წვალებაში და უეცრად, თვითონ არ მიქნევს ხელს - მიდი, მიდი, ნუ გერი­დებაო! ადგილობრივი სომეხი აღმოჩნდა, პოლიციელი, სულაც არ ადარდებდა, შიშველს გადაიღებდნენ თუ ჩაცმულს...

ძალიან მიყვარს ერთი ფოტო - მოხუცი ღვეზელს ჭამდა და აპარატის დანახვა ისე გაუხარდა, ჭამას თავი დაანება და გამ­ეპრანჭა. მივხვდი, იმწუთას უბედური არ იყო, თავისი სიღატაკე სულაც არ ადარდებდა. მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებ­საც პრობლემები სიცოცხლის სიყვარულს არ უკარგავს. ასეთ კადრებში უბრალოების ხიბლი იგრძნობა...
„1998 წელს გოჩა ესებუამ ტერაქტი მოაწყო ჯიხაშკარში და უცხოელები აიყვანა მძევლებად... ესებუამ პირველი მძევალი რომ გამოუშვა, იმ კაცის ერთადერთი ფოტო მე გადავიღე. ეს კადრი გავრცელდა მთელ საქართველოში, როგორც ამ ამბის სიმბოლო...“
- მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანები სხვანაირად გამოიყურებიან?..

- მაგალითად, სოროსი მყავს გადაღებული თბილისში. მის თვალებში დიდი ძალაუფლებაა, ისეთი, სხვებს რომ ზემოდან დაჰყურებ... ერთი პატარა კორეული ზღაპარი მახსენდება: დრაკონი ხალხის ქონებას დაეპატრონება, მერე მოვა ვიღაც და მოკლავს, ხდება გმირი, მაგრამ მალე თვითონაც დრაკონად იქცევა, რადგან ძალაუფლება აცდუნებს. სინამდვილეშიც ასეა. ბევრი "დრაკონი" გადამიღია - ფოტოზე შეჩერებული წამი ყველაზე ნათლად ხატავს მათ ბუნებას...

- ისეთი თვალები თუ გინახავთ, რომელთა გადაღების შეგშინებიათ?

- ასეთი ბავშვთა სახლში მიტოვებული პატარის თვალებია, რომელიც დედას ეძებს. ეძებს იმ სუნს, რომელიც დედის სხეულთან ერთად დაკარგა, ეძებს იმ ხმას, რომელიც ჩასახვიდან ესმოდა. მან კი მიატოვა და გაწირა...

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით