"როგორ ავარიდეთ პლანეტა დედამიწას კომეტა, მამა გიორგის სახით" - რას წერს დედა სიდონია დაკავებულ დეკანოზზე? - კვირის პალიტრა

"როგორ ავარიდეთ პლანეტა დედამიწას კომეტა, მამა გიორგის სახით" - რას წერს დედა სიდონია დაკავებულ დეკანოზზე?

საბერძნეთში მოღვაწე მონაზონი დედა სიდონია საქართველოს პროკურატურის მიერ, ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ამბავი იმისა, თუ როგორ ავარიდეთ პლანეტა დედამიწას კომეტა, მამა გიორგის სახით. თუ რა მიზანმიმართულად ხდება მის მიერ ნაწარმოები - საპატრიარქოს ქონების მონიტორინგის მივიწყება.

რატომ ანდეს მამა გიორგის ასეთი, ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიცია საპატრიარქოში, რომელსაც მგონი 2 წელი მართავდა. 2 წელი ის იმყოფებოდა ყველაზე ახლო გარემოცვაში. პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირი.

მამა გიორგი პირველად, სწორედ თავისი თავშეკავებულობით მომხვდა თვალში. დისციპლინა და არაფამილიარობა ახასიათებდა. მუდამ კეთილგანწყობილი და ხალასი, გარშემომყოფებში ადვილად იწვევდა სანდოობას. არასდროს ყოფილა არაკორექტული, არასდროს შეუქმნია უხერხულობა (სწორედ ამ ნიშნებით მოიპოვა ალბათ უწმინდესის სიყვარულიც).

აქცენტების კარგად გათვლილ გადატანას ვხედავ მე საქმის წარმოების პროცესში. ისეთი ნიუანსი წამოწიეს საზოგადოების დასანახად, რაც, ადამიანების 85% ან მეტს, დაძაბულობის დროს, უახლოეს გარემოცვასთან მსგავსი ლექსიკა გამოუყენებია. უბრალოდ, ეს რეზულტატზე გათვლილი შეფუთვაა.

მამა გიორგის პიროვნების მიმართ ანტიპატიის გამოწვევის მცდელობა, მის უდანაშაულობის მხარდაჭერას დაასუსტებს საზოგადოებაში. მისი "სიცუდე" გადაფარავს პროკურატურის, როგორც ადვოკატები აცხადებენ - მრავალ დარღვევას.

და მთავარი - ვიღას ახსოვს ამ ისტორიის ცენტრი, საპატრიარქოში მამა გიორგის მიერ წარმოებული მონიტორინგი და დარღვევები.

რაც შეეხება გინებას: გინება, არის ვერბალური კონსტრუქცია, ემოციის განსამუხტად. მას წინ უსწრებს ბუნებითი ან ხელოვნურად პროვოცირებული ფსიქოლიგიურ-ფსიქიკური საჭიროება.

პრობლემის გააზრება, ალტერნატიული გამოსავალის ძიება, ანალიზი, გააზრებული კრიტიკა სულიერებასა და ინტელექტს მოითხოვს. როცა ადამიანს არ ყოფნის რესურსი ძლიერი დაძაბულობის ან ზეწოლის დროს თავისი ხედვის გამოსახატავად ეთიკის ფორმა, განსამუხტად "ტაბუირებულ ენას" იყენებენ, რაც სრულიად შესაძლოს არ იყოს მისი სტილი. ანუ, რატომ ვტოვებთ ყურადღების გარეშე მამა გიორგის დიალოგების მოტივაციებს...???" , - წერს დედა სიდონია "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: "ქიმიოთერაპია ახალი დამთავრებული მქონდა, როცა დედამ თავი მოიკლა" - დედა სიდონიას ურთულესი ცხოვრების გზა და სულის საოცარი მხნეობა