"ჯიუტ სააკაშვილზე ყველაზე დიდი გავლენა დედამისს ჰქონდა" - ბოლო დროის ყველაზე გავლენიანი ქალები საქართველოში
08-03-2018
"ჯიუტ სააკაშვილზე ყველაზე დიდი გავლენა დედამისს ჰქონდა" - ბოლო დროის ყველაზე გავლენიანი ქალები საქართველოში
(ფოტოგალერეა)

ნანული შევარდნაძის ზარს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ მინისტრები


ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაზე გავლენიან ქალბატონად მისი მეუღლე ნანული შევარდნაძე (ცაგარეიშვილი) მიიჩნეოდა. ქვეყნის პირველი ქალბატონი მუდმივად იყო ჩართული მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ნაცნობები ამბობენ, რომ საკმ­აოდ კეთილი ქალი იყო, საჩუქრები ძალიან უყვარდა და პირმოთნე ხალხსაც რა გამოლევდა, ვინღა არ ცდილობდა მისი გულის მოგებას. ამბობენ, ფინანსურ საკითხებში დიდად არ ერეოდა, თუმცა მეუღლესთან რეკომენდაციებს ხშირად უწევდა ნაცნობებს ამა თუ იმ
თანამდებობაზეო. განსაკუთრებით მეგობრობდა საბჭოთა დროინდელ ინტელიგენციასთან და მათდამი პატივისცემასა და პრივილეგიებსაც არ იშურებდა.

ქალბატონი ნანულის ზარს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ მინისტრები და ყოველი მისი სურვილის შესასრულებლადაც მზად იყვნენ. "მის რჩევას ყველაზე მეტად ვითვალისწინებდი", - თქვა ერთ ინტერვიუში ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ. თურმე 2003 წელს თანამდებობიდან მეუღლის რჩევით გადადგა.

მედეა მეზვრიშვილი მთელ კახეთის რეგიონს თავის გემოზე განაგებდა


მედეა მეზვრიშვილი დიდი უფლებამოსილებით სარგებლობდა კომუ­ნისტური რეჟიმის დროსაც და უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებშიც. ჯერ საგარეჯოს რაიკომის პირველი მდივანი, შემდგომ კი კახეთის გუბერნატორი და თელავის გამგებელი, როგორც ამბობენ, მთელი კახეთის რეგიონს თავის გემოზე განაგებდა, განსაკუთრებით კი საკადრო საკითხების გადაწყვეტაში იღებდა მონაწილეობას. პირველ ლედისთან მისი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ მისი ხელისმომკიდე გახდა, შემდგომ კი შევარდნაძის ახალშექმნილ ოჯახს ეხმარებოდა. ამბობდნენ, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის პირველ წლებში მედეა მეზვრიშვილი და ნანული შევარდნაძე სხვადასხვა ბერკეტით აკონტროლებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს - ქალბატონებს­ ჰყავდათ თავიანთი ფავორ­იტები, რომელთა შეცვლა თუ დღის წესრიგში დგებოდა, გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებით მიიღებოდა.

"მანანას თვითონ უთხრას, წადიო და ვის მოუწევს წასვლა, კარგად ვნახავთ"...


მწერალი დათო ტურაშვილი ერთ ტელეგადაცემაში იხსენებდა:
ეროვნული მოძრაობის წიაღში ბზარი ახალი გაჩენილი იყო, ვითარება ნელ-ნელა იძაბებოდა. სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, შეგვერიგებინა ეს ხალხი. 93-ე აუდიტორიაში იყო შეხვედრა. დავსხედით, ბატონები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია... თითქმის ყველა ლიდერი მოვიდა, მათთან ერთად მოვიდა ზვიად გამსახურდიას მეუღლე, ქალბატონი მანანაც. ირაკლი წერეთელმა დააგვიანა, თუმცა მალევე კარი გაიღო, შემოიხედა... ვანიშნე, შემოდი-მეთქი. წამოვიდა, რომ დაინახა მანანა არჩვაძე, ცივად მიბრუნდა და გავიდა. მივხვდი, რომ ჩაიშლებოდა ყველაფერი. გავედი დასალაპარაკებლად. წერეთელმა მითხრა, ეგ რატომ არის შეხვედრაზე, დავსხდეთ კაცები, ქალების გარეშე, დავილაპარაკოთ, რაზეც გინდაო. ოღონდ ეგ წავიდეს და შემოვალო. შევბრუნდი და ჩუმად ვუთხარი ბატონ ზვიადს, - ასე და ასეა-მეთქი... ცხონებულმა ღიმილით შემომხედა და მითხრა, - დათო, გენაცვალე, უთხარი მაგ წერეთელს, შემოვიდეს და მანანას თვითონ უთხრას, წადიო და ვის მოუწევს წასვლა, მაგას კარგად ვნახავთო...
ეს ერთი სახალისო ამბავია ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტრაგედიაც მოჰყვა.

დღემდე ლეგენდად დადის ის გავლენა,­ რაც ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ დასთან, ლელე არჩვაძესთან ერთად, პირველი პრეზიდენტის მოკლეხნიანი მმართველობისას მოიპოვა. ბევრი რამ გაზვიადებულიც იყო, თუმცა იმჟამინდელი ხელისუფლების დიდი ნაწილი, ზვიად გამსახურდიას ბავშვობის მეგობრები, ხშირად ამბობდნენ, პრეზიდენტთან უკიდურესად რომ დაგვეძაბა ურთიერთობა, სწორედ ამ ორი ქალბატონის გავლენის ბრალი იყოო. მისი გავლენის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე, კანონმდებელთა შორის, მისი ხელმოწერაც გაჩნდა. მათი თქმით, პირველი ქალბატონის ქცევის მოტივაცია ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრირება იყო, ამის მისაღწევად კი ყველაფერს აკეთებდა პრეზიდენტისთვის ხალხის ჩამოსაშორებლად. კითხვაზე, ზვიად გამსახურდიას ოპოზიციაში რატომ წავიდა, პირველი პრეზიდენტის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია უპასუხებს: "ამაში დიდი წვლილი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიუძღვის. 1989 წლიდან ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ ერთად, ყველას გვაქვს შეცდომა დაშვებული, მაგრამ არავის უნდა ამის აღიარება. ზვიადის მთავარი შეცდომა იყო მანანა"...


"ჯიუტ სააკაშვილზე ყველაზე დიდი გავლენა დედამისს ჰქონდა"


მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას ყველაზე გავლენიან ქალბატონად ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას მოიხსენიებდნენ. დღესაც სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ "ჯიუტ სააკაშვილზე ყველაზე დიდი გავლენა დედამისს ჰქონდა". შესაბამისად, როგორც პოლიტიკური, ასევე ბიზნესწინადადებებით თურმე სწორედ ქალბატონ გიულის მიმართავდნენ იმჟამინდელი მთავრობის წევრებიც კი, რათა მას შვილის აზრის ფორმირებაზე მოეხდინა ზემოქმედება. მასთან გზის გამონახვას ცდილობდნენ უცხოელი ინვესტორებიც, სურდათ, მისი საშუალებით ხელისუფლების გული მოეგოთ და სარფიანად დაებანდებინათ ფული; ქალბატონმა გიულიმაც მშვენივრად ააწყო საკუთარი ბიზნესი - ის გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, არის საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დედა სააკაშვილის კარიერის დასაწყისში შვილის გარემოცვაზეც ზრუნავდა. მაგალითად, ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი იხსენებდა, თუ როგორ გახდა სააკაშვილის მრჩეველი 2001-2003 წლებში. პირველად საქართველოში 1991 წელს ჩამოვედი, მას მერეც ხშირად ვსტუმრობდი. ჩემი სტატიებით თავდაპირველად გიული ალასანია დაინტერესდა. შემდეგ კი სააკაშვილის მრჩეველი გავხდი (იმხანად ის "ნაცმოძრაობის" ლიდერი გახლდათ)".


მარიკა ვერულაშვილი - "პოლიტიკური პირველი ლედი"


ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლებოდა სააკაშვილამდე მიგეტანა სათქმელი,­ მარიკა ვერულაშვილის გულის მონადირებაზე გადიოდა, ამისთვის გვარიანი "სტავკებიც" ჰქონდა დაწესებულიო... მისი პოლიტიკური აღმასვლა 2000-2001 წლებში­ დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსობისას. 2001 წელს "ნაცმოძრაობის""პრესისა და საზოგადო­ებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გახდა, შემდეგ თბილისის საკრებულოს იმჟამინდელი­ თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი გახლდათ. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. 2004, 2008 და 2012 წლებში აირჩიეს პარლამენტის წევრად, თუმცა 2008 წლიდან მისი გავლენა ნელ-ნელა იკლებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მის მეორე მეუღლეს აპატიმრებენ და გვარიან ფულსაც "ახევენ". "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან მალევე ის "ნაცმოძრაობიდან" წავიდა. საინტერესოა, რომ ვერულაშვილის პირველი ქმარი, პაატა ცნობილაძე, რომელმაც ცოლი შვილის გაჩენისთანავე მიატოვა, ამბობდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას მარიკამ საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენა და მასზე და მის ოჯახზე შური იძია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნათია დოლიძე
sano
09 მარტი 2018 12:55
მანანა არჩვაძესა და მის და ლელეზე სწორია, ამ ორმა ქალმა დაღუპა ზვიადი.
nana
09 მარტი 2018 09:39
რუსეთს აფხაზეთი რომ ედიკამ და ბევრმა ქართველმა გამყიდველებმა ჩააბარეს, ეს მანანს ბრალია? ვაი თქვენს პატრონს, პოლიტიკა და მანანა ვერ გაგირჩევიათ და მოღალატეობას ერთ ქალს აბრალებთ, ვფიქრობ ნეტავი მანანას მართლაც უფრო მეტი გამყიდველი ადამიანი რომ ჩამოეშორებინა ზვიადისათვის, შეიძლება ახლა ამ დღეში არ აღმოვჩენილიყავით, დრეს რომ ვართ!
Psiqology
08 მარტი 2018 14:53
მიშა დედამისის ასლია.

რედაქტორის რჩევით