"100 კილოზე მეტი ვიყავი... 5 წელში 50 კილოგრამი დავიკელი" - ხალისიანი "დოჩი ალიშბაიას" გამხელილი საიდუმლო
"100 კილოზე მეტი ვიყავი...  5 წელში 50 კილოგრამი დავიკელი" - ხალისიანი "დოჩი ალიშბაიას" გამხელილი საიდუმლო
ნანუკა გულუა საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან", დოჩი ალიშბაიას როლით გაიცნო.
ის პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ მეგრელი ქალის თამაში არ გასჭირვებია. ამბობს, რომ დოჩის ბევრი რამით ჰგავს, მასავით ხმაურიანი და დემაგოგია.


- დაბადების თარიღი...

- ...1983 წლის 4 ნოემბერი...

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მომღერალი, მსახიობი, მხატვარი. ძალიან ბევრი ოცნება მქონდა. საბოლოოდ კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ქაოსური ადამიანი ვარ, სურვილებში ბოლომდე კარგად ვერ ვერკვევი, გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს. ცოტა ხნით სტაჟიორად ვმუშაობდი,
მერე ერთ-ერთ ჟურნალში ვცადე ბედი, შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის პიარში ვიყავი, ეიჩარის პოზიციაზეც ვიმუშავე. დროთა განმავლობაში პერსონალთა მართვის მენეჯერი გავხდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...მოხვედრა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემი მეგობრის, თიკო გაგუას დაბადების დღეზე ვიყავი, ის ქეთი დევდარიანის მეგობარია. მე და ჩემი და ცნობილი
მომლხენები ვართ. ამ დაბადების დღეზეც მივიქციეთ ყურადღება. ქეთი ჩემით დაინტერესდა. სოციალურ ქსელში დავმეგობრდით, მიმოწერაც გვქონდა. მერე მითხრა, - ვქმნი პერსონაჟს, რომელსაც მგონია, რომ კარგად განასახიერებო. ვიუარე, კამერასთან მუშაობა არ ვიცი-მეთქი. მოკლედ, საბოლოოდ შემოთავაზება მაინც მივიღე. ყველანაირ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. რასაც ჩემს თავზე ავიღებ, ის აუცილებლად, კარგად უნდა გავაკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს საერთოდ არ ვახლებ. პირველი, რისიც შემეშინდა, ის გახლდათ, რომ არ მინდოდა, ქეთი იმედგაცრუებული დამეტოვებინა. კასტინგზე არანორმალურად ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან თბილი გარემო დამხვდა. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რომ ნერვიულობისგან გალურჯებული ვიყავი, ცალკე ოთახში შემიყვანა და მიამბო, როგორ ხდება როლებზე მსახიობების შერჩევა, სტრესი მომიხსნა. სცენარი ერთად გავიარეთ. ბუნებრივია, მერე სხვა ადამიანების წინაშეც წარვდექი, მაგრამ მათ უკვე ვეღარ ვხედავდი. როცა მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო, მერე შემართება მოვიდა. გადაღებაზე რომ მივედი, ძლიერი დაძაბულობა აღარ მქონდა.

- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ძალიან ხალისიანი ვარ და გარშემო მყოფებს ვაბედნიერებ.

- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ძალიან კარგი ოჯახი, საუკეთესო მეგობრები, მაქვს საყვარელი საქმე... ადვილად შემიძლია გავხდე ბედნიერი. პატარა დეტალებშიც კი ვპოულობ ბედნიერებას.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ადამიანების გატანისა და დაცვის დიდი უნარი მაქვს. ეს ინსტინქტი ჩემში ბუნებრივად ჩნდება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო.

- ...საშინლად არაპუნქტუალური ვარ. დროის შეგრძნების უნარი მხო­ლოდ იშვიათ შემთხვევებში მაქვს - ეს ძალიან ცუდი თვისებაა, ვებრძვი, მაგრამ ჯერ უმნიშვნელო შედეგი მაქვს. არის შემთხვევები, როცა მეგობარს 2 საათი ვალოდინებ და ისინი მხოლოდ ამის გამო მეჩხუბებიან.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...დაუნდობლობა.

- არ მჩვევია...

- ...ღალატი, საიდუმლოს გაცემა, ენის მიტან-მოტანა.

- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ჩემს ცხოვრებაში პატარ-პატარა წარმატებები სულ იყო, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება და გამარჯვება მაშინ ვიგრძენი, როცა წონაში 50 კილო დავიკელი და აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი. მას შემდეგ, სულ კომპლიმენტებს ვიღებ. 100 კილოზე მეტი ვიყავი, მაგრამ დიეტა ძალიან მსტრესავდა. წონა ას კილოგრამს რომ გადასცდა, მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. თავად მოვიფიქრე, რა არ დამსტრესავდა: დილიდან 3 საათამდე ვჭამდი ყველაფერს (ღომს, კუპატს, ნაყინს, ნამცხვარს...) და 3 საათის შემდეგ, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ასე გავატარე 2 წელი და 30 კილო დავიკელი. მერე სხვადასხვაგვარ დიეტას მივმართე და 20 კილო დავიკელი. მოკლედ, 5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი... სერიალში გადასაღებად რომ წავედი, წინა საღამოს, სოციალური ქსელიდან "მსუქანი ფოტოები" გავაქრე - აი, ახლა პატარა საიდუმლო გაგიმჟღავნე. (გაგრძელება)
meri
19 მაისი 2019 21:25
გვიყვარხა ნანუკა გულუა--ძალიან კარგად ასრულებ როლს და შესანიშნავი მსხიობი ხარ!!გაიხარე და გაგვახარე!!
ნატალია
12 აპრილი 2017 10:34
შენ ყოფილხარ ქალი, პიროვნება - მე რომ სერიალის ყურება დამაწყებინე!!! გაიხარე ქვეყანაზე!!!!!!
tamari
18 მარტი 2017 14:14
გაიხარე, ძალიან კოლორიტული, ძალიან მხიარული, სახასიათო და კეთილი, ლამაზი და ჭკვიანი რა თქმა უნდა გრიშას თქმის არ იყოს მეგრელი ქალი, გვასიამოვნე შენი შესრულებული როლით, გვინდა დარჩე ეკრანზე დიდხანს, გვინდა გავიგოთ ვის ეკუთვნის დოჩის გული.....გმადლობთ რომ გვაჩუქე ასეთი მხიარული წუთები, უდავოდ ნიჭიერი ხარ, რა თქმა უნდა მადლობა ქეთი დევდარიანს და მთელ შემოქმედებით გუნდს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები