"ვეძებ ბიოლოგიურ დედას!.."
27-03-2017
"ვეძებ ბიოლოგიურ დედას!.."
"შეუძლებელია, ცოცხალი არ იყოს ჩემი ბიოლოგიური დედა... მე მას ვეძებ და ველოდები - რაც უნდა იყოს, ყველაფრის პატიება შეიძლება! არ ვიცი, ის მიცნობს თუ არა და ერთხელ მაინც თუ ვუნახავვარ გაშვილებამდე, მაგრამ მაინც მინდა თავი იმ ფოტოთი გავახსენო, რომელიც ჩემს გამზრდელ დედასთან ერთად მაქვს გადაღებული დაახლოებით იმ პერიოდში, როცა წყნეთის ბავშვთა სახლიდან წამომიყვანეს. მეორე ფოტო კი დღევანდელია... დანარჩენს თავად ვეტყვი... მათ შორის იმასაც, რომ ძალიან კარგმა დედ-მამამ გამზარდა და მათ
ამაგს ვერასოდეს გადავიხდი..."


ხობიდან ბიჭი შემეხმიანა, - დედას ვეძებ და ვერ დამეხმარებითო?­ ვინ ხართ-მეთქი. მანუჩარ დოლბაძე ვარ, 30 წლის, ხობში გავიზარდეო... აქამდე ვინც მოგყარა, მშობელი ის არის-მეთქი. გამიბრ­აზდასავით - ჩემზე უკეთესად არავინ იცის, როგორი კარგი დედ-მამა მყავს, მაგრამ ვინც გამაჩინა, უნდა ვიპოვო, ვკითხო, რა მოხდაო.
მერე დაამატა: ახლა არ მცალია, დედა ავად მყავს­ და საავადმყოფოში მივდივარ, თქვენ კი მოიფიქრეთ, დამეხმარებით თუ არაო და ტელეფონი გათიშა. ეს ხმა იმდენად ჩამრჩა გულში, რომ საშუალება არ მომცა, არ შევხმიანებოდი...

- კეთილი და მოსიყვარულე დედა მყავს,­ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მისი გაჩენილი არ ვიყავი...
ერთ დღეს გავიღვიძე, დედა თავთან მედგა და მიყურებდა. უეცრად დაიწყო, რაღაც უნდა გითხრაო... შენ არ აღელდე, მაგრამ წყნეთის­ ბავშვთა სახლიდან გიშვილეო... თან ისე ღელავდა, სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს. თუმცა, იმას მაინც მივხვდი, რომ რატომღაც ელოდა, რომ მე ეს ამბავი ვიცოდი. არადა, არაფერიც არ ვიცოდი - ხობი თბილი ქალაქია, ჩემი მეგობრები და მეზობლები კი უღალატო ხალხი. თურმე ყველამ ყველაფერი იცოდა. კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა ეთქვათ - ისეთ ოჯახში გავიზარდე და ისეთი დედ-მამა მყავს, მათ სიყვარულს მაინც ვერაფერი შეარყევდა. მაგრამ როცა ასეთ ამბავს იგებ, მაინც აგეკვიატება ფიქრი - ვინ არის ის ქალი, რომელმაც გაგაჩინა და მერე ბავშვთა სახლში მიგიყვანა, რატომ მოიქცა ასე? ისიც ვიფიქრე, იქნებ ის ქალი თავადაც მეძებს, რა დაშავდება, რომ მოვძებნო და თუ სჭირდება, გვერდით დავუდგე.

- დედას არ ესაუბრეთ ამაზე? იქნებ­ იცის რაიმე თქვენი ბიოლოგიური მშობლის შესახებ?

- მითხრა, არაფერი ვიციო. შეიძლება­ ასეც არის, მაგრამ მაინც მგონია, ეშინია, თუ ბიოლოგიურ დედას ვიპოვი, მასთან წავალ. ამას არასოდეს ვიზამ, გამზრდელი დედის მიმტოვებელი კაცი არ ვარ, დედაჩემს ასე არ გავუზრდივარ - ბავშვობიდან ეკლესიაში დავყავდი, ფოთში სასულიერო სასწავლებელიც დავამთავრე. ადამიანი, რომელსაც უფლის სწამს, დედას როგორ მიატოვებს?! ამის გარდა, იქნებ და-ძმა მყავს­ და არ მინდა ჩემი შვილები მათ შვილებს შემთხვევით გადაეყარონ. არ მინდა გაუთვალისწინებელი ტრაგედიები მოხდეს.

- ერთი ადამიანი მაინც არ არსებობს, რომელიც ბიოლოგიური დედის კვალზე გაგიყვანთ?

- ასეთი შეიძლებოდა მამაჩემის მეგობარი ყოფილიყო, რომელიც მამაჩემს დაეხმარა, რომ ვეშვილებინე. როდესაც წყნეთის ბავშვთა სახლიდან წამომიყვანეს, ის თბილისში თანამდებობის პირი იყო. მასაც შევეხმიანე, მაგრამ არაფერი ვიციო და ამიტომ აღარ ვაწუხებ. ეტყობა, მამაჩემს უფრთხილდება - არაჩვეულებრივი მამა მყავს, მშვიდი და მოსიყვარულე. მხოლოდ ის ვიცი, რომ როცა დედ-მამამ წყნეთის სახლიდან წამომიყვანა, თითქმის ერთი წლის ვხდებოდი. მას შემდეგ კი 9 აპრილის მოვლენები დაიწყო. ანუ ეს მოხდა 1989 წელს.

- შემდეგ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მოიშალა, მათ შორის წყნეთის ბავშვთა სახლიც და ყველა დოკუმენტაცია თქვენ შესახებ დაკარგულია...

- ასეა. თუმცა ბავშვთა სახლის აღმზრდელები ალბათ ცოცხლები არიან. შეუძლებელია, ცოცხალი არ იყოს ჩემი ბიოლოგიური დედა... მე მას ვეძებ და ველოდები - რაც უნდა იყოს, ყველაფრის პატიება შეიძლება!

არ ვიცი, ის მიცნობს თუ არა და ერთხელ მაინც თუ ვუნახავვარ გაშვილებამდე, მაგრამ მაინც მინდა თავი იმ ფოტოთი გავახსენო, რომელიც ჩემს გამზრდელ დედასთან ერთად მაქვს გადაღებული დაახლოებით იმ პერიოდში, როცა წყნეთის ბავშვთა სახლიდან წამომიყვანეს. მეორე ფოტო კი დღევანდელია... დანარჩენს თავად ვეტყვი... მათ შორის იმასაც, რომ ძალიან კარგმა დედ-მამამ გამზარდა და მათ ამაგს ვერასოდეს გადავიხდი....

ეთერ ერაძე
nino
17 იანვარი 2018 23:46
mec wynetis internatidan var ayvanili, telavshi gavshvildi, gmertma xeli mogimartoss, gapovninos biologiuri deda, mec vezeb iqneb ra gadaitanes chvens gamo, mara amaod jer verafers mivagenii
manuchari dolbadze
09 ივნისი 2017 12:53
ვიპოვე ბიოლოგიური და და ძმა ბედნიერი კაცი ვარ 4 ძმა და ორი და მყავს
tamta
06 აპრილი 2017 11:12
Dzalian gavs chems istorias.mec dedas vedzeb.wamoyvanili vae
R chvilbavshvta saxlidan.1984wels.merqva diana.im droisatvis direqtori iyo avto bubuteishvili

რედაქტორის რჩევით