"კვაზი ახალი ფეოდალია, რომელსაც ურჩევნია, სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე"
"კვაზი ახალი ფეოდალია, რომელსაც ურჩევნია, სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე"
"საქართველოდან 44 წლის ასაკში გამგზავრებული 60 წლისა დავბრუნდი"

ზურაბ ანთელავას ქართველი თეატრისა და კინოს მოყვარულები­ კარგად იცნობენ. ამ ეტაპზე კი მისი პერსონაჟი­ კვაზი მანტკავა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ძალიან პოპულარულია. თავისი ცხოვრებისა და კარიერის საინტერესო დეტალებით ბატონი ზურა "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- წარმოშობით ზუგდიდელი გახლავართ. თბილისში მამიდასთან გავიზარდე. ბავშვობაში ცურვაზე დავდიოდი და დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ როგორც კი მხატვრული კითხვის წრეზე შევედი, აზრი შევიცვალე. ჩემი დებიუტი თელავის სცენაზე 21 წლის ასაკში შედგა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
24 წლისა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაზე წარმადგინეს. 28 წლისას, როგორც დრამატულ მსახიობს, სახელმწიფო პრემია გადმომცეს... მიხარია, რომ თუმანიშვილის იმ ჯგუფში ვირიცხებოდი, რომელმაც, ფაქტობრივად, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი გახსნა.

- კინოკარიერა რომელი როლით დაიწყეთ?

- 21 წლის ვიყავი "დათა თუთაშხიაში"­ ძალიან პატარა როლი რომ ვითამაშე, სეთ­ურის სახლში თუთაშხიას რომ ჩაქოლავენ,­ ამ თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია ჩემი პერსონაჟი. შემდეგში ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმში "ათოვდა ზამთრის ბაღებს" უფრო დიდი ეპიზოდი მქონდა. გიორგი შენგელაიას "ხარება და გოგიაში" შახტიევი განვასახიერე. შარშან დავამთავრეთ მუშაობა გიორგი ოვაშვილის­ ფილმზე "ხიბულა", სადაც ერთ-ერთი მთავარი
როლი, პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრი განვასახიერე.

- საკმაოდ დიდი
პაუზა გქონდათ. რა იყო ამის მიზეზი?

- 1999 წელს, როგორც ბევრი ქართველი, მეც საშოვარზე წავედი საქართველოდან ესპანეთში. იღბალი იყო, რომ თეატრალური სენით
შეპყრობილი ესპანელი გავიცანი. მან ენა შემასწავლა და გაირკვა, რომ ჰყავდა თეატრის მოყვარულთა ჯგუფი­ "ეკილიბრი". პარასკევს, შაბათსა და კვირას­ სცენაზე ვიდექი. დანარჩენ დღეებში ფიზ­ი­კურად ვმუშაობდი, ფაქტობრივად, 3 ოჯახს ვინახავდი... მოგვიანებით ესპანეთიდან გერმანიაში გადავინაცვლე, ქალაქ ესენში, იმ ქალაქში ჩვენი უნიჭიერესი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი იმდენად პოპულარულია, რომ მის დანახვაზე სასწაული ხდება. მის შესახებ გერმანული კომპანია დოკუმენტურ ფილმს იღებს და ერთ ეპიზოდში მეც მოვხვდი - ქართველი ემიგრანტები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ რეზოსთან ერთად...
15-წლიანი პაუზა მქონდა. საქართველოდან 44 წლის ასაკში გამგზავრებული 60 წლისა დავბრუნდი.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდით?

- ეკა მჟავანაძემ ქასთინგზე ჩემი შვილისგან შეიტყო, რომ საქართველ­ოში ჩამოვედი და შემომითვალა, მოვიდესო. მივედი და დამამტკიცეს კვაზი მანტკავას როლზე.

კვაზი მკაცრი, სიტყვაძუნწი კაცია. აქვს ბიზნესი, საიდან, როგორ, არავინ იცის. 15 წელი დაკარგული იყო რუსეთში, როგორც კაკაჩია. კაკაჩიასთანა მილიონერი თბილისში შეიძლება ბევრი ნახოთ. სწორად მითხრა დევდარიანის ქალმა, კვაზი ახალი ფეოდალია, რომელსაც ურჩევნია, სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე ან მესამეო.

მანტკავა რუსეთში შავ ფულს შოულობს, ესპანეთში ათეთრებს, თავისუფლად საუბრობს ესპანურად, რუსულად, ფრანგულად, კაკაჩია კი - რუსულად, სომხურად, აზერბაიჯანულად - იმ ენებზე ლაპარაკობს, რომლებიც ბიზნესებში, ანუ პოსტსაბჭოურ სივრცეში ტრიალებს...
კვაზი ძალიან პოპულარულია, უცნობი ადამიანები ხან სელფს იღებენ ჩემთან, ხან ავტოგრაფს მთხოვენ. ერთხელ თუმანიშვილის თეატრიდან გამოვედი, სამარშრუტო ტაქსის ველოდებოდი, სანამ შუქნიშანზე მწვანე შუქი აინთებოდა, 4 ჯიპი დაგროვდა ჩემთან ახლოს. ჩასწიეს ფანჯარა და, ვა, კვაზი ბაბუ, როგორ ხარო, მომაძახეს. კვაზის ეკრანზე გამოჩენისთანავე ისეთმა ხალხმა დამირეკა, 40 წლის უნახავები რომ მყავდნენ.

პირად ცხოვრებაში კვაზიზე არანაკლებ გადარეული ბაბუა ვარ. იცით, რატომ გიჟდებიან ბებიები და ბაბუები შვილიშვილზე, თუ რომელიმე მომენტი გამორჩათ შვილებთან ურთიერთობისას, სწორედ შვილიშვილთან კონტაქტისას უნდათ, აღადგინონ. 5 წლის ზუკა ხელოვნების სკოლაში დადის. ვინ იცის, იქნებ ესეც ხელოვნების ხაზით წავიდეს. თუ ასე მოხდა, ზუკა მეოთხე თაობა იქნება ჩვენს გვარში, ვინც ხელოვნებაში ისურვა მოღვაწეობა.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა