"იყო ადამიანი, ეს დიდი ბედნიერებაა" - მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"იყო ადამიანი, ეს დიდი ბედნიერებაა" - მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა

მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა თეიმურაზ ჭკუასელმა განუცხადა, გია ჭირაქაძე დღეს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში ანსამბლ "ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ "დიელოს" წევრი იყო. მან 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი ჭირაქაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

გასულ წელს გია ჭირაქაძეს ფილარმონიასთან ვარსკვლავი გაუხსნეს.

"პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ბლიცინტრევიუში ბატონი გია ბრძანებდა: "იყო ადამაინი, ეს დიდი ბედნიერებაა". გთავაზობთ ფრაგმენეტებს ამ ინტერვიუდან:

რა არის დრო...

- ის, რასაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, არადა, ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებლად ვფლანგავთ, დრო არ ბრუნდება...

ვპატიობ...

- ადვილად არა, მაგრამ დრო ყველაფრის მკუნალიაო, ამბობენ. ყვარძლიანი არ ვარ.

მენატრება...

- მენატრება, ყველაზე ლამაზი წლები - ახალგაზრდობა.

ყველაზე ძვირფასია...

- სამეგობრო, ყველა ჩვენი შეხვედრა ერთმანეთისთვის ნაჩუქარი ზეიმია...

მაბრაზებს...

ღალატი.

სიყვარული არის...

- ამას ვერავინ უპასუხებს, ჯერ ერთი ყველა ადამიანი განუმეორებელია, შესაბამისად, ერთის სიყვარული მეორესას არ ჰგავს, თითოეულისთვის სიყვარული ის არის, რაც მან განიცადა...

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- პირველი ქორწინების შეწყვეტა, ვაჟის გარდაცვალება, მშობლების... ბევრი რამ იყოს, რამაც შემცვალა...

წარმატებისთვის აუცილებელია...

- რასაკვირველია იღბალიც, მაგრამ მთავარი მაინც მონდომება და შრომა.

საქართველოს გარდა ვიცხოვრებდი...

- ბევრჯერ ვყოფილვარ გასტროლებზე, როდესაც დიდ ფუფუნებაში აღმოვჩენილვარ, მაგრამ სიხარულით ვბრუნდებდი იქიდან სამშობლოში, საქართველოს გარდა არსად შემიძლია ცხოვრება.

რჩევა ახალგზარდობს...

- მოასწარით რაც შეიძლება ბევრი ცოდნის მიღება, გული მწყდება, რომ მასა ძალიან გაუნათლებელია.

ცხოვრების თავიდან დაწყება, რომ შემეძლოს...

- ვერ შეველეოდი იმას, რაც მიყვარს, ყველაფერს იგივეს გავიმეორებდი, რაც განვიცადე...

იხილეთ ვიდეო