თეა წულუკიანის გოგონას პირველი ფოტო - კვირის პალიტრა

თეა წულუკიანის გოგონას პირველი ფოტო

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი 18 მარტს დედა გახდა. მას გოგონა შეეძინა. წულუკიანისა და მისი მეუღლისთვის, ნუგზარ კაკულიასთვის გოგონა პირველი შვილია.

მინისტრმა დავით გაგუას სახელობის კლინიკაში იმშობიარა. სწორედ კლინიკის "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელდა ახალდაბადებული გოგონას სურათი წარწერით: "18 მარტს დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა მერი კაკულია წონა - 3000 გრ. სიგრძე-49 სმ. ვულოცავთ ქ-ონ თეა წულუკიანს და მის ოჯახს გოგონას დაბადებას".

ვულოცავთ წყვილს პატარა მერის დაბადებას!