"ლამის გონება დავკარგე, ელიზაბეტ ტეილორის 20 მილიონ ევროდ შეფასებული კოლიე რომ მომარგეს"
12-04-2017
"ლამის გონება დავკარგე, ელიზაბეტ ტეილორის 20 მილიონ ევროდ შეფასებული კოლიე რომ მომარგეს"
"როდესაც კოლიე მომხსნეს, საკეტში თმა ჩამყვა და ზედ შერჩა.­ ვთხოვე, არ მოეშორებინათ. ასე რომ, ეს ოცმილიონიანი სამკაული მუზეუმში უკვე ჩემი თმით ინახება, რაც ძალიან მახალისებს"

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ინიციატივით მიმდინარეობს კამპანია "დაინახე ყველაფერი", რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და სტიგმის დაძლევას შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ. სწორედ ამას მიეძღვნა კონცერტი 13 მარტს - ევგენი მიქელაძის სახელ­ობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან­ ერთად სცენაზე მსოფლიო სცენების მშვენება იდგა... მიუხედავად
გადატვირთული გრაფიკისა, ნინო მაჩაიძე ინტ­ერვიუზე დაგვთანხმდა და გვიამბო, როგორ გახდა "ბულგარის" სახე, სად შეხვდება ანჯელინა ჯოლის...

- ახლახან პლასიდო დომინგოსთან მოგიწიათ თანამშრომლობამ... ხუმრო­ბდნენ კიდეც, დომინგო თუ გამოუშვებს, ნინო მაჩ­აიძე საქართველოს ეწვევაო...

- მე და მაესტრო ხშირად ვთანამშ­რო­მლობთ. ახლაც ბარსელონის "ლისეოში"­ გვქონდა ოპერა "ტაისი"... სრული ანშლ­აგი
იყო, ოვაციითა და შეძახილებით ჩაიარა ყველა წარმოდგენამ. მე და პლასიდო ისევ შევხვდებით ერთმანეთს ოქტომბერში ლოს-ანჯელესში...

- თქვენ "ბულგარის" სახე გახდით...

- ეს მოულოდნელი იყო. ნეაპოლის თეატრში დირექციის წარმომადგენლები მოვი­დნენ, თუ შეიძლება, დარბაზში ჩამობრძანდით, თქვენთვის საქმიანი შემოთავაზება აქვთო... "ბულგარის" ხუთი წარმომადგენელი დამხვდა. მითხრეს, თქვენი ფოტოები ვნახეთ და აღვფრთოვანდით, გვინდა, ჩვენი სახე გახდეთ და რეკლამა გაუწიოთ ჩვენს პროდუქციასო... სიამოვნებით დავთანხმდი, "ბულგარი" ხომ მსოფლიოს პირველ სამეულში შედის... რომში აქვთ მთავარი მაღაზია, რომელსაც "დომუსი" ჰქვია, იქ მოეწყო ფოტოსესია და წარმოვადგინე მათი 8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმი - კოლიე, საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები...
იქ ერთი სასწაულიც მოხდა - "დომ­უსის" ბოლო სართულზე "ბულგარის" მუზეუმია, სადაც ის უკან გამოსყიდული სამკაულები ინახება, რომლებსაც ცნობილი ადამიანები ატარებდნენ. ფოტოსესიის ბოლოს ერთი ქალი მოვიდა და კოლიე მომიტანა. ეს იყო ელიზაბეტ ტეილ­ორის კოლიე,­ რომელიც "ბულგარიმ" უკან გამოისყიდა. მისი ფასი 20 მილიონი ევროა. შემომთავა­ზეს, ამ კოლიეთი გადამეღო ფოტო... ლამის­ გონება დავკარგე,­ მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ბევრი უძვ­ირფასესი სამკაული მეკეთა, ეს ფოტოსესიის საოცარი დაგვირგვინება იყო... როდესაც კოლიე მომხსნეს, საკეტში თმა ჩამყვა და ზედ შერჩა.­ ვთხოვე, არ მოეშორებინათ. ასე რომ, ეს ოცმილიონიანი სამკაული მუზეუმში უკვე ჩემი თმით ინახება, რაც ძალიან მახალისებს.

- მუდმივად გადარებენ ანჯელინა ჯოლის.

- ბოლო შეხვედრაზე დომინგომ მითხრა, ყველა ანჯ­ელინა ჯოლის რომ გადარებს, კარგი რამ მოვიფიქრე, ანჯელინას კარგად ვიცნობ, ლოს-ანჯელესში სპექტაკლი "მარგალიტების მაძიებელნი" რომ გაიმართება, პრემ­იერაზე მოვიწვევ, მოვიდეს და ნახოს, ვინ უწევს კონკურენციას დედამიწაზეო... ასე რომ, რამდენიმე თვეში ანჯელინა ჯოლის პირადად გავიცნობ.

- როგორ ჩაიარა კონცერტმა­ საქართველოში?

- სიტყვებით ვერასდროს ვახერხებ იმ ემოციის აღწერას, რაც საქართველოში გამართულ კონცერტებს უკავშირდება. ახლა მით უფრო, რადგან კონცერტი საოცარ ბავშვებს მივუძღვენით. ერთ-ერთი წამოხტა დარბაზიდან და ნინოო, დამიძახა... ეს ბავშვი წინა დღეებში გავიცანი და დარბაზიდან ისეთი სიყვარულით მეძახდა, გული ამიჩქარდა... ამჯერად საქართველოში შვილთან ერთად ჩამოვედი. ჩემი მეუღლე ნორვეგიაშია, იქ მღერის... ბავშვი აქ თავს გადასარევად გრძნობს თავის ბიძაშვილთან, ბაბუკოსა და სხვებთან ერთად...

- როგორც ვიცი, მილანში ულამაზესი­ სახლი გაქვთ...

- სამწუხაროდ, ცოტა დროს ვატარებ შინ, მენატრება სახლში ფუსფუსი... ცოტა ხნის წინ რაღაცები გადავაადგილეთ, შევიძინეთ ბევრი ახალი ნივთი... ჩემი შვილი ერთი თვე საბავშვო ბაღში დადიოდა და სრული ოჯახური იდილია გვქონდა... ძალიან მოსწონს საქარ­თველო. ვცდილობ, ქართული ვასწავლო, მაგრამ უმცირესობაში ვარ - მამა, ბებია, ბაბუა, ნათესავები სულ იტალიურად ესაუ­ბრებიან... ქართული ესმის და იცის რამდენიმე სიტყვა. ჯერ სამწლინახევრისაა, შვიდი წლის რომ გახდება, ქართულის სწავლებას სერიოზულად დავაწყებინებ.

მანანა გაბრიჭიძე
ავი
13 აპრილი 2017 11:29
ამ ქალბატონს ყველაფერი მოუხდება,ულამაზესია!
რუსუდანი
12 აპრილი 2017 15:17
წარმატებები ნინო!

რედაქტორის რჩევით