"ეს მე არ ვარ" - ღალატობს თუ არა ქეთა თოფურია ქმარს? - კვირის პალიტრა

"ეს მე არ ვარ" - ღალატობს თუ არა ქეთა თოფურია ქმარს?

რუსულმა მედიასაშუალებებმა ქეთა თოფურია ამოიღეს მიზანში. იანვრის ბოლოს რუსული მედია პაპარაცული ფოტოებით აჭრელდა - უღელდადგმული ქეთა საახალწლო არდადეგებს რეპერ გუფისთან ერთად ტაილანდში ატარებს. მედიამ ქეთაზე ნადირობა დაიწყო. ინტერნეტგამოცემებმა გაავრცელეს შორიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ირუჯებიან აუზზე ქეთა და რეპერი (ალექსეი დოლმატოვი)...

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება, როგორც წესი, ჟურნალისტებისა და პაპარაცების სამიზნე და საზოგადოების განსჯის საგანი ხდება... ამჯერად რუსულმა მედიასაშუალებებმა ქეთა თოფურია ამოიღეს მიზანში. იანვრის ბოლოს რუსული მედია პაპარაცული ფოტოებით აჭრელდა - უღელდადგმული ქეთა საახალწლო არდადეგებს რეპერ გუფისთან ერთად ტაილანდში ატარებს. მედიამ ქეთაზე ნადირობა დაიწყო. ინტერნეტგამოცემებმა გაავრცელეს შორიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ირუჯებიან აუზზე ქეთა და რეპერი (ალექსეი დოლმატოვი)...

"ეს მე არ ვარ და გუფისთან მხოლოდ კარგი მეგობრობა მაკავშირებს", - ასეთი კომენტარი გააკეთა ქეთამ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა თვალწინ ფოტო აუფრიალეს... ჟურნალისტები ელოდნენ მათ მოსკოვის აეროპორტშიც - ქეთა და გუფი ერთი რეისით ჩამოფრინდნენ. რუსული მედია წერს, რომ მათი რომანი 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ჯგუფმა CENTR, რომლის ერთ-ერთი წევრი ალექსეი დოლმატოვია და A-Studio-მ ერთობლივი ჰიტი - "Далеко" ჩაწერეს.

ქეთა თოფურია 2013 წელს ბიზნესმენ ლევ გეიხმანის ცოლი გახდა. წყვილი მანამდე ოთხი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. ქეთას და ლევის სიყვარულზე ლაპარაკობდნენ რუსული შოუბიზნესიც და თვითონ მომღერალიც: "არ მიყვარს ლამაზი მამაკაცები, უფრო სიმპათიურები მომწონს. ყველაზე სიმპათიური მამაკაცი კი ჩემი ქმარი მგონია, ლიოვკა".

2014 წელს რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ქეთას ეკითხებიან: "უკვე ხუთი წელია, ერთად ხართ, გქონიათ კრიზისი ურთიერთობაში?" ქეთა პასუხობს: "გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ - არა. იმდენად კარგად ვეწყობით და პატივს ვცემთ ერთმანეთს, რომ ძალიან იშვიათად ვჩხუბობთ. თუ ვჩხუბობთ, ხუთ წუთში ვრიგდებით. ჩვენ ამ საკითხს ასე ვუყურებთ - რატომ უნდა ვიკამათოთ, თუ მაინც შევრიგდებით?! ასეთი რამ იშვიათად ხდება და ისიც სისულელეზე. მაგალითად, ის მკითხავს: "სად დადე ჩემი სათვალე?" მე ვუპასუხებ: "მე კი არ დავდე, შენ დაკარგე!" ის: "არა, შენ დაკარგე..."და ა.შ. სერიოზულ საკითხებზე ერთსულოვნები ვართ. როდესაც გასტროლზე ვარ, ვენატრები. მეუბნება, რომ უფრო ხშირად უნდა ვიყო სახლში. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ კომპრომისს".

თუ ქეთა თოფურიას "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდს დაათვალიერებდით, წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობაში ეჭვი არ უნდა შეგპაროდათ, ამაზე მათი ფოტოებიც მეტყველებდა. ქმარ-შვილთან გადაღებული ფოტო ბოლოს ქეთამ 2016 წლის 15 ივნისს, ქალიშვილის დაბადების დღეს გამოაქვეყნა. წყვილმა ოლივიას დაბადების დღე იტალიის კურორტზე, ფორტე დეი მარმიზე აღნიშნა. ეს იყო ბოლო ერთობლივი ფოტო... ოჯახური ფოტოები აიღო ლევ გეიხმანმა თავისი "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდიდანაც.

ამ სკანდალთან დაკავშირებით მომღერლის დედამ გადაცემაში "Ты не поверишь!" ასეთი კომენტარი გააკეთა: "ლევი თითქმის მთელ დროს ატარებს ლოს-ანჯელესში, სადაც მას ბიზნესი აქვს. ქეთი ქალიშვილთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. რომ შეხვდნენ, რომელიმემ ოკეანე უნდა გადალახოს. თვეობით ვერ ხედავენ ერთმანეთს. ბოლოს ლევი დეკემბერში იყო ჩამოსული - საახალწლო არდადეგები ცოლ-შვილთან გაატარა".

ჩვენ დავუკავშირდით ქეთა თოფურიას. მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რომანს რეპერ გუფისთან მომღერალი არ ადასტურებს, ისევე, როგორც არ ადასტურებს ლევ გეიხმანთან განქორწინებას.

ნინო წიფურია