"ვერელი სვოი ბიჭები" - გივი ბერიკაშვილის უცნობი ფოტოები მიხეილ ზაქარიაშვილის არქივიდან
"ვერელი სვოი ბიჭები" - გივი ბერიკაშვილის უცნობი ფოტოები მიხეილ ზაქარიაშვილის არქივიდან
კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ყველასთვის საყვარელი მსახიობის გივი ბერიკაშვილის უნიკალურ ფოტოებს აქვეყნებს. მართლაც სახალხო მსახიობი 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.


"მარცხნიდან მეორე გივი ბერიკაშვილია(ბერიკა) მარჯვნივ ბოლოში მამაჩემი ოთარ ზაქარიაშვილი (ფოლადა).ფოტოგადაღებულია კიროვის ბაღში! ძალიან დამწუხრებული ვარ, ზახარიჩს რომ ვუყურებდი სულ მინდოდა მამაშვილურად გადავხვეოდი, მინდოდა, უფრო დიდხანს ეცოცხლა, თითქოს მისი სახით მამაჩემიც ცოცხალი იყო, მის ისეთ მიმიკებს ვიჭერდი როლების შესრულებისას, როგორი მიმიკებიც მახსოვს მამაჩემისგან, ეტყობა სატიოს უბნის ბიჭებისთვის დამახასიათებელი იყო ის ხომ მამაჩემის ბავშობის მეგობარი, ერთად გაზრდილები სატიოს უბნელი
ბიჭები იყვნენ! ისიც გამომაკლდა... ერთხელ შემხვდა და ჩემი პატარა ოთო გავაცანი, ძალიან ეფერა შენ მაგარი პაპის შვილიშვილი ხარო უთხრა! ფოლადიჩს მეძახდა...
ამ უბნიდან არ უნდა გადავსულიყავიო მენატრება აქაურობაო, მეუბნებოდა ! ძალიან დამწუხრებული ვარ..." - წერს ფოტოს მინაწერად მიხეილ ზაქარიაშვილი.

"გურგენას ფოტო აწერია... უნიკალურია ეს ფოტოები ჩემთვის და ძალიან ძვირფასი! ღმერთმა ზეციურ საქართველოში შეგახვედროთ ერთმანეთს! პალტოთი და ქუდში მარცხნივ ფეხზე დგას მამაჩემი ულვაშებით ოთარ ზაქარიაშვილი (ფოლადა). დოლით იცანით ალბათ გივი ბერიკაშვილი (ბერიკა). კიდევ ერთს ვცნობ ამ სურათზე მამაჩემის ძმაკაცი თენგიზა ზანგურაშვილი (ზანგურა) მარცხნიდან მესამე ქუდში, ფეხზე
მდგომებში..." - წერს ამ ფოტო მინაწერად მიხეილ ზაქარიაშვილი.

(იხილეთ ასევე:"იმ ქვეყნადაც კარგი კაცები განისვენებენ, როგორც გივი ამბობდა, იქაც იქნება თეატრი!" - ღიმილის კაცი, რომელსაც მაყურებლის სიყვარული ერგო "ჰონორარად")



dav
01 მაისი 2017 16:08
შეხედეთ, სურათიდან სიკეთე და კეთილშობილება იღვრება, აბა დღეს შეხედეთ ქუჩის ბიჭებს...
aqac kai kaci iyav,iq nateli dagadgesa.
12 აპრილი 2017 10:52
natelshi amyofos ufalma
gurama
12 აპრილი 2017 09:53
წავიდა ჰეეეეეეეეეეეეეეეეეე ის ცხოვრება აღარ არი>>>>> რა დრო იყო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ცხოვრება ერთი გაელვებაა. აცხონოს გივი და მისი გარდაცვლილი მეგობარი "სვოი" ბიჭები.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები