პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები საბოლოო მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები საბოლოო მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი და მას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავინ წასულა.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებებითა და თანდევი პროექტების პაკეტის თანახმად, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლამდე,
პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორედაც ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.

კანონპროექტი ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

"ინტერპრესნიუსი"
gio
22 აპრილი 2017 11:26
Chkviani uzit vigaca parlamentshi,me arc nacionalebisken var arc amatken,magram tu shedarebas gavaketebt,nacionalebis dros ar xdeboda amdeni avto sagzao shemtxvevebi,imitom rom patruli mushaobda idealurad,exla vin witelze gadis da vin mwvaneze cherdeba ver gaigeb,tqve kai xalxo,vercert speroshi ver achvenet ganvitareba,piriqit awyobili sistemebi moaryies,xalxi ara xart?dagvanebet tavi,
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები