რამ გამოიწვია აჟიოტაჟი საბერძნეთის ქართულ დიასპორაში
რამ გამოიწვია აჟიოტაჟი საბერძნეთის ქართულ დიასპორაში
"ახალი რეგულაციები ბინადრობის უფლებას ბევრ არალეგალს აძლევს, თუმცა ყველას - არა!"

იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში და უვლიან მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ან ბავშვებს, უფლება მიეცათ, საბერძნეთის ტერიტორიაზე ყოფნის დამადასტურებლად ფულადი გზავნილების (გადარიცხული თანხების) დოკუმენტაცია წარადგინონ. საბერძნეთის მხარე მიიჩნევს, რომ ამ კატეგორიის პირებს უნდა მიეცეთ ორწლიანი ბინადრობის ნებართვა და კანონიერად მუშაობის საშუალება. საკმარისია, მათ რეგიონულ ადმინისტრაციაში წარადგინონ ფულადი გზავნილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, პასპორტის ყველა გვერდის ასლი, გადასახადის ქვითარი, დისკზე ჩაწერილი­
3 ბიომეტრიული ფოტოსურათი­ (ზომით 4/6-ზე) და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. დამატებითი მტკიცებულების სახით სასურველია ნებისმიერი ბერძნულენოვანი დოკუმენტის წარდგენა. ეს, შესაძლოა, იყოს დახასიათება ოჯახიდან, სადაც ის მუშაობს და სხვა


საბერძნეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომელთა მიხედვით, ამ ქვეყანაში მცხოვრებ არალეგალ ქართველებს ლეგალური სტატუსისა და ბინადრობის უფლების მიღება
შეუძლიათ. თუმცა ეს ყველას არ ეხება. ამ რეგულაციებმა საბერძნეთის ქართულ დიასპორაში (რომელიც მართლაც მრავალრიცხოვანია) აჟიოტაჟი გამოიწვია. ვის და რა შემთხვევაში შეუძლია ბინადრ­ობის უფლების მოპოვება საბე­რძნეთში­ და რა დახმარებას ითხოვენ იქ მყოფი ჩვენი თანამემამულეები? "კვირის პალიტრას" ადვოკატი რევაზ კიკნაძე ესაუბრა, რომელიც ათ წელზე მეტია, ათენში საქმიანობს და ჩვენს თანამემამულეებს (და არა მხოლოდ მათ) იურიდიულ მომსახურებას უწევს.

- მართლაც გამოიცა საბერძნეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციული რეკონსტრუქციის მინისტრის N13 ბრძანება, რომელიც განსაკუთრებული მოტივის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღების შესახებ კანონებს ეხება. ეს ბრძ­ანება საბერძნეთის ტერიტორიაზე მყოფ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის უფლების მიღებას უმარტივებს. კერძოდ, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა, არალეგალმა­ ემიგრანტმა დაამტკიცოს, რომ მინიმუმ შვიდი წელი საბერძნეთში ცხოვრობს. სხვა შემ­თხვევაში მას აუცილებლად მოეთხოვება­ ვიზა, რომელიც ქვეყანაში ყოფნის სამწლ­იან ვადას მისცემს. სწორედ ამას ვუწოდებთ ე.წ. სამუშაო ვიზას.­ წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნება. ცხადია, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღეს, არალეგალებთან დაკავშირებით მონიტორინგის გამკაცრებას ველით. ამ მხრივ ჯერჯერობით ვითარება არ შეცვლილა, მაგრამ მოსალოდნელია.

- ბინადრობის უფლების მისაღებად სად და რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ­ ქართველებმა?

- საბერძნეთის ნებისმიერ თვითმმართ­ველობის ერთეულში არის რეგიონული ადმინისტრაცია, რომლის ერთ-ერთი დეპარტამენტი ემიგრანტებს ბინადრობის უფლებას აძლევს. სწორედ იქ უნდა წარადგინონ საბუთები. ზემოთ აღნიშნული ბრძანების მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში და უვლიან მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ან ბავშვებს, უფლება მიეცათ, საბერძნეთის ტერიტორიაზე ყოფნის დამადასტურებლად ფულადი გზავნილების (გადარიცხული თანხების) დოკუმენტაცია წარადგინონ. საბერძნეთის მხარე მიიჩნევს, რომ ამ კატეგორიის პირებს უნდა მიეცეთ ორწლიანი ბინადრობის ნებართვა და კანონიერად მუშაობის საშუალება. საკმარისია, მათ რეგიონულ ადმინისტრაციაში წარადგინონ ფულადი გზავნილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, პასპორტის ყველა გვერდის ასლი, გადასახადის ქვითარი, დისკზე ჩაწერილი­ 3 ბიომეტრიული ფოტოსურათი­ (ზომით 4/6-ზე) და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. დამატებითი მტკიცებულების სახით სასურველია ნებისმიერი ბერძნულენოვანი დოკუმენტის წარდგენა. ეს, შესაძლოა, იყოს დახასიათება ოჯახიდან, სადაც ის მუშაობს და სხვ.

- იმ შემთხვევაში რა მოხდება, თუკი ფულადი გადარიცხვების დოკუმენტაციით­ ემიგრანტი დაამტკიცებს, რომ საბერძნეთის­ ტერიტორიაზე ხუთი ან ექვსი წელიწადია ცხოვრობს?

- ემიგრანტები დახმარებისთვის მოგვმართავენ და ასეთ ცალკეულ საქმეებს განვიხილავთ. ზოგჯერ გადარიცხვების ერთწლიანი წყვეტაა, მაგრამ ბინადრობის უფლების მიღების შანსი მაინც დიდია. ჩვენ ამ ადამიანებს წარვადგენთ, როგორც ოჯახის დამხმარეებს. მათ მოაქვთ ბერძენი მასპინძლის დახასიათება და ზოგჯერ სხვა საჭირო დოკუმენტებიც. მათი მოთხოვნა ბინადრობის უფლების მიღებაზე, მეტწილად, კმაყოფილდება.

- სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი­ ატყდა იმასთან დაკავშირებით, რომ საბერ­ძნეთში­ მყოფი არალეგალი ქართველები ბინადრობის უფლების მიღებას შეძლებენ...

- დიახ, ასე იყო. ერთი ქართველი გოგონა, რომელიც, თურმე, სალონიკში ცხოვ­რობს, ონლაინრეჟიმში ჩაერთო "ფეისბუკზე" და ქართველ ემიგრანტებს­ ახარა, საბერძნეთის მთავრობამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომელთა მიხედვით ყველა ბინადრობის უფლებას მივიღებთო. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გახარებული ქართველები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, მართლა ასე იყო თუ არა... მე მათ ვპასუხობდი, რომ ახალი რეგულაციები ეხება მხოლოდ იმას, ვინც შვიდი ან მეტი წელია, საბერძნეთში ცხოვრობს და ამას გადარიცხვებით ადასტურებს.

- შეუძლია თუ არა საქართვე­ლოს ნებისმიერ მოქალაქეს ევროკავში­რის ქვეყნებში­ ლეგალურად დასაქმება,­ თუკი ის წინასწარ იპოვის დამსაქმებელს­, გააფორმებს­ მასთან ხელშეკრულებას, თვითონ­ დაბრუნდება­ საქართველოში და ამ ხელშეკრულების სათა­ნადო­ ორგანოში დარეგისტრირებას დაელოდება?

- ეს ძალიან ბიუროკრატიული პროცესია და მხოლოდ ფორმალური ხასიათი­ აქვს. ამ გზით დასაქმება საბერძნეთში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სხვა ქვეყნებში რა ხდება, ვერ გეტყვით... ამ სიტუაციას საბერძნეთის შრომით ბაზარზე კრიზისიც განაპირობებს. თუმცა ერთხანს ფილიპინელ მზარეულებზე იყო მოთხოვნა და მათაც ვეხმარებოდით ლეგალური სტატუსის მოპოვებაში. ახლა არც ერთ სამუშაოსთან დაკავშირებით ასეთი მოთხოვნა არ არის.

- თქვენი ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ქართველებს სამწლიანი სამუშაო­ ვიზის აღება უფრო გაუიოლდათ თუ გაურთულდათ?

- ჩემი აზრით, არც გაიოლებიათ არაფერი და არც გართულებიათ... სიტუაცია ისეთივეა, როგორიც ადრე იყო.

- ძირითადად, რა სახის დახმარებისთვის მოგმართავენ ჩვენი თანამემამულეები?

- ათენში 300 ათასი ქართველი ცხოვრობს, შესაძლოა, მეტიც - ეს არ არის ზუსტად აღრიცხული.
ძირითადად, ჩვენი თანამემამულეები სწორედ ბინადრობის უფლების მიღებაში გვთხოვენ დახმარებას. გარდა ამისა, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საკითხებშიც სჭირდებათ ჩვენი კონსულტაცია. სხვათა შორის,
აქ ბევრ ქართველს საკუთარი საქმეც აქვს, მაგალითად, აქვთ ქართული თონეები და საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით სჭირდებათ ინფორმაცია. ასე რომ, მე და ჩემი ბერძენი კოლეგები ხშირად მათ სამსახურში ვართ.

ეკა ასათიანი
ნათელა სამხარაძე
01 მაისი 2017 01:52
იქნებ თქვენი კოორდინატები მოგვწოდოთ, რომ შევძლოთ თქვენთან დაკავშირება?

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები