"არიან ძალიან კარგი კომპოზიტორები, მაგრამ შოსტაკოვიჩს ვერავის შევადარებ, ის სწორუპოვარია!"
15-05-2017
"არიან ძალიან კარგი კომპოზიტორები, მაგრამ შოსტაკოვიჩს ვერავის შევადარებ, ის სწორუპოვარია!"
როდესაც დიმიტრი გავიცანი, არც მის მუსიკას ვიცნობდი და არც მისი ცხოვრების შესახებ ვიცოდი რაიმე, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ ის გამორჩეული იყო. ერთად 13 წელი გავატარეთ

ვერ ვიჯერებდი, რომ ის, ვისაც არაფერი ესმოდა - შეძლებდა ჩემი მეხუთე სიმფონიის აღქმას...­ თუმცა,­ ბუნებრივია, ესმოდათ! ესმოდათ, რაც გარშემო ხდებოდა­ და, რა თქმა უნდა, გაიგეს,­ რას ვამბობდი ჩემი მეხუთე­ სიმფონიით", - ეს სიტყვები დიმიტრი შოსტაკოვიჩმა 1937 წელს, მეხუთე სიმფონიის დაწერის შემდეგ თქვა. კომპოზიტორმა სიმფონია სტალინისტური
რეჟიმის­ პერიოდში დაწერა, როდესაც მილიონობით საბჭოთა მოქალაქე და მათ შორის კომპოზიტორის ახლობლებიც, გადაასახ­ლეს ან დახვრიტეს.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით დიმიტრი შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონია აჟღერდა. სწორედ ამ დღისთვის საგანგებოდ ჩემოვიდა ირინა შოსტაკოვიჩი - კომპოზიტორის ქვრივი. მასთან საუბარი ანტრაქტის
დრო შევძელი.
- ძალიან დიდი ხანია თბილისში არ ვყოფილვარ და ამ ფესტივალისთვის ჩამოვედი. მადლობელი ვარ, რომ ჩემმა მეგობარმა გია ყანჩელმა დამპატიჟა.

- საქართველოში თუ ჩამოდიოდა ხოლმე დიმიტრი შოსტაკოვიჩი და ვისთან მეგობრობდა?

- დიმიტრი დიდი ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის ძმასთან, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძესთან ერთად სწავლობდა, მასთან მეგობ­რობდა და ძალიან უყვარდა. ყოველ­თვის სითბოთი იხსენებდა ამ დიდებულ ადამიანს.
ერთად არასდროს ჩამოვსულვართ საქართველოში, დიმიტრი ხშირად ისვენებდა გუდაუთასა და ბათუმში.

- თქვენ და დიმიტრი შოსტაკოვიჩმა 1962 წელს იქორწინეთ. პირველად როდის შეხვდით მას?

- ძალიან დიდი ხნის წინ... მე ვმუშა­ობდი მუსიკალურ გამომცემლობაში - "საბჭოთა კომპოზიტორი" ერქვა. რაღაცის რედაქტირება დამავალეს და წავედი ლიტერ­ატურულ საბჭოზე. იქ შევხვდით შემთხვევით ერთმანეთს. როდესაც გავიცანი, არც მის მუსიკას ვიცნობდი და არც მისი ცხოვრების შესახებ ვიცოდი რაიმე, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ ის გამორჩეული იყო. ერთად 13 წელი გავატარეთ...
ფეხბურთი მისი ვნება იყო. ყოველ წელიწადს ადგენდა ცხრილს და იქ ინიშნავდა, რომელი გუნდი რომელს ხვდებოდა­ და როგორი მატჩი იყო. მიმოწერაც ჰქონდა ფეხბურთის სხვა ფანებთან, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, ეს იყო მისი ძალიან დიდი გატაცება, ჩვენ გამოვცემთ ამ ყველაფერს წიგნად.

- თანამედროვე კომპოზიტორებიდან ვინ შეგიძლიათ შეადაროთ დიმიტრი შოსტაკოვიჩს?

- მე არ ვარ მუსიკოსი და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება. არიან თანამედროვე, ძალიან კარგი კომპოზიტორები, მაგრამ დიმიტრი შოსტაკოვიჩს ვერავის შევადარებ. ის სწორუპოვარია!

- დიდი კომპოზიტორის ცხოვრება­ არ იყო იოლი. მას მუდმივად უწევდა­ ჭიდ­ილი­­ საბჭოთა მთავრობასთან, რომ მის შემოქმედებაში არ ჩარეულიყვნენ. XXI საუკუნეში რომ ეცხოვრა, როგორი ურთ­იერთობა ექნე­ბოდა ხელისუფლებასთან?

- კომპოზიტორი მუსიკას ქმნის, ზოგჯერ გიხდება რაღაც ისეთის გაკეთება, რაც შენთვის არ არის მისაღები, მაგ­რამ მიმაჩნია, რომ ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს. დღეს გაჩნდა ღირებული ქმნილებები კულტურაშიც და ადამიანების ცნობიერებაშიც, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების დამსახურება, ეს ცხოვრების ტემპია, რომელიც ამას მოითხოვს...

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით