"გაგიკვირდებათ და, უმეტესობა პირველივე მესიჯში დაოჯახებას მთხოვს..."
15-05-2017
"გაგიკვირდებათ და, უმეტესობა პირველივე მესიჯში დაოჯახებას მთხოვს..."
"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი "კეთილისმსურველი" აღმოგვაჩნდა. გაუთავებელმა ჭორებმა, გარჩევებმა, ენის მიტან-მოტანამ დაგვღალა. ჩვენი ურთიერთობა გარეშე ადამიანებმა გააფუჭეს"

"ახლა ყველასთვის კარგი და საყვარელი გოგო გავხდი"


მას შემდეგ, რაც სცენაზე გამოჩნდა, თინეიჯერების, და არ მარტო მათთვის, ფავორიტად იქცა. გვანცა ოსიყმაშვილი მაყურებლისთვის ყველაზე ლამაზ და იდუმალ მონაწილესთან ასოცირდება. რამდენიმე თვის წინ ბათუმიდან თბილისში გადმოსახლდა, მიუხედავად იმისა, რომ 22 წლისაა, დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა. დედისერთა განებივრებული გოგონას ეს ნაბიჯი ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა. პირადი ცხოვრების შესახებ არ
საუბრობს, ამიტომ თაყვანისმცემლებმა იდუმალი გოგონა შეარქვეს.

- ძალიან მეშინოდა ამდენი მაყურებლის წინაშე წარდგომის - ქართველი მაყურებელი პრეტენზიულია და მხოლოდ სრულყოფილ შესრულებას იმსახურებს. მეშინო
და იმისიც, რომ ოპერა არ არის ამ სატელევიზიო შოუს ფორმატი. მაგრამ წელს მამამ იმდენჯერ მთხოვა, რომ დამითანხმა. თუმცა ქასთინგზე მიმავალს ფეხები უკან მრჩებოდა და დავაგვიანე კიდეც. უკან წამოსვლას ვაპირებდი დაკეტილ ჭიშკართან მისული, როცა ერთ-ერთმა კოორდინატორმა შემამჩნია და დამიძახა.

- სცენაზე ყოფნისას არც შიში გეტყობოდა და არც ნერვიულობა.

- ძალიან ვნერვიულობდი. სამი თვე ლარინგიტი მქონდა - ლაპარაკიც კი მიჭირდა. სასწაული იყო, სიმღერა რომ შევძელი. არც მორალურად ვიყავი მზად, არც ფსიქოლოგიურად. შიშისგან მუხლები ისე მიკანკალებდა, მიკროფონის საყრდენს ვებჯინებოდი, რომ არ წავქცეულიყავი. ცრემლის შეკავება დიდ ძალისხმევად დამიჯდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ დამტყობოდა არც ნერვიულობა და არც შიში. მიხარია, თუ გამომივიდა.

- გოგონამ, რომელსაც მუხლები უკანკალებდა შიშისგან, გამოაცხადა, რომ ქალაქისა და ქვეყნის დასაპყრობადაა მოსული...

- ხალხს არასოდეს უნდა აჩვენო შენი სისუსტე. სასიამოვნოა, რომ მცნობენ - მაღაზიაში, ტრანსპორტში, ქუჩაში. ზოგი მიხუტებს, წარმატებას მისურვებს, უმეტესობა ფოტოების გადაღებას მთხოვს და თავიდან ეს ისეთი ამაღელვებელი იყო, თავს ვერ ვიკავებდი.

- თაყვანისმცემლებიც მოგემატებოდნენ, ყვავილებით გხვდებიან, ალბათ...

- აი, ყვავილები არ მხვდება, სამწუხ­აროდ (იცინის). უფრო მესიჯები მხვდება ფეისბუქზე, გაგიკვირდებათ და, უმეტესობა პირველივე მესიჯში დაოჯახებას მთხოვს...

- სადედამთილოები არ გწერენ?

- არა, სადედამთილოები და მაჭანკლები დედას აკითხავენ ბათუმში. ეგ კი არა, ისეთი ადამიანები გვირეკავენ, რომლებსაც წლების მანძილზე არ ვახსენდებოდით, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მაგრძნობინებდნენ, რომ არ მოვწონდი. ახლა ყველასთვის კარგი და საყვარელი გოგო ვარ.

- კარგ და საყვარელ გოგოს შეყვარებული ჰყავს?

- არა. ჯერ კიდევ წინა ურთიერთობის მარწუხებში ვარ.

- გამოდის, ყველაფერი არ დასრულებულა.

- ჩვენ მეგობრები ვართ, აზრებს ვცვლით, ვსაუბრობთ. ის ყველა ჩემს გამოს­ვლას ესწრება და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, მშობლების შემდეგ.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი შენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულია?

- კი, ეს ადამიანი ნამდვილად ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი "კეთილისმსურველი" აღმოგვაჩნდა. ზოგს მე ვეჩვენე­ბოდი მისთვის ზედმეტად კარგი, ზოგს - პირიქით... გაუთავებელმა ჭორებმა, გარჩევებმა, ენის მიტან-მოტანამ დაგვღალა. ჩვენი ურთიერთობა გარეშე ადამიანებმა გააფ­უჭეს.

- ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც სიყვარულისთვის ჩაგიდენია, არის...

- ჩემი შეყვარებული ქუთაისში ცხოვრობდა და მუშაობდა. მე ბათუმში ვსწავლობდი. იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. ბოლო წელი იყო სწავლის, საკმაოდ დატვირთული და რთული წელი. პირველ სემესტრში არც მიმღერია. არ მემღერებოდა. ვიჯექი და ვფიქრობდი, მერე ვოცნებობდი და ასე გავლიე თვეები. სემესტრის ბოლოს სამი გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი, როცა დეკანმა მითხრა: თუ ამ სამ გამოცდას არ ჩააბარებ, გაგრიცხავთ, ან მობილობა გააკეთე და გადადიო. მობილობა როგორც კი ახსენა, მივხვდი, რომ ქუთაისში გადავიტანდი საბუთებს. ოჯახში ვთქვი, გამრიცხეს-მეთქი. ქუთაისში გადავედი თუ არა, კურსზე ჩასარიცხად სამ დღეში ჩავაბარე 17 საგანი, მათ შორის ის სამიც, რომელთა გამოც სასწავლებლიდან გამიშვეს. საბუთების წასაღებად რომ მივედი, ჩემს დეკანს მადლობა ვუთხარი ბედნიერმა და გაბრწყინებულმა - გაოცებული მიცქერდა. ახლა შეიტყობს, რა მოხდა სინამდვილ­ეში (იცინის). ვიცი, იტყვიან, სიყვარულის გამო ქალაქიდან ქალაქში გადავიდაო.

- ახლა შენ თბილისში ხარ, ის კი ქუთაისში დარჩა?

- არა. მე სექტემბერში გადმოვედი, ისიც ერთ თვეში თბილისში გადმოვიდა.

- ანუ მანაც მიატოვა სამსახური სიყვარულის გამო?

- არ ვიცი. ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- იმედია, ერთხელაც ორივესთან ვისაუბრებ... მანამდე კი, მითხარი, რა გეგმები გაქვს?

- რამდენიმე შემოთავაზება უკვე მაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი - საფრანგეთიდან. გეგმებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები.
ჩემი მიზანია, მოსკოვის დიდ ან პეტერბურგის მარიას თეატრში ვიმ­ღერო ჩაიკოვსკის "იოლანტაში" იოლანტას პარტია, აუცილებ­ლად უნდა ვსინჯო ძალა როკოპერაშიც.

- წარმატებას გისურვებ.

- გმადლობ, რომ შენც არ მიმამსგავსე მერილინ მონროს და მილა იოვოვიჩს. ამაზე გაუთავებლად წერენ. სიმართლე გითხრათ, არ მსიამოვნებს. ორივე საოცარი ქალია, მაგრამ მე გვანცა ვარ და მხოლოდ საკუთარ თავს ვგავარ.

თამო კეშელავა
cicino deida 60 clis.
01 ივნისი 2017 19:22
დზალიან ნიცჰიერი და ლამაზი გოგო ხარ. მე ვიცი რომ დზალიან ბევრს მიაგცევ ცხოვრებასცჰი.დზალიან ბევრს მოსცონხარდა არ გაცჰერდე..გისურვებტ ცარმატებებს და გლოცავტ დედი გმერტი დაგეხმაროს ბედნიერებისკენ ცინსვლასცჰი.
euff
31 მაისი 2017 19:37
ეგ ქალი მაკიაჟის გარეშე არ გინახავთ! არც ნახოთ!
ნონა
31 მაისი 2017 17:10
კარგი გოგო ხარ შენ♥

რედაქტორის რჩევით