ფრთხლად! E ვიტამინი და... "მეტი ტუჩისთვის" დამახინჯებული სახე
28-05-2017
ფრთხლად! E ვიტამინი და...  "მეტი ტუჩისთვის" დამახინჯებული სახე
"მეტი ტუჩისთვის" კიდევ რამდენიმე ჩხვლეტა­ და ესთეტიკური მედიცინის პროცედურა სახლის პირობებში დასრულდა. შედეგიც მყისიერად დადგა - ტუჩის მოცულობა გაიზარდა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ჩვენი ექსპერიმენტი სავალალო აღმოჩნდა... ტუჩებგადმობრუნებულმა საშველად პლასტიკურ ქირურგს მივმართე­. E ვიტამინის ზეთოვანმა სითხემ ტუჩის ქსოვილში შეწოვა დაიწყო და ალერგია განვითარდა..."

ყველაფერი ასე დაიწყო: საღამოს­ გოგონები შევიკრიბეთ და ერთ-ერთმა სამსახურიდან ახალი ამბავი მოიტანა - ჩემი თანამშრომელი ტუჩს E ვიტამინით იდიდებს და ძალიან კარგად გამოიყურება, ორ კვირაში ვიტამინი გაიწოვება,
ტუჩი კი თავის პირვანდელ ფორმას დაიბრუნებსო.­ მე და ჩემი მეორე მეგობარი "მოდას ავყევით", აფთიაქში ე ვიტამინის ამპულა და შპრიცები­ შევიძინეთ, სამი ლარი გადავი­ხადეთ და "საქმეს" შევუდექით. მეგობარმა ორივეს ტუჩში E ვიტამინის ზეთოვანი ინიექცია გაგვიკეთა. პროცედურა მტკივ­ნეული იყო, მაგრამ სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს და გავუძელით... "მეტი
ტუჩისთვის" კიდევ რამდენიმე ჩხვლეტა და ესთეტიკური მედიცინის პროცედურა სახლის პირობებში დასრულდა. შედეგიც მყისიერად დადგა - ტუჩის მოცულობა გაიზარდა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ჩვენი ექსპერიმენტი სავალალო აღმოჩნდა... ტუჩებგადმობრუნებულმა საშველად პლასტიკურ ქირურგს მივმართე­. E ვიტამინის ზეთოვანმა სითხემ ტუჩის ქსოვილში შეწოვა დაიწყო და ალერგია განვითარდა. ტუჩებზე რომ აღარაფერი ვთქვა, დამისივდა სახე, ცხვირი, ყვრიმალები... მოკლედ, სილამაზის ძიებაში სიმახინჯე "გავიჩალიჩე"... სასოწარკვეთილი­ ექიმს ვემუდარებოდი, ჩემთვის პირვანდელი ტუჩი დაებრუნებინა. საბედნიეროდ, მეშველა... როგორც მოგვიანებით გავარკვიე, თურმე ქირ­ურგებთან ჩემსავით E ვიტამინით დაბერილების რიგი დგას და შველას ითხოვს...

ეკა შალიკიანი, ექიმი-კოსმეტოლოგი:


- ეს ტუჩისთვის განკუთვნილი ვიტამინი­ არ არის და არავითარ შემთხვევაში­ არ შეიძლება ტრანსფერმალურად სიღრმეში ინიექციის გზით შეყვანა. ევროპაში ე ვიტამინის ბუმი ცოტა ადრე დაიწყო. ახლახან თბილ­ისშიც, რომელიღაც სილამაზის სალონში, მოვკარი თვალი წარწერას: "გთავაზობთ E ვიტამინით ტუჩის გადიდებას 40 ლარად.(?!)

2015 წელს საქართველოში E ვიტამინით ტუჩის გადიდების ყველაზე მეტი შემ­თხვევა აღინიშნა.­ გადასხმებზე იწვნენ გოგ­ონები, განსაკუთრებით 15-დან 23 წლამდე. მინდა, გავაფრთხილო ყველა, E ვიტამინის ინიექცია იწვევს ძალიან ბევრ გართულებას და ინფექციას, რომელიც დიდხანს არ გადის. იწვევს კუჭის პრობლემებს, დაუშვებელია ფარისებრი ჯირკვლისთვის. ჩემი პაციენტი 10 დღე იწვა საავადმყოფოში, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანათ...
ე ვიტამინის სავალალო შედეგზე საუბრობს ჩემი რესპონდენტი და ყველას ურჩევს, არ გაიმეორონ მისი შეცდომა.

ხათუნა ცქვიტინიძე: -
ყველაფერი­ ჩემი მეგობრის რჩევით დაიწყო, რომელიც გვარწმუნებდა, რომ E ვიტამინის გამო­ყენება აბსოლუტურად უსაფრთხო და მომგებ­იანი იყო. გადავწყვიტე, მისთვის დამეჯერებინა.­
თავიდან თითქოს შედეგი ნორმალური იყო, მაგრამ რამდენიმე კვირაში­ სახის კონტურების შეცვლა დამეწყო.­ შესამჩნევად დეფორმირდა ტუჩის კონტური და მოცულობა. საბედნიეროდ, ალერგიული ფონი კრიტიკულად მწვავე არ აღმოჩნდა­ და დროთა განმავლობაში გაიარა, მაგრამ შეუ­ძლებელია, იმ პერიოდის შიში და საკუთ­არ თავზე გაბრაზება დავივიწყო.

ეკა შალიკიანი: -
E ვიტამინის აბების­ სახით ჭარბად მიღებამაც კი შეიძლება საზიანო შედეგი მოგიტანოთ, თუ ფარისებრი­ ჯირკვალი გაწუხებთ და ჰორმონების ცვლილება გაქვთ. ეს არის ზეთოვანი მასა და ტუჩის დაბერვასთან, გადიდება-შევსებასთან კავშირი არა აქვს. მხოლ­ოდ ტუჩი კი არ სივდება, ქსოვილის დანეკროზება ხდება, შეიძლება გამოიწვიოს თვალებში გაორება, თავბრუსხვევა, გულისრევა, კუჭის პრობლემები, განვითარდეს ალერგიის მძიმე ფორმა. გადასხმის და ჰოსპიტალიზაციის გარეშე ვერ გამოხვალთ მდგომარეობიდან. ტუჩის არეში გადის ძალიან ბევრი სისხლძარღვი, კაპილარი, რეცეპტორები. პირის არე არის მრგვალი კუნთი, ქვედა ტუჩზე კი ვენა გადის...

ნინო წიფურია
Anuka
28 სექტემბერი 2018 16:38
Visats sheudzlia daxmareba momweret
ლალი
31 ივლისი 2018 03:50
რა ეშველება ამ დასიებას არაფერი შველის?
miranda
30 ივლისი 2018 19:35
gamarjoba,mainteresebs ramden xanshi gaiwoveba?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები