"ჯერ მეც არ ვიცი, გრიშა კაკაჩია მამაჩემია თუ არა"
27-05-2017
"ჯერ მეც არ ვიცი, გრიშა კაკაჩია მამაჩემია თუ არა"
"ვერ ვიტყვი, რომ მარიხუანა არ მომიხმარია, მაგრამ მის გამო პრობლემას ვერ შევიქმნი"

"ჩემი ცოლის დაქალების" სინჯებზე მივედი და ცოტა ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ დამამტკიცეს"


26 წლის მსახიობი ბექა ლემონ­­ჯავა სერიალ "ჩემი ცოლის­ დაქალებში" გამოჩნდა და გრიშა კაკაჩიას შვილი, თემურ­ ძიგუა, განასახიერა. ცხოვრებისეულ და კარიერულ ამბებზე ბექა "კვირის პალიტრას" ესა­უბრა:

- "ჩემი ცოლის დაქალების" ქასთინგის მენეჯერი ეკა მჟავანაძე "მძევლების" პრემიერაზე ვნახე და ქასთინგზე მიმიწვია, თან ამიხსნა, რომელ პერსონაჟზე იყო ლაპარაკი.­ მივედი
სინჯებზე და ცოტა ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ დამამტკიცეს.

- ეკრანულ მამაზე რას იტყვით?

- ჯერ მეც არ ვიცი, გრიშა კაკაჩია მართლა მამაჩემია თუ არა.
სერიალში გადაღების პარალელურად თეატრ "რუსთაველის 19"-ში ვმუშაობ, რომელიც ახალი გახსნილია და ვცდილობთ, ჩვენი ადგილი ვიპოვოთ თეატრალურ სამყაროში, პატარ-პატარა ექსპერიმენტებს ვატარებთ.

-
მანამდე მაყურებელი სხვა სერიალებიდანაც გიცნობდათ.

- ჯერ "შუა ქალაქში", შემდეგ "ტიფ­ლისშიც" ვითამაშე.

- "მძევლებში" როგორ მოხვდით?

- 2013 წელს მიშა აფხაზავამ მიმიწვია ქასთინგზე, თავს ვიკავებდი, რამდენიმე კვირაში ესპანეთში მივემგზავრები-მეთქი. კაცმა­ არ იცის, როდის გადაიღებენ და გირჩევ, მოხვიდეო. მართლაც მივედი, ორი ტური გავიარე, მერე ესპანეთში გავემგზავრე, რომ დავბრუნდი, აღარც მახსოვდა­ ეს ამბავი. ერთ დღეს მეგობარმა დამირეკა,­ კინოსტუდიაში გეძებენო. თურმე სამი წლის შემდეგ იმავე პროექტის ახალი­ ქასთინგ-მენ­ეჯერი, ლელი მიმინოშვილი მირეკავდა. ფილმში ტელერადიოკომპანიის ხელმძღვანელის შვილს ვასახიერებ. "მძევლებში" ჩემი ეკრანული მამა მიშა გომიაშვილია.­ სწორედ მას უთქვამს, დააკვირდით ამ ფოტოებს, ფიზიკურად მე ასეთი შვილი შემეფერებაო­ და ჩემს ფოტოზე მიუთითებია. ასეთი მასშტაბის ფილმზე პირველად ვიმუშავე. ბევრი ძალიან კარგი მსახიობი გავიცანი, ჩემი თაობისაც და უფროსებიც - მერაბ ნინიძე, მიშა გომიაშვილი, ავთო მახარაძე...

- თვითმფრინავის ბიჭების ისტორიაზე რა იცოდით?

- 16-17 წლისამ წავიკითხე დათო ტურაშვილის წიგნი და მახსოვს, ამატირა. როდესაც უკვე სხვა დოკუმენტებს გავეც­ანი, კითხვები გამიჩნდა. რომ მცოდნოდა, ეს ფილმი კონკრეტული ადამიანის პოზიციას გამოხატავდა და მისი ხედვით გადმოგვცემდა თვითმფრინავის ბიჭების ამბავს, რომ ეს ბიჭები გმირები არიან, ან ტერორისტები, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი პროექტში მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მიღირდა როგორც მსახიობს.

- დღევანდელი თაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ხშირად ასახელებენ ონლ­აინკაზინოებს და სააფთიაქო ნარკომანიას.

- ორ-სამჯერ ვითამაშე, ისიც ძალიან მცირე თანხაზე, მაგრამ დროულად მივხვდი, რომ სისულელეა და შევეშვი. ჩემ გარშემო არიან ისეთები, რომლებიც ამ ჭაობში­ ჩაეფლნენ, ჰგონიათ, კაზინოში იოლად იშოვიან ფულს. ზრდასრულს უფლება აქვს, თავისი ცხოვრება როგორც უნდა, ისე წარმართოს, მაგრამ თამაში რომ არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ, ეს პრობლემაა. სააფთიაქო ნარკომანიაც უბედურებაა.­ თუ სააფთიაქო ნარკომანიის გაქრობის ხარჯზე მარიხუანა იქნება დეკრიმინალიზებული, მივესალმები. ვერ ვიტყვი, რომ არ მომიხმარია, მაგრამ მარიხუანას გამო პრობლემას ვერ შევიქმნი, უფრო მნიშვნელოვანი ინტერესები მაქვს ცხოვრებაში.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მყავს საცოლე, ანო ჩხატარაშვილი, 4 წელია ერთად ვართ, ის ესპანეთში ცხოვრობს და როცა საშუალება მაქვს, მასთან გავრბივარ. ანო ესპანეთში სწავლობს ინტერიერის დიზაინს და თან მუშაობს. ქორწილს სექტემბერში­ გადავიხდით, ძალიან მომწონს წინასაქო­რწილო ფაციფუცი. მჯერა, ეს ჩემს მეხსიერებასა და ცხოვრებაშიც ერთ-ერთ ლამაზ მოგონებად დარჩება.

ეკა სალაღაია
მაშა, მაშა!
28 მაისი 2017 14:59
შემდგომ სცენარი გაცილებით უფრო დრამატულად ვითარდება და საბოლოოდ, 237 სერიაში გაირკვევა , რომ თვითონ გრიშა არის თემურის ვაჟი (ან ქალიშვილი, ჯერ არ გადაწყვეტილა)!
379
28 მაისი 2017 10:21
მომწონხარ, კარგი, ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ, წარმატებას გისურვებ

რედაქტორის რჩევით