"ღმერთს შევევედრები შეგინდოთ ის დიდი ცოდვები, რაც ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინეთ" - სტალინი და პიანისტი - კვირის პალიტრა

"ღმერთს შევევედრები შეგინდოთ ის დიდი ცოდვები, რაც ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინეთ" - სტალინი და პიანისტი

ნაწყვეტი დიმიტრი შოსტაკოვიჩის წიგნიდან "Свидетельство":

"სტალინი რადიოს ხშირად უსმენდა, ერთ დღესაც ბელადმა რადიოკომიტეტში დარეკა და იკითხა აქვთ თუ არა მოცარტის 23-ე საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც რადიოში წინა დღით მოისმინა. - "იუდინა ასრულებდა", - დააუზუსტა სტალინმა.

"რა თქმა უნდამ გვაქვს", - უპასუხეს სტალინს, თუმცა სინამდვილეში არავითარი ჩანაწერი არ არსებობდა, კონცერტი რადიოში ცოცხალი შესრულებით გადაიცა. არას თქმა ბელადისთვის, უბრალოდ, შეეშინდათ, არავინ იცოდა რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა მსგავს პასუხს.

ცნობისთვის: მარია იუდინა  1899 წლის 28 აგვისტოს დაიბადა. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა პიანისტი გახლდათ, ცნობილი, როგორც ბახის, შუბერტის, მოცარტის, ბეთჰოვენის და ბრამსის საუკეთესო შემსრულებელი. ერთი პერიოდი (1932-3 6წლები)  თბილისის კონსერვატორიაშიც მუშაობდა. იუდინა 1970 წლის 19 ნოემბერს მოსკოვში გარდაიცვალა.

სტალინმა მოითხოვა მოცარტის ჩანაწერი მარია იუდინას შესრულებით მისთვის აგარაკზე გაეგზავნათ. რადიოკომიტეტი პანიკამ მოიცვა, რაღაც უნდა მოემოქმედათ. დაუკავშირდნენ იმავე დღეს იუდინას, ორკესტრს და იმავე ღამით გადაწყვიტეს ჩანაწერის გაკეთება. ყველა შიშისგან კაკანკალებდა, რასაკვირველია, იუდინას გამოკლებით. ის განსაკუთრებული იყო, მას ეს არ აღელვებდა.

როგორც იუდინამ მომითხრო, დირიჟორის სახლში გაშვება მოგვიწიაო, შიშისგან ხელები უკანკალებდა და საერთოდ ვერ აზროვნებდა, გამოვიძახეთ სხვა დირიჟორი, ისიც კანკალებდა და ყველაფერი აურია, ორკესტრს ხელს უშლიდა, მხოლოდ მესამე დირიჟორთან ერთად შევძელით ჩანაწერის დასრულებაო.

ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა ხმის ჩაწერის ისტორიაში: ერთ ღამეში სამი დირიჟორის გამოცვლა, ასეა იყო თუ ისე, დილით ჩანაწერი მზად იყო. ფირფიტის ერთადერთი ასლი დაამზადეს და სტალინს გაუგზავნეს. დიახ ეს იყო რეკორდული ჩანაწერი, რეკორდი მლიქვნელობაში.

სულ მალე იუდინამ მიიღო კონვერტი 20 ათასი მანეთით. მას უთხრეს, რომ ეს მოხდა სტალინის სპეციალური განკარგულებით. ამის შემდეგ იუდინამ წერილი გაუგზავნა სტალინს და მე ვიცი ამ წერილის შინაარსი, რომელიც დაუჯერებლად მოგეჩვენებათ. იუდინას ბევრი უცნაური გამოხტომები ჰქონდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა: იგი არასოდეს იტყუებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი სიმართლეს ამბობდა. წერილის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: "მადლიერი ვარ იოსებ ბესარიონის ძევ თქვენი მხარდაჭერისათვის, დღე და ღამე ვილოცებ თქვენთვის და ღმერთს შევევედრები შეგინდოთ ის დიდი ცოდვები, რაც ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინეთ. უფალი მოწყალეა და გაპატიებთ. ფული იმ ეკლესიას გადავეცი, რომლის მრევლიც მე გახლავართ".

და იუდინამ ეს მომაკვდინებელი წერილი გაუგზავნა სტალინს (გაგრძელება)

იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება