"აღარ გვინდა ომი!" - აფხაზი გოგოსა და ქართველი ბიჭის სიყვარულის 25-წლიანი ისტორია
04-06-2017
"აღარ გვინდა ომი!" - აფხაზი გოგოსა და ქართველი ბიჭის სიყვარულის 25-წლიანი ისტორია
"ოცდასამი წლის მანძილზე, ბევრ განსაცდელს გავუძელით. მძიმე მდგომარეობიდან თავის დასაღწევად უფალი ყოველთვის მიჩვენებდა გზას. როდესაც ვლოცულობ, ღმერთს უპირველესად მშვიდობას შევთხოვ"

ქართულ-აფხაზური დაპირისპირება ყველაზე მძიმედ შერეულ ოჯახებზე აისახა. აფხაზმა ნატალია მარშანიამ და ქართველმა­ ხვიჩა ჭანტურიამ ომამდე სამი თვით ადრე, ყველაზე დაძაბულ პერიოდში იქორწინეს. ექვსშვილიან ოჯახს კოჯორში ვეწვიე, შინ დედ-მამა და მხოლოდ სამი შვილი დამხვდნენ.

ნატალია მარშანია:
"ხვიჩა ნათესავის ქორწილში გავიცანი. სანათესავოს კატეგორიული­ წინა­აღმდეგობის მიუხედავად, დაქო­რწინება გადავწყვ­იტეთ. რომ შევუღლდით, ჰაერში უკვე დენთის­
სუნი ტრიალებდა.­ პირველი­ ქალიშვილი, მაია, სოხ­უმში დაიბადა. მერე ომიც დაიწყო. იქ აღარ გვედგომებოდა და სამეგრელოსკენ გავეშურეთ. მალე დაძაბულობამ სამეგრელოშიც იმატა და რუსეთში გადავიხვეწეთ, უდმურტეთში გავაგრძელეთ ხიზნური ცხოვრება. ჩემი ოთხი შვილი ქალაქ იჟევსკში დაიბადა. ერთ დღესაც უბედურება დაგვატყდა - ხვიჩას­ ძმა გარდაეცვალა­ და იჟევსკიდან სენაკში წაასვენა.
40 დღეც არ იყო გასული, მამაც­ გარდაეცვალა, დედა ლოგინად ჩავარდა. ხვიჩა განსაცდელში ჩავა­რდნილ ოჯახს ხომ ვერ მიატ­ოვებდა! დავრჩი შორეულ უდმუ­რტეთში მა­რტო, თან მეექვსე შვილზე ფეხმ­ძიმედ ვიყავი! მაშინ გადავწყვიტე­ სოხუმში დავბრუნებულიყავი და... ისევ ავიბარგეთ.

აფხაზეთში კარგად მიგვიღეს.­ ბავშვები სკოლაში წავიდნენ. თითქოს ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ ბავშვებს მამა ენატ­რებოდათ. ხვიჩას კი სოხუმში­ შესვლა აკრძალული ჰქონდა "ქა­რთველობის ნიშნით"..
. დავავლე ჩემს ნაბოლარა მარიამს ხელი და სამეგრელოსკენ გავეშურე... მამიკოს გასაცნობად! მტერსაც კი მოუკლავდა გულს ჩვენი შეხვედრა!

რამდენიმე დღე დავრჩით და გადაწყვეტილებაც მივიღეთ, რომ აღარასოდეს დავშორდებოდით. სოხუმში დავბრუნდი, მაგრამ შვილების აფხაზეთიდან გაყვანის უფლება არ მომცეს. ეს ბავშვები ჩემი შვილები არ არიან-მეთქი? - забирайте одного! - მკაც­რად მითხრეს. მაინც შევძელი წამოსვლა. დედაჩემმა ჩვენს ნაღვლიან თვალებს ვეღარ გაუძლო­ - ოღონდ თქვენ კარგად მყავდეთ და წადითო...

ისევ გამთლიანდა ჩვენი ოჯახი - ახლა უკვე თბილისი და ისევ დევნილობა, რომელიც ღირსებაშემლახავია. მომთაბარეობას, ხეტიალს, უჭერ-ფუძეობას უამრავი პრობ­ლემა ახლავს... 2013 წელს კოჯორში გამგებლის დახმარებით სახანძროს შენობაში ორი ოთახი გამოგვიყვეს. ყოფისთვის აუცილებელი პირველი ნივთები, ერთი ტომარა კარტოფილი - სახანძროს მუშაკებმა მოგვაწოდეს. დღემდე ისინი გვპატრონობენ. შემდეგ კეთილმა ადამიანებმა აუცილებელი ავეჯიც მოგვიტანეს, ახალი ტანსაცმელიც გვაჩუქეს. მაია და ტარიელი ვართო - ასე გაგვეცნენ, მოწყალება გაიღეს და წავიდნენ. შემდეგაც გვესტუმრნენ და 1000 ლარი გვაჩუქეს. მათ ადამიანური ღირსება დაგვიბრუნეს.
ახლა ქართულს ვსწავლობ. ყვე­ლაფერი მესმის, აი, ბრუნვის ნიშნები მიჭირს. მინდა სრულყ­ოფილად ვფლობდე ჩემი შვილ­ების ენას.

მაია 24 წლის არის, ნინო - 23 წლის, ეკა - 20-ის.
მხატვრულ ტანვარჯიშში სპორტის ოსტატობის კანდიდატია. 17 წლის ლიკა თბილისის 37-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. პირველთანრიგოსანია მხატვრულ ტანვარჯიშში. გიორგი თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. დადის კარატეზე, ყვითელი ქამრის მფლობელია. მარიამი კი ჯერ 5 წლისაა. ოცდასამი წლის მანძილზე, ბევრ განსაცდელს გავუძელი. მძიმე მდგო­მარეობიდან თავის დასაღწევად უფალი ყოველთვის მიჩვენებდა გზას. როდესაც ვლოცულობ, ღმერთს უპირველესად მშვიდობას შევთხოვ. აღარ გვინდა­ ომი! მან ისე დაგვინგრია ცხოვრება, რომ საბუდარმოშლილებმა, ბუდე ხელახლა ვერსად ავიშენეთ, ფრთები ვერ გაშალა ახალმა თაობამ.

მჯერა, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება. ჩვენ დავბრუნდებით!"

სვეტლანა კვიკვინია
ბახა-s
06 ივნისი 2017 12:28
რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ამ ელემენტარული უცოდინრობით აფხაზების შეურაცხყოფა და საკუთარი თავის სასაცილოდ წარმოჩენა? ნუთუ ასე ძნელია ჩვენთვის იმის გაგება, რომ "აფსუა" აფხაზური სიტყვაა და "აფხაზს" ნიშნავს? რუსმა რომ გითხრათ, "ვი ნე გრუზინ, ა "კარტველი", რას უპასუხებთ, ნეტავი?
ბახა
06 ივნისი 2017 05:20
ჟურნალისტებო, აფხაზი ქართველია ასე განცალკევებით ნუღარ მოიხსენიებთ. ხოლო თუ ქართველი არაა მაშინ დააწერეთ "აფსუა", რაც ჩერქეზული მოდგმის ადამიანს ნიშნავს! დაამატეთ ეს კომენტარი, სხვამაც იგივე რომ არ გაიმეოროს.
06 ივნისი 2017 00:59
ღმერთმა ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიკეთე მოგცეთ!

რედაქტორის რჩევით