"დღემდე თიკოს ოჯახმა არ მიმიღო, არ დამიდგამს მათთან ფეხი"
01-06-2017
"დღემდე თიკოს ოჯახმა არ მიმიღო, არ დამიდგამს მათთან ფეხი"
"როგორ შეიძლება, საქართველო არ მოგეწონოს... ერთადერთი, ტაქსისტები აფუჭებენ სახელმწიფოს იმიჯს. უცხოს რომ დაინახავენ, სულ იტყუებიან"

ბათუმელი კოლორიტის, მიშას მოძებნა არ გაგ­ვჭირვებია, როგორც გაი­რკვა, მისი სახელი და გვარია ჩი უბანი, 10 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, ჰყავს­ გურული მეუღლე და ბათ­უმის ერთ-ერთ სკოლაში­ ინგლისურ ენას ასწავლის.

- თქვენი გაზეთი ვიცი, ვკითხულობ, მაგრამ ყველაზე მეტად PalitraNews-ი მომწონს. საერთ­აშორისო ინფორმაციას ვისმენ, მოკლედ, ლაკონიურად გადმოსცემენ ნიუსებს. ინტერვიუსთვის რომ დამირეკეთ, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და გამიხარდა.
მამა
ინგლისელი მყავს, უელს­იდან, დედა - ნიგერიელი. საქარ­თველოში 2007 წელს ჩამოვედი, ერთწლიანი კონტრაქტით. ნავ­თობის კომპანიაში ვმუშაობდი, სუფსის ტერმინალში, ინგლისურის სპეციალისტად.

- გურული ცოლი ჰყავსო.

- ბათუმში გავიცანი. თიკო ფრანგულის სპეც­იალისტია. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ დღემდე თიკოს ოჯახმა არ მიმიღო, არ დამიდგამს მათთან ფეხი. ჩვენი შვილი, ჩიკო,
უკვე დიდი ბიჭია, სექტემბერში სკოლაში მიდის. ბათუმში ბევრი მეგობარი­ შევიძინე, თუმცა ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი ჩემი შვილია, ჩვენ ერთმანეთი გვყავს, მე, თიკო და ჩიკო ჩვენი სამყარო ვართ.

ორჯერ დავწერე განცხადება და მოქალაქეობას არ მაძლევენ. რომ ვიკითხე, 10 წელია თქვენი­ სტუმარი ვარ და არ მაძლევთ-მეთქი? მითხრეს: როცა სტუმარი მოვა შენთან, უფლება გაქვს ან გაუღო კარი, ან არაო.

რაიონებშიც ვასწავლიდი ინგლისურს. თითქმის მთელი საქართველო მოვლილი მაქვს და ყველა­ კილოკავს ვარჩევ. ადამიანს რომ მოვუსმენ, უკვე ვიცი, რომელი კუთხიდანაა. ახლა ბათუმის კერძო სკოლაში ვმუშაობ. ოჯახი რომ ვარჩინო, მოსწავლეებიც მყავს კერძოდ.

- მიშა რატომ დაგარქვეს?

- სულ ვამბობ ხოლმე, საქმე­ ლაპარაკის ნაცვლად-მეთქი, არ მიყვარს დაპირებები და ბევრი ლაი-ლაი - საქმით მაჩვენე, რა შეგიძლია. ჰოდა, ამ სლოგანის გამო შემარქვეს მიშა. ყველა ემოციასა და შთაბეჭდილებას ვიწერ, მასალებს ვაგროვებ ჩემი მომავალი წიგნისთვის "ჩემი ცხოვრება საქართველოში".

- ყველაზე კარგი ეპიზოდი მიამბეთ ამ წიგნიდან.

- ასეთი, ალბათ, ჩემი ამჟამინდელი სამუშაო ადგილის შოვნაა.­ საოცარი ამბავია. დღეს ხომ ყველგან ნეპოტიზმია, მეც არავის ბიძა­შვილი არა ვარ. ამ სკოლის ხელმძღვანელმა კი ჩემი გამოცდილების წყალობით მიმიღო. ზაფხულში მასწავლებლებს არა აქვთ სამუშაო, ამიტომ გიდის კურსები გავიარე და გიდად ვმუშაობ. როგორ შეიძლება, საქართველო არ მოგეწონოს, მისი ისტორია, ბუნება, არქიტექტურა. უცხოელები თქვენს ღვინოზე გიჟდებიან, ყველაფერი მოსწონთ, ერთადერთი, ტაქსისტები აფუჭებენ სახელმწიფოს იმიჯს. უცხოს რომ დაინახავენ, სულ იტყუებიან.

ქართული ღვინო მეც მომწონს. თუ ვინმეს დაბადების დღე ან ქორწილია, ჩემი მოსწავლეები მეპატიჟებიან. მიყვარს "განდაგანა", სუხიშვილების ანსამბლი, ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ. ქა­რთულ სამზარეულოსაც მივეჩვიე, მაგრამ ბრინჯი­ და ლობიო ყველაფერს მირჩევნია. ჩემს მეუღლეს არ უყვარს ცხარე საჭმელები, მე კი ვგიჟდები მეგრულ სამზარეულოზე.

- სადაც გაგიკი­თხეთ, მშრომელ კაცად დაგახასიათეს.

- რომ დათესავ, მოვლა ხომ უნდა? ოჯახიც ასეა, რომ შექმნი, უნდა არჩინო კიდეც. ისე, ყველაზე მეტად წი­გნით­ შრომა მიყვარს. დავ­დივარ­ ბიბლ­იოთეკაში, ცოტას ცოლი მეხმარება და გავი­ცანი ფარნავაზი, თამარი, დავით აღმაშენებელი... საოცრებაა შოთა რუსთაველი, სასწაულია ვაჟა. მიყვარს ნოდარ დუმბაძე, ისიც ხომ გურულია და ვამბობ ხოლმე, ჩემი სიმამრია-მეთქი.
ძალიან მესიმპათიურება განათლების მინისტრი ჯეჯელავა. ბევრი პრეტენზია წაუყენეს, ზღაპრის გმირები რომ გააკრიტიკა, მაგრამ ლოგიკურად ლაპარაკობს, ახსნა მომწონს მისი - კარგი მასწავლებე­ლი ის არის, ვისაც საკითხის კარგად ახსნა შეუძლია.

- რამდენი წლის ხართ?

- ქალი არა ვარ, მაგრამ ასაკს­ მაინც ვმალავ.

- და-ძმა გყავთ?

- ორი ძმა მყავს, გერმანიაში ცხოვრობენ... მსოფლიო ვითარდება, მაგრამ სად არის სამოთხე დედამიწაზე?
ადამიანმა უნდა შეიქმნა შენ გარშემო ან ჯოჯოხეთი, ან სამოთხე. მე არ ვჩქარობ, კუს ნაბიჯებით მივდივარ ჩემი სამოთხისკენ.

იხილეთ ასევე: "იაპონელებმა დროის ფასი ვიცით, ქართველებს კი დაგვიანება გიყვართ"

ეკა სალაღაია
Amirani
01 ივლისი 2017 10:29
Qartveli kacebi sul masxrad aigdes. Marto fuli ainteresebt dgevandel mandilodnebs. Ena xom 3x4 aqvt dagrzelebuli. Qmari mxolod sashualebat yavt carmodgenili. Marto chaacvi achame da ragaca ukide. Meugle mainc ar ainteresebt. Imitom aris rom momravlda dangreuli ojaxebi.
doni
30 ივნისი 2017 14:53
ძნელი მისაღებია, მესმის ქალის ოჯახისა, მარა ამ კაცისაც მესმის. კაი პიროვნება ჩანს, გასაგებია ყველაფერი, სხვა გარემოებაში რაზეა ლაპარაკი. მარა ერი რო წყდება და ყველანაირად იდენტურობას კარგავს, მაგას რა ვუყოთ? თუმცა მარტო კაცები რატო ვღელავთ, პირველ რიგში ქალებს უნდა ადარდებდეთ ეს პრობლემა. ხოდა ჩვენც დავიკიდოთ, ვისთანაც უნდათ იმათთან იყონ. მინახია ქართველ კაცს ახლოს რო არ იკარებენ და ფერადკანიანებთან გერლფრენდობენ.
Goga
29 ივნისი 2017 18:47
Ra xdeba aq xulelebs magrad daevasat es bichi. Dae mozenbnet aseti shavi margaliti da damoyvrdit ra gishlit xels tu ase mogvont aba sxva ra gitxrat feri tetrs da madli tqven.

რედაქტორის რჩევით